წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: Migrating 22 interwiki links, now provided by Wikidata on d:q236779 (translate me) |
მ clean up, replaced: როცა → როდესაც (4) using AWB |
||
ხაზი 2:
[[ფაილი:Santa Nina.jpg|მინი|250პქ|წმინდა ნინო]]
[[ფაილი:St-nino.jpg|thumb|250პქ|წმინდა ნინო]]
'''წმინდა ნინო''' — [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მქადაგებელი და გამავრცელებელი [[საქართველო]]ში (დაახ. 301–332 წწ.), [[მოციქულთასწორი]]. [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[14 იანვარი]] და [[19 ივნისი]], ახალი სტილით - [[27 იანვარი]] და [[1 ივნისი]].
==„წმინდა ნინოს ცხოვრება“==
==== რედაქციები====
წმ. ნინოს „ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა [[ნინოს ცხოვრების რედაქციები
XII საუკუნის დასაწყისში [[არსენ ბერი
ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „[[ქართლის ცხოვრება
სულ ახლახანს გამოიცა წმ, „ნინოს ცხოვრების“ ახალქართული თარგმანი (პარალელური ძველი ტექსტითურთ), რომელიც, უმთავრესად, შატბერდულ ვერსიას ეფუძნება, ხოლ ნაკლული ადგილები სინური და ჭელიშური ვერსიებიდან არის შევსებული.<ref>ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები (3 ტომად), ტ. 1, საქართველოს საპატრიარქო, თბ., 2007, გვ. 17–151. ქართლის მოქცევა, ძველი ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და თარგმნა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.</ref>
====დაწერის დრო====
წმ. ნინოს "ცხოვრების" შექმნის თარიღად ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძესა და პ. ინგორყვას VII საუკუნე მიაჩნდათ.<ref>თაყაიშვილი ექვთიმე, სამი ისტორიული ხრონიკა, ტფ., 1890, გვ. XIV</ref><ref>ინგოროყვა პავლე, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, მნათობი, 1939, #4, გვ. 136</ref> ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილისა და კ. კეკელიძის აზრით, ეს თხზულება ეროვნულ–პოლიტიკური მოტივით შექმნილი IX საუკუნის ფსევდოეპიგრაფიკული ლეგენდა არის.<ref>Н. Я. Марр, Хитон господен в книжных легендах армян грузин и сирийцев; сборник статей учеников проффессора В. Р. Розена; СПБ., 1897, ст. 7-72</ref><ref>ჯავახიშვილი ივანე, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, გვ. 109</ref><ref>კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, გვ. 122</ref> ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მეცნიერი ([[სირაძე რევაზ
====აგებულება====
წმ . ნინოს "ცხოვრებას" არ ჰყავს ერთი ავტორი. იგი სხვადასხვა ავტორთა მონათხრობის კრებულია. "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ში იგი, ავტორთა მონათხრობის მიხედვით, თავებად არის დაყოფილი. თავების ნუმერაცია სამივე რედაქციაში აღრეულია და სხვაობს (ამიტომ ქვემოთ თავების დანომრვა პირობითია და ტექსტის ნუმერაციას არ ასახავს).
პირველი ოთხი თავი თავად წმ. ნინოს მონათხრობია და ჩაწერილია სალომე უჟარმელის მიერ. ამ თავებში მოთხრობილია წმინდანის მშობლების ისტორია, ნინოს დაბადება, აღხზრდა და მცხეთაში მოსვლა.
ხაზი 37:
==ბიოგრაფია==
წმინდა ნინოს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების ძირითადი წყარო მისივე "ცხოვრება" არის.
====მშობლები====
ნინოს მამა ყოფილა კაბადოკიელი ჭაბუკი, სახელად [[ზაბილონი]] (მხოლოდ შატბერდულში გვაქვს ვარიანტი "ზაბილოვნ" და არსად – "ზაბულონ") რომელიც რომის სამხედრო სამსახურში ჩამდგარა. მას დაუმარცხებია რომის მტრები, "[[ბრანჯები]] ([[ფრანკები]]ს არაბიზებული ფორმა), რის შემდეგაც ისინი ქრისტიანობაზე მოუქცევია. ზაბილონს განუზრახავს თავისი მონაგების გლახაკებისთვის დარიგება და იერუსალიმში გამგზავრება, სადაც დამეგობრებია იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს.
