მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება [[:კატეგორია:ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები|ქართული ლიტერატურული ნა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 19:

ამ გარემოებამ ათიანი წლების ლიტერატურაში უკურეაქცია გამოიწვია. „ცისფერყანწელთა“ ნიჭიერი თაობა საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით უარყოფის გზას დაადგა. მათ ქართული ლექსის გაახლება და „[[ევროპა|ევროპული]] [[რადიუსი]]თ გამართვა“ გადაწყვიტეს. თავს აცხადებდნენ [[ფრანგები|ფრანგი]] [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტების]]: [[ბოდლერი]]ს, [[ჟან ნიკოლა არტიურ რემბო|რემბოს]], [[პოლ ვერლენი|ვერლენის]], [[სტეფან მალარმე|მალარმეს]] მემკვიდრეებად. მეცხრამეტე საუკუნის [[ლირიკა]]ში ახალი თაობა ცნობს მხოლოდ [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟასა]] და [[ნიკოლოზ ბარათაშვილი|ბარათაშვილს]], სხვა პოეტებთან კი ლექსის კასტრაციას ხედავენ. ახალგაზრდა [[დემნა შენგელაია]] წერს:
{{ციტირება|[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]] უნაზეს აკვნესებიდან საქართველო კერესელიძის „ცისკრამდის“ მივიდა, სადაც გულმოდგინედ სწავლობდნენ [[კომბოსტო]]ს დამჟავებასა და ბოზბაშის კეთებას.
შემდეგ ილუზია ლიტერატურული რევულიციისა.
თერგდალეულთა პოეზია.
კეთილშობილური გაქანება მოქალაქეობრივ მოტივებში და კასტრაცია პოეზიისა.
[[ივანე კრილოვი|კრილოვი]]ს [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]] და თავის გართობა.
და ასე [[უდაბნო]]ება და უდაბნოება... ერთი იტყვით, ისეთი ვითარებაა შექმნილი, როცაროდესაც იტყვიან: „კაცს დედა დავიწყებოდა და დედინაცვალს ფიცულობდაო“.}}

ახალგაზრდობის ასეთი განწყობილების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ გალაკტიონი კი არ უარყოფს, არამედ უკავშირებს საკუთარ პოეზიას მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას.
ხაზი 25:
„მთაწმინდის მთვარის“ პოეტურ ხელწერას რომანტიკულ-სიმბოლისტური წარმოსახვათა და აღქმათა სინთეზი ქმნის. პოეტის მიერ ხილული გარესამყარო სწორედ ასეთი რომანტიკულ-სიმბოლისტური ფერებითაა დახატული ლექსის დასაწყის სტროფებშივე:
{{ციტირება|ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!}}
მთაწმინდის ასეთმა დახასიათებამ შეუძლებელია ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ არ გაგვახსენოს, მაგრამ, მიუხედავად ამ ორი ნაწარმოების ასოციაციური ურთიერთკავშირისა, ბარათაშვილის ამ ლექსის შინაგანი სულისკვეთება და ლირიკული მიზანსწრაფვა გალაკტიონმა სრულიად ახლებური თვალთახედვით გაიაზრა და გადმოსცა.

გალაკტიონის ნიკოლოზ ბარათაშვილთან სულერ ნათესაობაზე მეტყველებს ბარათაშვილის „სული ობოლისა“ და გალაკტიონის „მე და ღამის“ იდეოლოგიური მსგავსებაც. ახლა ორიოდე სიტყვით გალაკტიონის აკაკისთან დამოკიდებულების შესახებ.

აკაკისა და მისი პოეზიისადმი სიყვარული პოეტურ სიტყვას შეჭიდებულ ყრმა მგოსანს ჯერ კიდევ [[ქუთაისი]]ს სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. გალაკტიონი მოხიბლული იყო იმ დიდი პატივისცემით, რომლითაც აკაკი სარგებლობდა ხალხში. იგი თავადაც არაერთხელ გამხდარა აკაკისადმი ასეთი დამოკიდებულების თვითმხილველი.

