ხეთების სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: en:Hittites (strongly connected to ka:ხეთები)
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Hititas 1300 adC ka.svg|მინი|ხეთების სამეფო (წითელი) დაახ. ძვ. წ. 1300 წელს]]
'''ხეთების სამეფო''', ''ხათი'' - ძლიერი სახლემწიფო [[მცირე აზია]]ში (დაახ. [[ძვ. წ. 1800]]-[[ძვ. წ. 1180|1180]] წწ.).
 
ძვ. წ. II ათასწლეულში [[წინა აზია]]ში წარმოიქმნა სახელმწიფოები. ამ სახელმწიფოთა ხალხებმა შექმნეს ცივილიზაციათა კიდევ ერთი კერა. ამ პერიოდის დასაწყისში [[მცირე აზია]]ში [[ხეთები]]ს ათამდე ქალაქ-სახელმწიფო წარმოიშვა. თითოეულს მართავდა მეფე, რომლის უფლებებს ზღუდავდა დიდებულთა კრება.
ხაზი 6:
სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისთვის. ძვ. წ. XVIII ს-ში გაიმარჯვა [[ქუსარი]]ს მმართველმა. მისმა მეფეებმა სხვა ქალაქ-სახელმწიფოები დაიმორჩილეს და შექმნეს ხეთების ერთიანი სამეფო. ხეთების მეფე [[ლაბარნა]]მ დაიპყრო [[სირია|ჩრდილოეთი სირია]] და შორეული [[ბაბილონი]]. იგი ეგვიპტეშიც შეიჭრა. ხეთების სამეფო „ზღვიდან ზღვამდე“ ([[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] [[ხმელთაშუა ზღვა]]მდე) გადაიჭიმა. ხეთთა საბრძოლო წარმატებები დიდად განაპირობა მათი ჯარის კარგმა ორგანიზებამ და ცხენიანი საბრძოლო ეტლისა და რკინის იარაღის გამოყენებამ.
 
ძვ. წ. XV საუკუნეში დაპყრობილ ხალხთა აჯანყებებმა და ჯარის არაერთგზის დამარცხებამ ხეთების სამეფო დაასუსტა. გაძლიერებულმა [[ეგვიპტე]]მ კი ის [[სირია|სირიიდან]] მთლიანად განდევნა.
 
ძვ. წ. XIV საუკუნეში ხეთები კვლავ გაძლიერდნენ. მათ ჯერ [[მცირე აზია]]ში დაიბრუნეს ძველი სამფლობელოები, შემდეგ კი [[ეგვიპტე]]სთან [[სირია|სირიისთვის]] ბრძოლა შეთანხმებით დაამთავრეს. ამ შეთანხმების თანახმად, ხეთები [[სირია|ჩრდილოეთ სირიაში]], [[ეგვიპტელები]] კი — [[სირია|სამხრეთ სირიაში]] გაბატონდნენ.
ხაზი 51:
ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგს მცირე აზიაში არსებობდა აგრეთვე სემიტური ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ იგი არ განეკუთვნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ჯგუფში შედიოდნენ მცირე აზიაში სავაჭროდ ჩამოსული სემიტები, რომელთა რამდენიმე თაობამ იცხოვრა აღმოსავლეთ ანატოლიაში.
 
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომლის თანახმადაც ინდოევროპული ტომებისა და ადგილობრივი პროტოხეთური მოსახლეობის შერევა-შეჯვარედინების შედეგად მცირე აზიაში ჩამოყალიბდა ხეთური ეთნოსი, ხეთების სახელმწიფოს შემქმნელი. ხეთური ხანის მცირე აზიაში ნესიტების (ხეთების) გარდა, ცხოვრობდნენ მათი მონათესავე [[ლუვიელები]] (სამხრეთ ანატოლიაში) და [[ფალაელები]] (ჩრდილოეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში). უცნობია, თუ საიდან ან როდის გაჩდნენ ისინი ანატოლიაში,<ref>{{en}} Byrce, Trevor, "The Kingdom of the Hittites", p. 11</ref> თუმცა ეს უკანასკნელნი ძველთაგანვე უნდა დამკვიდრებულიყვნენ პროტოხეთებით დასახლებულ ტერიტორიაზე, რადგან მათმა ენამ, ხეთურის მსგავსად, პროტოხეთურის (ხათურის) გავლენა განიცადა. ლუვიელები ადრეული ხანებიდანვე უნდა გავრცელებულიყვნენ დიდ ტერიტორიაზე, რომელიც [[კილიკია]]საც მოიცავდა. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მცირე აზიაში (კილიკიაში) ჩნდება [[ხურიტები|ხურიული]] მოსახლეობა. ინდოევროპული წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ დასავლეთ მცირე აზიაშიც. ერთ-ერთი მოსაზრებით, ხეთების სამეფოს ფორმირებაში მონაწილეობა მიიღეს [[მუშქები|მუშქებმაც]].<ref>[http://sites.google.com/site/historiofgeorgia/home/pirvelqopilobidansakhelmtsipoebamde პირველყოფილობიდან სახელმწიფოებამდე: ქართლი და კოლხეთი ძვ.წ. VI-I ს.ს.] </ref>
 
== ისტორია ==
ხაზი 64:
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდანვე მცირე აზიის ცალკეულ ქალაქ-სახელმწიფოთა შორის დიდი ბრძოლა იყო გამართული ჰეგემონობისათვის. პირველ ხანებში იგი [[ბურსახანდა]]ს (ბურუშხათუმის) სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მისი მმართველი ანატოლიის დანარჩენ „მთავრებს“ შორის „დიდ მეფედ“ ითვლებოდა.
 