იუბენალი და მისი და "[[სუსანა]]" (მხოლოდ "[[მეფეთა ცხოვრება
იერუსალიმში ჩასულ ზაბილონს დაუმეგობრდა პატრიარქი იუბენალი, რომელმაც სარა მიაფორის რჩევით მას თავისი და მიათხოვა ცოლად. ზაბილონი და სუსანა საცხოვრებლად კოლასაში წასულან, სადაც მათ ეყოლათ ნინო.
ხაზი 49:
====ადრეული წლები====
ნინო თორმეტ წლამდე იზრდებოდა კოლასაში. მას დედა ზრდიდა თავის კალთაში და თან დღედაღამ, შეუსვენებლად გლახაკებს ემსახურებოდა ("აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თჳსთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა და დღე და ღამე დაუცადებელად"<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 330</ref>).
თორმეტი წლის რომ გახდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ და წავიდნენ იერუსალიმში. ზაბილონი პატრიარქის კურთხევით დაშორდა სუსანას, გამოემშვიდობა მხოლოდშობილ შვილს და წავიდა იორდანის გაღმა ასკეტური ცხოვრებისთვის, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. სუსანა კი პატრიარქმა დააყენა გლახაკებისა და უძლური ქალების მომვლელად.
ხაზი 57:
====სამისიონერო გზის დასაწყისი====
თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც [[ეფესო
===="საბერძნეთიდან" გაქცევა====
ამ დროისთვის უკვე ქრისტე უღიარებია [[კონსტანტინე დიდი
სწორი უნდა იყოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლტოლვილ ქალწულთა მარშრუტში [[რომის იმპერია
====ქართლში შემოსვლა, ჯავახეთი====
სომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა "ულოპორეთში" (ჭელიშ. და N/Sin50 "ულეპორეთი". ეს უნდა იყოს დამახინჯებული ბერძნული ύλοφόρος//ύληφόρος = ტყიანი ადგილი)<ref
იმ ღამეს, წმ. ნინოს ტბის პირას ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, რომ წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. მაშინ ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის არმცოდნეს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? რაზედაც მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. წერილში ეწერა ათი სიტყვა, ძირითადად, ციტატები სახარებიდან, რომლებიც ქალთა მოციქულებრივ უფლებებს უსვამდნენ ხაზს. მაშინღა მიხვდა ნინო, რომ ეს ჩვენება ზეციდან იყო, ითხოვა შეწევნა უფლისგან, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება [[ფარავანი (მდინარე)
====გზა ურბნისამდე, ურბნისი====
სანამ მდინარე დასავლეთისკენ მიემართებოდა, გზა იყო ძნელად სავალი და ფიცხელი და წმ. ნინომ ნახა დიდი გაჭირვება და შიში მხეცებისგან.
ურბნისში ნინომ ნახა "უცხო ხალხი, უცხო ღმერთების მსახური", რომლებიც ცეცხლს, ქვებსა და ხეებს სცემდნენ თაყვანს. მივიდა იგი [[იუდაიზმი
====მისვლა მცხეთაში, კერპების მსხვრევა====
[[ფაილი:წმინდა ნინოს ოშკის ბარელიეფი.jpg
ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გამოჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, [[არმაზი]]ს მოსალოცად მიდიოდა. იმ დღეს მცხეთაში მოსულები გაჩერდნენ [[მოგვთა]] უბნის გამოღმა, ხიდთან და იქიდან აკვირდებოდა წმ. ნინო მცხეთელ [[ზოროასტრიზმი
მცხეთაში მოსვლიდან მეორე დღეს ხალხი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდა. ეს იყო 6 აგვისტოს ("რამეთუ დღჱ იყო მმექუსეჱ თთჳსაჲ მის, ოდეს–იგი ევმანუველ თაბორს მამისა ხატი აჩუენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა", ანუ [[ფერისცვალება
