ანარქო-კომუნიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎პირველი ნაბიჯები: ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ using AWB
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 40:
ინდივიდებს და ჯგუფებს შეეძლებათ გამოიყენონ ის რესურსები, რომლებიც მათ სჭირდებათ, ანარქო-კომუნიზმის მიზანი კი „შექმნილი პროდუქტის ყველასთვის მიწოდება და თითოეული ადამიანისთვის სრული თავისუფლების მინიჭებაა მისი გამოყენების პროცესში“. კროპოტკინი მხარს უჭერდა ქონების ექსპროპრიაციას, რაც ყველაფერს ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევდა და მუშას აღარ დასჭირდებოდა თავისი შრომის გაყიდვა რაღაცის მისაღებად.
 
:„ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს ტანსაცმელი გავხადოთ, მაგრამ გვსურს, მივცეთ მუშებს ის, რისი არქონაც მათ ექსპლუატატორთათვის ადვილ ნადავლად აქცევს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ არცერთ ადამიანს არ უწევდეს ძალის გაყიდვა თავისი ოჯახის სარჩენად. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცაროდესაც ექსპროპრიაციას ვახსენებთ“ (პ.კროპოტკინი, „ბრძოლა პურისათვის“).
:
კროპოტკინის აზრით, „გლეხი, რომელსაც გააჩნია ზუსტად იმდენი მიწა,რამდენის დამუშავებაც შეუძლია, ან ოჯახი,რომელსაც აქვს იმხელა სახლი, რამხელაც სჭირდება, ან ხელოვანი, რომელიც მუშაობს თავისი ინსტრუმენტებით“ არ ექვემდებარება ექსპროპრიაციას, ხოლო რაც შეეხება მიწის მფლობელებს და კაპიტალისტებს, რომლებიც სიმდიდრეს გლეხთა გაღატაკების ხარჯზე იგდებენ ხელში – მათთვის ქონების ჩამორთმევა გარდაუვალია.
ხაზი 75:
===== მოტივაცია =====
 
ანარქო-კომუნისტები უარყოფენ იმ აზრს, რომ ანაზღაურებადი შრომა აუცილებელია, რადგან ადამიანები „ბუნებით ზარმაცები და ეგოისტები“ არიან. მათ აქვთ არგუმენტიც : არცთუ იშვიათად მდიდრებიც კი მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვების შრომა მათ კეთილდღეობას სრულიად უზრუნველყოფს. ანარქო-კომუნისები ეწინააღმდეგებიან ადამიანის ბუნებაზე მსგავს შეხედულებას და მიაჩნიათ, რომ ხასიათი სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება. ბევრი ანარქო-კომუნისტი, პეტრე კროპოტკინის ჩათვლით, მიიჩნევს, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ერთობლივი ძალებით გაკეთებული საქმისგან მიიღონ სარგებლობა, მაშინ როდესაც კაპიტალიზმი კონკურენციის პრინციპებს ნერგავს. კროპოტკინის აზრით, ანარქო-კომუნისტურ საზოგადოებაში ყველა შეასრულებდა საჭირო სამუშაოს, რადგან გაიაზრებდნენ ერთობლივი მუშაობის ეფექტურობას, მაშინ როცაროდესაც ნესტორ მახნო და რიკარდო ფლორეს მაგონი მიიჩნევდნენ, რომ ანარქისტულ საზოგადოებაში ყველა აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე პროდუქტის შემქმნელი (ცხადია, ბავშვების, მოხუცების და შეზღუდულუნარიანების გარდა), რათა ცალკეული ინდივიდები მუქთახორების როლში არ აღმოჩენილიყვნენ. კროპოტკინს მიაჩნდა, რომ სიზარმაცე და საბოტაჟი ანარქო-კომუნისტური საზოგადოების წევრებისთვის უცხო იქნებოდა, თუმცა, ის ეთანხმებოდა აზრს, რომ ანარქიულ საზოგადოებაში მუქთახორების ადგილი არაა.
 