აკაკი ხშირი სტუმარი და მონაწილე იყო ქუთაისში გამართული ლიტერატურული საღამოებისა. სხვა მწერალ-პოეტებთან ერთად გალაკტიონიც არაერთგზის ყოფილა ამ საღამოების მონაწილე. როგორც გალაკტიონის ჩანაწერებითაც სხვათა (ამ შემთხვევაში, დარია ახვლედიანის) მოგონებებიდანაც ვგებულობთ, აკაკის თურმე დიდად მოსწონდა დამწყები პოეტის ლექსები და ბევრჯერ კმაყოფილებით აღუნიშნავს: ახალგაზრდებიდან გალაკტიონ ტაბიძეს უსათოუდ დიდი მომავალი აქვს, მას ყველაზე მეტი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაშიო. აკაკისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გალაკტიონმა იმითაც გამოხატა, რომ თავისი ლექსების პირველი კრებული საგანგებოდ მიართვა აკაკის მის მშობლიურ სოფელ [[სხვიტორი|სხვიტორში]]. წინამორბედი პოეტისადმი ასეთი დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა გალაკტიონს. ძმის გარდაცვალებს შემდეგ ([[1948]] წ.) წვერმოშვებული გალაკტიონი თითქოს გარეგნულადაც დაემსგავსა აკაკის. მისი ოცნება იყო, თავადაც ისეთივე საყვარელი მგოსანი გამხდარიყო ხალხში, როგორიც მისი დიდი წინაპარი იყო.<ref>{{cite book |author=ნოდარ დუმბაძე |authorlink=ნოდარ დუმბაძე |url=http://buki.ge/uploads/dumbadze%20_mziani%20game.doc |title=მზიანი ღამე |format=DOC |publisher= buki.ge |accessdate=2008-01-17}}</ref>
ხაზი 40:
ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. [[სიმღერა]] დიდი ხანია, წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლოთ, საერთო ხორო შევქმნათ. ყველა უნდა ცდილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას.<ref>{{Cite|გალაკტიონი|(2011)| loc=''საუკუნის დასაწყისის პოეზია'', 1950 წ.}}</ref>}}

ეს არის სწორედ პოეტის მრწამსი, მისი გაკვეთილი, რაც „მთაწმინდის მთვარეში“ ლირიკის ენაზეა თქმული. მასში მაღალოსტატურად და ბუნებრივი ძალდაუტანებლობით ერწყმის ერთმანეთს მთვარიანი ღამის მშვენიერების ემოციურ-რომანტიკული აღქმა-წარმოსახვა და ამ მშვენიერების იდუმალი არსის სიმბოლისტური გააზრება.

[[პოლ ვალერი]] ერთგან წერს: ყველაზე დიდხანს ის ლექსი ცოცხლობს, რომელიც თავის საიდუმლოს ყველაზე მეტხანს ინახავსო. ვალერი გულისხმობდა, რომ კარგი ლექსი მანამ არის კარგი, სანამ თავისი სილამაზის საიდუმლოს ინახავს, სანამ მისი განმეორება შეუძლებელია. ზოგადად, გალაკტიონის პოეზია დახურულ სისტემებს არ განეკუთვნება, მაგრამ არც ადვილი აღსაქმელია და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების საერთო სულისკვეთება და განწყობილება მკითხველისთვის საკმაოდ გასაგებია, ზოგიერთი პოეტური სახის ბოლომდე სწორხაზოვნად გაშიფრვა შეუძლებელია. ისინი ყოველმა მკითხველმა თავისებურად უნდა გაიაზროს, თავისებურად, სუბიექტურად უნდა ჩასწვდეს იმ მშვენიერებას, რაც მათშია ჩადებული. სწორედ ამგვარ რთულ ასოციაციურ პოეტურ წარმოსახვათა და ხილვათა ნიმუშია ქვემოთ მოყვანილი სტროფები:
ხაზი 53:
ახლა გავიხსენოთ პოეტის სიტყვები — „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი საპროგრამო ლექსიაო. რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს ეს ლექსი [[პროგრამა|საპროგრამო]]? პოეტი საპროგრამო ლექსით თავის კრედოს, [[მოქალაქეობა|მოქალაქეობრივ]] მიზანს განსაზღვრავს და ასეთები [[ქართული ენა|ქართულ]] პოეზიაში იშვიათობას არ წარმოადგენს. მარტო თუნდაც ილიას „პოეტი“ რად ღირს, სადაც იგი აცხადებს: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“. ილიასთვის პოეზია ([[ღმერთი|ღმერთთან]] საუბარი) საშუალეებაა, რომ [[ერი|ერს]] ემსახუროს. გალაკტიონისათვის პოეზია პიროვნული ხსნის საშუალებაა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საშუალება კი არა არსებობის ფორმაა. მისი ცნობილი სტრიქონი — „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, გულისხმობს არამორტო იმას, რომ გალაკტიონისათვის [[ხელოვნება|ხელოვნების]] ყველა დანარჩენ [[ჟანრი|ჟანრზე]] წინ დგას [[პოეზია]], არამედ იმასაც, რომ არსებულ საგნებსა და მოვლენებში უნდა ვხედავდეთ პოეზიას უპირველეს ყოვლისა! ჩვენი ცხოვრების წესიც უნდა განვსაზღვროთ პოეზიით უპირველეს ყოვლისა!

გალაკტიონს სწამს და, ამდენად, ხედავს კიდეც გამოგონილ სამყაროს, სინამდვილეზე უფრო მეტ სინამდვილეს.