წმ. ნინო გაემართა არმაზის კერპის სანახავად. გარშემო მთები სავსე იყო ხალხითა და დროშებით. ნინომ მოასწრო [[არმაზციხე]]ში შესვლა და დადგა ზღუდის ნაპრალთან და იქიდან უცქერდა თუ როგორი შიში და ძრწოლა ჰქონდა მეფეს და მთელ ხალხს იმ კერპისა. არმაზის კერპი სპილენძისგან იყო შექმნილი, მას ტანზე ოქროს [[ჯაჭვისპერანგი]] ემოსა, თავზე ოქროს [[ჩაფხუტი]] ეხურა და [[ფრცხილი]]ს და [[ბივრიტი]]ს თვლებით შემკული ოქროსავე სამხრეები ეკეთა. კერპს ხელთ ეკავა გალესილი ხმალი, რომელიც მის ხელში ისე ბრწყინავდა და ტრიალებდა, რომ თუ ვინმე შეეხებოდა თავი სასიკვდილოდ ჰქონდა განწირული. არმაზის კერპის მარჯვნივ იდგა ოქროს კერპი, რომლის სახელიც იყო [[გაცი და გა
ამ კერპმსახურების შემყურე წმინდა ნინო ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რათა მას ეჩვენებინა სასწაული ამ ხალხისათვის და ეხსნა ისინი კერპმსახურების სიბნელისგან. და თითქოს თვალისდახამხამებაში დასავლეთიდან ამოვარდა ქარი რომელმაც სიმწრისა და სიმყრალის სუნი მოიტანა და გაისმა საზარელი ქუხილის ხმა, ცაზე საშინელების მომასწავებელი სწრაფი ღრუბლები გამჩნდნენ. მაშინ ხალხმა იწყო გაქცევა იმ ადგილიდან და მათ დრო მიეცათ, რომ თავშესაფრამდე მიეღწიათ. მოახლოებულმა ღრუბელმა მოიტანა უმსხვილესი სეტყვა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც კერპები იყვნენ აღმართული. სეტყვამ ისინი დალეწა, დაფქვა და დაანაწევრა, ხოლო მათი ნამსხვრევები ქარმა კლდე-ღრეში ჩაყარა.
როგორც კი დაცხრა ქარი და სეტყვა, წმ. ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან და იპოვა ბივრიტის თვალი, რომელიც არმაზის კერპის სამხრეებს ამკობდა. მან აიღო ეს თვალი და გაემართა იმ კლდის ბოლოს, იქ სადაც ძველად ციხე მდგარა. იქვე იდგა მშვენიერი [[ბრინჯის ხე]], მაღალი და რტომრავალი. წმინდანი მივიდა იმ ხის ქვეშ, გამოსახა იქ ჯვრის ნიშანი და ექვსი დღის განმავლობაში ლოცულობდა იმ ადგილას.
ხაზი 95:
სამეფო ბაღის მცველი და მისი ცოლი უშვილოები იყვნენ, რასაც ძალიან დარდობდნენ. წმ. ნინომ სიზმრად ჩვენებით იხილა ნათლისფერი კაცი, რომელმაც ურჩია, რომ შესულიყო ბაღში და იქ ნაძვის ძირიდან მიწა აეღო და ის შეეჭმია უშვილო ცოლ-ქმრისთვის. მართლაც, ამის შემდეგ მათ მრავლად ეყოლათ ძეები და ასულები.
იმავე ხანებში, წმინდანმა, ბაღში მუხლებზე ასკეტურად მთვლემარემ, რამდენჯერმე ნახა სიზმრად, რომ მრავალფერადი ჩიტები მოფრინდებოდნენ, მდინარეში გაიბანებოდნენ და ბაღში რტოებს მოკენკავდნენ, მერე ნინოს ეჭიკჭიკებოდნენ და გარშემო ევლებოდნენ ჟღურტულით. ქალწულმა ეს სიზმარი მოუთხრო [[სიდონია]]ს, [[აბიათარი
მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც ბაღის მცველი [[ანასტოს]]ი და [[აბიათარი]]ს ასული [[სიდონია]] ერთი პიროვნებაა.<ref
====მაყვლოვანში====
[[ფაილი:St.Nina chapel (1).jpg|thumb|right|300px|წმ. ნინოს სამლოცველო სამთავროს ტაძრის ეზოში და მაყვლის ბუჩქი სადაც წმ. ნინო ლოცულობდა]]
მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმ. ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ–ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის [[ზემო ეკლესია
ამასობაში, წმინდა ქალწულმა მრავალჯერ სცადა სიდონიას მეშვეობით გამოეკითხა მამამისისთვის ქრისტეს კვართის მდებარეობის ზუსტი ადგილი, რაზედაც აბიათარი ბუნდოვან პასუხს სცემდა: იქ არის იმ სამოსლის ადგილი, სადაც ხალხთა ენა არ დადუმდება ღმერთის მიმართ გალობაში და ის ადგილი არის, როგორც [[იაკობი]]ს ადგილი, სადაც მას კიბე ესიზმრა ზეცამდე აღწეული. მხოლოდ ის განმარტა აბიათარმა, რომ ქრისტეს კვართის დამარხვის ადგილი ლიბანიდან მოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვის ახლოს იყო (ეს სამეფო ბაღის ის ადგილია, საიდანაც აღებული მიწა წმ. ნინომ ბაღის უშვილო მცველსა და მის ცოლს შეაჭამა, რის შედეგადაც მათ შვილები გაუჩნდათ. ამ ადგილას, მოგვიანებით, სვეტიცხოვლის ეკლესია აშენდა).
