მიდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 49 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q8735
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 93:
დიდ დროს არ გაევლო, რომ მიდიას სათავეში მოსამართლე დაიუკუ ჩაუდგა და ადგილობრივი დინასტია დააარსა. მისმა ვაჟმა ფრავარტიშმა სპარსეთის დაპყრობა მოახერხა, მისმა შვილიშვილმა უვახშატრმა კი (ბერძნულად კიაქსარმა) [[ბაბილონი|ბაბილონელებთან]] ერთად [[ასურეთი|ასურელთა სახელმწიფოს]] დიდი ნაწილი წაართვა, ამდენად, მიდიელთა საზღვრებში [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]] ჩრდილოეთი ნაწილი მოექცა. ამის შემდგომ ძვ. წ. 590-585 წლებში [[კიაქსარი]] იპყრობს [[ურარტუ]]ს და თავს ესხმის [[კოლხეთი|კოლხეთსა]] და [[დიაოხი|დიაოხს]]. წარმატებით გახორციელებული ლაშქრობების შემდეგ მიდიამ და [[ლიდია]]მ [[ანატოლია]] მდინარე [[ყიზილ-ირმაქი|ჰალისზე]] გაიყვეს. ამგვარად, კიაქსარის მეფობის ჟამს მიდიელები ძლევამოსილების მწვერვალზე მოექცნენ, ეპყრათ რა, თანამედროვე [[ირანი]], სომხეთის მთიანეთი, ჩრდილოეთი მესოპოტამია და მცირე აზიის აღმოსავლეთ პროვინციები - კოლხეთისა და დიაუხის საზღვრებამდე.
 
კიაქსარის მემკვიდრე [[ასტიაგე]]ს დროს, [[ძვ. წ. 553]] წელს აჯანყდა მიდიის შემადგენლობაში მყოფი სპარსეთი [[კიროს II დიდი|კიროსის]] მეთაურობით. მძიმე ბრძოლების შემდეგ კიროსმა დაიკავა მიდიის სამეფოს დედაქალაქი [[ეკბატანა]] (ახლანდ. [[ჰამადანი]]), რომელიც [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდთა იმპერიის]] ცენტრი გახდა, და ბოლო მოუღო მიდიის სამეფოს დამოუკიდებლობას. მიდიის დამოუკიდებლობა აღდგა [[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] ბოლოს, როცაროდესაც [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელმა]] დაამხო სპარსეთის სახელმწიფო. მიდიის ახალი სამეფო მოიცავდა ძველი მდიიის მხოლოდ ნაწილს, რომელიც შემდეგ ატროპატენად ან მცირე მიდიად იწოდებოდა. ამ სამეფოს ეკავა თანამედროვე სამხრეთ [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორია და [[კავკასიის ალბანეთი|კავკასიის ალბანეთს]] ემეზობლებოდა.
 
[[კატეგორია:მიდია| ]]
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთი]]
[[კატეგორია:ირანის ისტორია]]
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
 
== ლიტერატურა ==
Line 107 ⟶ 101:
* დიაკონოვი ი. მ. მიდიის ისტორია. М.-Л., 1956.
* სტრაბონი. გეოგრაფია 17 წიგნად. მ., 1994.
 
[[კატეგორია:მიდია| ]]
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთი]]
[[კატეგორია:ირანის ისტორია]]
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
 
{{Link FA|az}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიდია“-დან