===== თავისუფლება, სამუშაო და დასვენება =====
ხაზი 83:
===== ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი =====
 
ზოგიერთი ანარქო-კომუნისტი (ისევე როგორც არაერთი ანარქო-კოლექტივისტი) უარყოფს „ინდივიდუალიზმსა“ და „კოლექტივიზმს“, რადგან მიაჩნიათ ილუზიურ ცნებებად. მათი აზრით, შეუძლებელია, ადამიანმა კოლექტივს შესწიროს საკუთარი თავი, ან კოლექტივმა მართოს ცალკეული პიროვნებები, რადგან კოლექტივი არაა ზემდგომი ძალა, არამედ ის შედგება პიროვნებებისგან, ხოლო ბევრი პიროვნების მიერ ცალკეულთა კონტროლი ტირანიაა და არა – ანარქია. სხვები, მაგალითად ლუციენ ვან დერ ვალტი, მიიჩნევენ, რომ „ანარქისტები არ აიგივებენ თავისუფლებას ყველას მიერ მარტო იმის გაკეთებასთან, რაც სურთ; ანარქიულ საზოგადოებაში თითოეული ინდივიდის მიერ აღებული პასუხისმგებლობა ქმნის იმ მატერიალურ ბაზას, რომელიც საჭიროა პიროვნული თავისუფლებისთვის“. ასევე, ანარქისტებს მიაჩნიათ,რომ ნამდვილი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი არსებობს მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაში და არა – მიზანთროპიულ-ბურჟუაზიულ სისტემაში. ანარქია ეფუძნება თავისუფლებისკენ შეუჩერებელ სწრაფვას, რომელიც სოციალური პროდუქტია, ადამიანთა უფლებების ღრმა პატივისცემას და რწმენას, რომ კაცობრიობას შეუძლია ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნამდვილ ინდივიდუალურ თავისუფლებას, ასევე, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ეგოისტური ფილოსოფიური პოზიციები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა ინსურექციულ (მეამბოხე) ანარქიზმზე. მე20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე იტალიელი ინდივიდუალისტი ანარქისტი, რენცო ნოვატორე, მხარს უჭერდა ანარქო-კომუნიზმს, რაც კარგად ჩანს მის სიტყვებში: „რევოლუცია არის ჩვენი ნების და მოთხოვნილებების გამომხატველი ცეცხლი. რევოლუცია არის თავისუფლების მიღება; რევოლუცია არის ახალი ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების შექმნის, დოვლათის განაწილების ინსტრუმენტი“. შტირნერისეული პოზიციიდან ის ასევე უარყოფდა კერძო საკუთრებას, როცაროდესაც ამბობდა, რომ „მხოლოდ ეთიკური და სულიერი საკუთრებაა კერძო. მხოლოდ ეს ორი რამაა ინდივიდის ხელშეუხებელი საკუთრება.“ მაქს ბეგინსკის სტატიაში, „შტირნერი – ეგო და საკუთრება“, რომელიც ამერიკულ ანარქისტულ ჟურნალში, „Mother Earth“-ში დაიბეჭდა, ვკითხულობთ: „თანამედროვე კომუნისტები შტირნერზე მეტად არიან ინდივიდუალისტები. მათთვის არა მხოლოდ რელიგია, მორალი და სახელმწიფო, არამედ საკუთრებაც კი მოჩვენებაა, რომელიც ადამიანთა დასამონებლად გამოიყენება. ინდივიდუალიზმი დღეს საკუთრების მიერ უფრო მეტადაა შებოჭილი, ვიდრე რელიგიის, სახელმწიფოს და მორალის მიერ – ერთად. ინდივიდი არ უნდა იყოს დამცირებული ქონების ქონა-არქონის გამო. კომუნიზმი ქმნის ინდივიდის თავისუფლების საძირკველს. მე ვარ კომუნისტი, იმიტომ რომ ვარ ინდივიდუალისტი. ინდივიდუალიზმი და კომუნიზმი მხარდამხარ მოდიან.“
 
===== რევოლუცია და გარდამავალი ეტაპი =====