ხაზი 109:
====ნანა დედოფლის განკურნება====
მცხეთაში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.) წმ. ნინომ სასწაულებრივად განკურნა [[ნანა დედოფალი]] უკურნებელი სენისგან. [[ნანა დედოფალი
სამაგირეოდ, იბერიის დედოფლის განკურნებისა და მოქცევის ისტორია გაცილებით ვრცლად არის მოთხრობილი IV-V საუკუნეების ბერძნულ და ლათინურენოვან ავტორებთან: [[გელასი კესარიელი
იბერთა დედოფლის განკურნების ბერძნულ–რომაული ვერსიის ქართული ვარიანტი გვაქვს “[[მეფეთა ცხოვრება]]ში“. “[[მეფეთა ცხოვრება
მაშინ დედოფალმა უბრძანა თავის მსახურებს, რომ მასთან მოეყვანათ ნინო. მივიდნენ მსახურები და ნახეს მაყვლოვანში მლოცველი წმ. ნინო, რომელსაც დედოფლის ბრძანება აუწყეს. წმინდანმა უარი თქვა სასახლეში წასვლაზე და დააბარა მსახურებს, რომ თუ მოვიდოდა დედოფალი მის სამყოფელში, მაშინ ის მას განკურნავდა ქრისტეს ძალით.
მსახურებმა ეს ამბავი მიუტანეს დედოფალს და მანაც ბრძანა საკაცით წაეყვანათ. მართლაც დედოფალი წაიყვანეს ნინოსთან მსახურებმა, რომელთაც მისი ძე, [[რევი]] და მრავალი ხალხი გაჰყვა უკან.
როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის [[კილიკი
განკურნებულმა ნანამ ირწმუნა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ეს ტყვე–ქალი ქადაგებს“.
ხაზი 127:
====მირიან მეფესთან დიალოგი და სპარსი დიდებულის განკურნება====
ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ, წმ. ნინომ ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი, სახელად ხუარა განკურნა (ეს ამბავი ქართლის მოქცევის ბერძნულ–რომaულ ვერსიებში მოთხრობილი არ არის). წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი ყოფილა მოგვი, რაც აქ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე – ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს.
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოგვითხრობს, რომ სპარსი მთავარი, ძლიერ დასნეულებულა, ბოროტი სულისგან ისე სასტიკად იგვემებოდა, რომ სიკვდილამდე იყო მისული.
ხაზი 133:
მაშინ დედოფალიც და მეფეც შეეხვეწნენ წმინდა ქალწულს მის განკურნებას. მეფე მირიანი თან ნინოს სთხოვდა, რომ შეეწყვიტა რომაელთა უცხო რჯულის, ქრისტიანობის ქადაგება და პირიქით, ექადაგა ქართლის წარმართული ღმერთების არმაზის, ზადენის, გაცისა და გას სარწმუნობა და სამაგიეროდ ჰპირდებოდა სამეფო სახლთან დაახლოებასა და პატივს. ხოლო,თუ ამასთან ერთად, სპარს მთავარსაც განკურნავდა, მეფე წმინდა ნინოს გამდიდრებას, მცხეთის მოქალაქედ („მკჳდრი“) და არმაზის მსახურად გახდომას ჰპირდებოდა.
საპასუხოდ ნინომ კვლავ უქადაგა მირიან მეფეს და უწინასწარმეტყველა, რომ მოახლოვებული იყო მისი მოქცევის ჟამი. იქვე აუწყა მეფეს, რომ მის ქალაქში ინახებოდა ღმერთის ძის სამოსელი და [[ელიას ხალენი]] და რომ სულ მალე, აქ მოხდება მრავალი სასწაული, რომელსაც თვით ღმერთი აუწყებს მეფეს.
წმინდანი შეჰპირდა მეფეს სპარსი მთავრის განკურნებას ქრისტეს ძალითა და მისი ჯვრით, ისევე, როგორც ნანა დედოფალი განკურნა, რის შემდეგაც მოიქცა, საკუთარი სულის გასაბრწყინებლად და თავისი ერის ღმერთთან მისაახლოებლად.