„ლურჯა ცხენებით“ გალაკტიონმა გადმოსცა ეკლესიასტეს დამთრგუნველი სიბრძნე: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“, რომ წუთისოფელიცა და მარადიული სოფელიც არარაობაა. „მთაწმინდის მთვარეში“ პოეტი პოულობს მას, რამაც შესაძლოა, [[დრო|დრო-ჟამის]] ტრიალს გაუძლოს, მას, რაც მარადიულია. ესაა [[პოეზია]], რისი დასტურიცაა სტრიქონი ლექსიდან - „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“. გალაკტიონმა [[სიცოცხლე|სიცოცხლის]] საყრდენი ღერძი მოძებნა, მიხვდა, რომ სწორედ ამ ღერძს ეყრდნობოდნენ მისი წინამავალი მგოსნები და ღვთითბოძებული ნიჭიერების გარდა, ამითაც გახდნენ ისინი გამორჩეულნი. პოეტი ორგანულად გრძნობს მათთან გონებრივ და სულიერ სიახლოვეს, თავს მათ ტოლ-სწორად გრძნობს. სწორედ ამის აღმოჩენის სიხარულია ხორცშესხმული ლექსში.

პოეზიაა ერთადერთი, რაც [[სიკვდილი]]ს საშინელ გზას აქცევს ვარდისფერ გზად, ანუ საუკუნო ქნარის მფლობელს არც სიკვდილის, არც სიცოცხლის არ ეშინია. საკუთარ თავში დიდი პოეტური ენერგიის აღმოჩენა და პოეზიის ძალმოსილების შეგრძნება პოეტს იმის დაუფარავ სიხარულს განაცდევინებს, რომ თავადაც ფლობს ასეთ „საუკუნო ქნარს“, „თუ როგორ გრძნობს, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა“.

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ბოლო [[სტრიქონი]]ც მოყვანილი ნაწყვეტიდან („რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“), რომელიც, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობაში მოდის წინა სტრიქონთან. აქ სიტყვა „[[ზღაპარი]]ა“ უნდა გავიგოთ, როგორც „მოგონილია“, „მოჩვენებითია“. თუ მგოსანთ სითამამე ამ გზაზე მოჩვენებითია, მაშ როგორღაა იგი მომხიბვლელი, „ვარდისფერი“? პასუხი წინა სტრიქონშია: იგი ვარდისფერია მხოლოდ „[[სული]]სთვის, ამ [[ზღვა]]მ რომ აღზარდა“, ყველას როდი შეუძლია [[სიკვდილი]]ს გზის ვარდისფერ ფერებში დანახვა. აქ გალაკტიონი, როგორც ჩანს, უპირისპირებს თავის თავს სხვა პოეტებს, რომლებიც ჯერ ვერ ამაღლებულან სიკვდილის გზის „ვარდისფერად“ აღქმამდე. ამიტომაც უნდა იყოს, რომ თვით ამ ფრაზას ოდნავ, სულ ოდნავ [[ირონია|ირონიული]] ელფერი დაჰკრავს.

ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავთათვის, ადვილი არაა ამ სტრიქონების სისხლხორცეული განცდა. პოეტი გრძნობს, რომ მთელი [[სამყარო]] მასშია და მისი [[სული]] სამყაროშია განფენილი. ეს ამაობაზე ამაღლებული ადამიანის განცდაა, ღმერთკაცის განცდაა. ამიტომაც ეჩვენება პოეტს ასეთი შეგრძნების წამს, რომ სამყარო ხელახლა იბადება, რომ თავადაც თითქოს ხელახლა იბადება, „რომ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“, „რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე“ და ამიტომაც წერს: „ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს“.
ხაზი 65:
„მთაწმინდის მთვარე“ გალაკტიონის თვითამღიარებელი ლექსიცაა. ღმერთკაცად გარდასახული პოეტი, რომელიც ხედავს „სიზმრებს არაჩვენებურს“, რომელიც ხედავს არაჩვეულებრივს ჩვეულებრივში, რომელმაც იპოვა ის საყრდენი, საიდანაც მაღლიდან გადმოჰყურებს ამაოების ბაზარს, აცხადებს:
{{ციტირება|რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...}}
გალაკტიონმა აქ პირველად უწოდა თავს [[მეფე]]-[[მგოსანი]]. როგორც დრომ და პოეტის შემოქმედებისადმი შთამომავლობის დიდმა სიყვარულმა დაადასტურა, ოცდაოთხი წლის გალაკტიონის მიერ საკუთარი ტალანტის ამგვარ შეფასებასა და თვითაღიარებაში არაფერი ყოფილა გადაჭარბებული.

== ლიტერატურა ==