ღირსი თომა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ღირსი თომა''' - მართლმადიდებელი ეკლესიის ...
 
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 1:
'''ღირსი თომა''' - [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[10 დეკემბერი]], ახალი სტილით - [[23 დეკემბერი]].
 
==ბიოგრაფია==
 
ღირსი თომა [[ბითვინია]]ში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცაროდესაც სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმინდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. როცაროდესაც ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა [[მდინარე]] საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი - თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია.
 
ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმინდა მოსაგრეს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შესდგომოდნენ ბერულ ღვაწლს, ასე წარმოიშვა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი თომა გახდა.
ხაზი 9:
ბოროტმა ახალი განსაცდელი დაატეხა წმინდანს: კოღოების გუნდი, რომელიც გამუდმებით თავს ეხვეოდა წმინდანს, მოსვენებისა და ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. ამგვარმა უბედობამ სამ წელს გასტანა, მაგრამ თომა გამუდმებით მადლობდა უფალს და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. შემდეგ კოღოები გაქრნენ, მაგრამ გაჩნდნენ დიდი ბუზები, რომლებიც გამუდმებით კბენდნენ ღირს მამას. კიდევ სამი წლის შემდეგ ბუზებს გველების სიმრავლე შეენაცვლა.
 
ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, როცაროდესაც მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, საიდანღაც უზარმაზარი [[გველი]] გამოძვრა და ტაძრის კარებთან დაიგორგლა. წირვა რომ დამთავრდა, თომა სრული სამღვდელო შესამოსლით მიუახლოვდა ზღურბლს, სადაც ქვეწარმავალი იწვა და მიმართა: {{ციტატა|„გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომყევი“.}} ამ სიტყვებზე გველი წმინდანის სამოსლის კიდეს კბილებით მოეჭიდა და ტაძრისგან მოშორებულ, ღრმა ორმოსკენ გაჰყვა წმინდანს. ნეტარის ლოცვით ქვემძრომი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ სხვა გველებიც, ამდენი წლის განმავლობაში მოსვენებას რომ არ აძლევდნენ ღვთის რჩეულს, გაწყდნენ.
 
ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი თომა საცთურთაგან განთავისუფლდა და უფლისაგან კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. შეჭირვებული ადამიანები შორეული ადგილებიდან მიდიოდნენ მასთან შემწეობის სათხოვნელად. ერთხელ თომას სავანეში იმპერატორი [[ლეონ VI (ბიზანტია)|ლეონ VI ბრძენი]] ([[886]]-[[912]]) ჩავიდა რჩევა-დარიგების მოსასმენად. წმინდა მამა სავანეში რომ არ დახვდა, თვითმპყრობელმა დესპანი გაგზავნა მასთან წერილით. ის-ის იყო ელჩი მამის სენაკს მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელმა მას უკვე საპასუხო ეპისტოლე მიაგება.
ხაზი 22:
 
[http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/10-toma.htm ღირსი თომა orthodoxy.ge-ზე]
 
 
[[კატეგორია:X საუკუნის ქრისტიანი წმინდანები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღირსი_თომა“-დან