მაშინ მოჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, რომელმაც ის [[ნანა დედოფალი
წმ. ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა იმ კაცის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ [[ნანა დედოფალი]] და [[სიდონია]]ც. მაშინ გავიდა ბოტორი სული სპარსი მთავრის სხეულიდან და და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს – მამას, ძესა და წმინდა სულს.
====მირიან მეფის ნადირობა თხოთის მთაზე და მისი მოქცევა====
323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა [[მუხნარი]]ს მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა [[თხოთის მთა]]ზე, მაღლარ ტყეში, რომ გადაეხედა [[ასპი]]სთვის, [[კასპი]]სთვის და [[უფლისციხე
ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, ჩამოღამდა და სრულმა უკუნმა მოიცვა ის არემარე. სიბნელის გამო მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და დარჩა მარტო და იარებოდა მთებზე და ტყე–ღრეში შეშინებული და შეძრწუნებული.
მარტოდდარჩენილი მეფე ბოლოს შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული, კეთილისმყოფელი ღვთის წყალობით გონს მოეგო და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ისიც არ ვიცი მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, თითქოს ცოცხლად ჯოჯოხეთში ვიყო. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან.
მართლაც, მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას).
ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.
ხაზი 154:
დაიმახსოვრა მან ის ადგილი და გამოემართა მცხეთისკენ. გზადაგზა გაფანტული თავისი მხედრობაც შემოიკრიბა და მათაც ეუბნებოდა, რომ თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.
სასწაულებრივად გადარჩენილი მეფის შესახვედრად [[მცხეთა
ამ დროს, ნეტარი ნინო, ჩვეულებისამებრ, მაყვლოვანში მწუხრის ლოცვაზე იდგა და მასთან ერთად, მისი მოწაფეებიც, ორმოცდაათი ადამიანი.
ხაზი 163:
====მცხეთის სამეფო ბაღში პირველი ეკლესიის მშენებლობა, [[სვეტიცხოველი]]====
რომის იმპერიიდან მღვდლების მოსვლამდე, ქრისტიანობის გზაზე გულმოდგინედ დამდგარმა მირიან მეფემ მცხეთაში ეკლესიის აშენება განიზრახა. იგი ნინოს ეკითხებოდა, თუ სად აეშენებინა ეკლესია, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ აეშენებინა იქ, სადაც ის მტკიცედ გადაწყვეტდა.
მეფემ ნინოს უთხრა, რომ თუმცა უყვარდა მისი მაყვლოვანი, მაგრამ მას სურდა, არ დაეზოგა სამეფო ბაღი, მასში მდგარი რტომრავალი ნაძვები და ყვავილთა სურნელება და სწორედ იქ აეშენებინა სალოცავი ტაძარი.
მალევე დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. მოკვეთეს ერთი ნაძვი და შეამზადეს სვეტად, ხოლო მის ძირზე ეკლესიის საფუძველი ჩაყარეს. როდესაც დადგა დრო ამ სვეტის აღმართვისა, სცადეს ხუროებმა და ვერ შეძლეს. მაშინ შეიკრიბა უამრავი ხალხი და მეფეც მათთან იყო. დაიწყეს ნაირ–ნაირი იარაღისა და ხერხის გამოყენება, მაგრამ არათუ აღმართვა, სვეტის ადგილიდან დაძვრაც კი ვერ შეძლეს.
საღამოს, ამ ამბის გამო გულდამძიმებული მეფე და ხალხი წავიდ–წამოვიდა, ხოლო ნინო და, მასთან, თორმეტი სხვა ქალი, მათ შორის [[სიდონია]]ც, დარჩნენ ადგილზევე. წმინდა ქალწული ცრემლებს ადენდა სვეტს და გოდებდა.
შუაღამე იყო მოახლოებული,
შეშინდნენ [[სიდონია]] და ნინოს თანმხლები სხვა ქალები და გარბოდნენ, ხოლო წმინდა ნინო ამშვიდებდა მათ: „ნუ გეშინიათ, ჩემო დებო, ის მთები იქვე დგანან და ის წყლები იქავე მიედინებიან და ხალხსაც ძინავს“. წმინდა ნინომ განუმარტა მათ, რომ ჩვენება, თითქოს მთები დაირღვნენ, ქართლში ურწმუნეობის რღვევას მოასწავებს, ხოლო წყლები რომ შეჩერდნენ, ეშმაკებისადმი შეწირულ ყრმათა სისხლის შეჩერებას ნიშნავს; მოთქმა–ვაების ხმა კი ეშმაკთა ხმებია, რომლებიც საკუთარ დამხობას გლოვობენ, რადგან განიდევნებიან ამ ადგილებიდან ქრისტეს ჯვრით. ნინოს სიტყვებით დამშვიდებული ქალები მობრუნდნენ და გააგრძელეს ღვთის მიმართ ლოცვა. მაშინვე დაცხრნენ ის ხმები და სიჩუმე ჩამოვარდა. წმ. ნინოც ლოცულობდა ზეცისკენ ხელაპყრობილი და ევედრებოდა ღმერთს, რომ არ დაებრკოლებინა სარწმუნოების საქმე.