აგრეთვე ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება იყო [[ქანიში]] (იგივე ''ნესა''), რომელიც განსაკუთრებით უნდა გაძლიერებულიყო XIX საუკუნეში, როცაროდესაც სავაჭრო კოლონიები აღმავლობას განიცდიდნენ მთელ ანატოლიაში. ქანიშის მმართველთაგან ცნობილია [[ლაბარშა]], [[ინარი]] და მისი ძე [[ვარშამა]]. ცნობილია, რომ ინარი და ვარშამა ბრძოლებს აწარმოებდნენ მეზობელი რაიონების დამორჩილებისათვის, რაც კარგად ჩანს მამას ქვეყნის მეფის – ''ანუმხირბის'' – წერილიდან, რომელიც ვარშამასადმია გაგზავნილი. თავის მხრივ, მამას ქვეყნის მმართველიც ცდილობდა გაეფართოებინა თავისი სამფლობელოები მეზობელი რაიონების ხარჯზე. ინარის დროს ქანიშსა და მამას შორის ხელშეკრულება იყო დადებული.
 
აღმოსავლეთ ანატოლიის პოლიტიკურ ერთეულთაგან აგრეთვე ყურადღებას იპყრობს [[ქუსარა|ქუშარი]] – ხეთური წარწერების ''ქუსარა'', ნესიტების ერთ-ერთი ადრინდელი პოლიტიკური ცენტრთაგანი მცირე აზიაში. სავარაუდოდ, ქუსარა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარეობდა, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.<ref>{{en}} [http://www.hittites.info/history.aspx?text=history%2fHattic.htm#Pithana Ḫattian Early Period.] / Information about the Hittites.</ref>
 
ქუსარას პირველ მმართველთაგან ჩვენთვის ცნობილი არიან ფითხანა და მისი ძე ანითა (დაახ. [[ძვ. წ. 1790]]–[[ძვ. წ. 1750]] წწ.). ფითხანას დროს, როცაროდესაც ანითა „კიბის მოძღვარი“ იყო, იწყება მეზობელი რაიონების დაპყრობა, რომლის პოლიტიკაც განაგრძო ანითამ. თავისი მმართველობის დასაწყისისათვის წყაროები უბრალოდ „მეფეს“ უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ანითამ დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, დაამარცხა ხათის მეფე ''ფიუსთი'' და [[ხათუსა]] მიწასთან გაასწორა, ხოლო ფურუსხანდას განადგურების შემდეგ მისი მმართველი ტყვედ წამოიყვანა, წყაროებში ანითა უკვე იხსენიება როგორც „დიდი მეფე“. თავის რეზიდენციად მან აირჩია ქ. [[ნესა]], სადაც ციხე-სიმაგრეები და ტაძრები ააგო.
 
ანითას დროს ცენტრალურ მცირე აზიაში შეიქმნა საკმაოდ ძლიერი სამეფო. იგი თითქმის მთელ ზეგანს მოიცავდა. ამ ხანის ქუსარა იყო ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხეთების ძველ სამეფომდე არსებობდა.
ხაზი 76:
სწორედ ქუსარას სამეფოში უნდა დაწყებულიყო ხეთური ეთნოსის ჩამოყალიბება და ჩასახულიყო ხეთური სახელმწიფოებრივი წყობილება. ყოველივე ამას ფესვები ძალიან შორსა აქვს გადგმული, ყოველ შემთხვევაში, ფითხანა–ანითას ხანაში მაინც. ამიტომაც არის, რომ ამ პერიოდს ხშირად ხეთების ადრეული ხანის ისტორიასთან აკავშირებენ.
 
თვით ხეთური ისტორიული ტრადიციაც ხეთების ისტორიის ძველ პერიოდს ქუსარას უკავშირებს. ხეთების სახელმწიფოს ფუძემდებლად იგი მიიჩნევს არა ანითას, არამედ ქუსარას მეფე ლაბარნას (I), რომელიც ანითასაგან თითქმის მთელი საუკუნითაა დაშორებული. ლაბარნას დროს ქუსარამ მიაღწია არნახულ ძლიერებას, რომელმაც ძველი სამეფოს ხანაშივე ხეთების მთელ რიგ წარმატებებს დაუდო სათავე, როცაროდესაც ქვეყანას მართავდნენ [[ხათუსილი I]] (იგივე ''ლაბარნა II''). [[მურსილი I]], [[ხანთილი I]] და ძველი სამეფოს ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, [[თელიფინუ]]. მმართველები, რომლებიც ხანთილისა და თელიფინუს შორის არსებულ პერიოდში მეფობდნენ, ძირითადად სამეფო ტახტისათვის წარმოებული ბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი, შესაბამისად, ვერ შეძლეს წინაპართა მიერ მოპოვებული წარმატებების შენარჩუნება.
 
დაპყრობითი საგარეო პოლიტიკის წარმოებით ხეთებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ტერიტორია ძველი სამეფოს ხანაშივე. თვითო ლაბარნამ, რომლის დროსაც ხეთების „ქვეყანა პატარა იყო“ („თელიფინუს ტექსტის“ მიხედვით), დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, რომელთა უმრავლესობა სამუდამოდ შევიდა ხეთების ქვეყნის შემადგენლობაში. ლაბარნამ დიდი ბრძოლები აწარმოა მცირე აზიის სამხრეთი და ჩრდილოეთი რაიონების დასაპყრობადაც და განავრცო თავისი სამფლობელოები „ზღვიდან ზღვამდე“ (ე.ი. [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუადან]] [[შავი ზღვა|შავ ზღვამდე]]).
ხაზი 106:
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]
[[კატეგორია:უძველესი ისტორია]]
 
{{Link FA|hu}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთების_სამეფო“-დან