შინაური ცხენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB |
||
ხაზი 1:
{{გასაწმენდი}}
[[ფაილი:Nokota Horses cropped.jpg|მარჯვნივ|მინი|ცხენები]]
'''ცხენი''' (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი ცხოველი]]. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური [[ცხოველი]]ა ის წარმოიშვა [[გარეული ცხენი]]საგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი [[ჩლიქი]]თ. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს [[ფეხი]]ს ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული [[ძვალი]], რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
[[ფაილი:Muybridge race horse animated.gif|მარჯვნივ|მინი]]
ცხენს კარგი [[მხედველობა]], [[სმენა]] და [[ყნოსვა]] აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი [[ნესტო]]ები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა [[მწერები]]. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს [[კანი]] და ამით დააფრთხოს მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი [[კუდი]]ც. ცხენი [[ბალახი]]ს მჭამელი ცხოველია. მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული [[კბილები]] აქვს, რის გამოც მისი [[ყბები]]ც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა [[მცენარე]]ულ საკვებს. ცხენის [[კუჭი]] დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი [[ბრმანაწლავი]] აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.
ცხენის ნაწლავების საერთო სიგრძე სხეულის სიგრძეს მხოლოდ 10-ჯერ აჭარბებს, იმ დროს
== ლიტერატურა ==
|