ხაზი 177:
მამლის ყივილამდე კიდევ მეორე ჩვენება იხილეს: მცხეთას ძლიერი ლაშქარი დასხმოდა თავს და ქალაქის სამივე კარი დალეწა. აივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრით და დაიწყეს ხალხის ისეთი ხოცვა, რომ ქალაქში სისხლი მოედინებოდა. უეცრად ხმალამოღებული ლაშქარი მლოცველებისკენ დაიძრა. ძლიერ შეშინდნენ ქალები. [[სიდონია]]ს კი, რომელიც მამამისის და თავისი ნათესავების გამო ტიროდა, უცებ ხმა შემოესმა, თითქოს სპარსთა მეფე ბრძანებდა, რომ ებრაელებისთვის მოერიდებინათ მახვილი. ამის გაგონებაზე სიდონია გონებას მოეგო და შეორგულდა რწმენაში და მასთან, დანარჩენი ათი ქალიც. ამასობაში მოახლოვებული მახვილოსნები მათ გარშემო კლავდნენ და კაფავდნენ ხალხს და ისევ გაისმა ხმა, რომ მირიან მეფე შეიპყრესო. მაშინ წმ. ნინო მიუბრუნდა მათზე მიმავალ ლაშქარს მიმართა მათკენ თავისი მარჯვენა, ჯვარი გადასწერა და მაშინათვე გაუჩინარდა ის ურიცხვი ხალხი და სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის შემხედვარე ადიდებდნენ ქალები ღმერთს და წმინდა ნინოს შენატროდნენ.
ცისკარზე მიერულათ ქალებს, მხოლოდ სიდონია იყო მღვიძარე, ნინო კი ხელაპყრობილი ლოცულობდა. ამ დროს მოხდა სასწაული: წარმოდგა ერთი ჭაბუკი, მთლად ნათლით შემოსილი, ტანზე, ზეწრის მსგავსად, ცეცხლი ემოსა. ჭაბუკმა რაღაც სამი სიტყვა უთხრა ნინოს, ხოლო იგი პირქვე დაემხო. მიჰყო ჭაბუკმა ხელი სვეტს, აუწია თავი, აწია და წაიღო ზეცისკენ. მცირე ხნის შემდეგ ნინო და სიდონია გაშორდნენ იმ ადგილს და შორიდან იხილეს, რომ ის სვეტი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა ზეციდან, მიუახლოვდა თავის [[კვარცხლბეკი
რიჟრაჟზე უკვე ფეხზე იყო დარდისგან გულდამძიმებული მეფე,
====სვეტიცხოვლის სასწაულები====
ხაზი 190:
მაშინ შეახო ნინომ თავისი ხელი სვეტიცხოველს, შემდეგ დაადო ყრმას და ჰკითხა: „გწამს იესო ქრისტე, ცოცხალი ღმერთი ძე, მთელი ქვეყნიერების საცხონებლად ხორცით მოსული?“. და ყრმამ უპასუხა: „დიახ, დედოფალო, მწამს იესო ქრისტე, დაბადებულთა მხსნელი“. მაშინ წმ. ნინომ უთხრა: „განიკურნე ამიერიდან და ადიდებდე მას, ვისმა ძალამაც განგკურნა“. ყრმა მაშინათვე წამოდგა, თითქოს მანამდე არაფერი სტკენოდა და ამის გამო შიში დაეცა მეფესა და მთელ ხალხს.
ამის შემდეგ, სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი მოდიოდნენ სვეტიცხოველთან და იკურნებოდნენ. ასე ხდებოდა მანამდე, სანამ მეფემ ხის საბურველი არ შექმნა სვეტის გარშემო, რის გამოც ხალხი ამ ფარდულს ეხებოდა და მაინც სწრაფად იკურნებოდნენ და ადიდებდნენ საკვირველთმოქმედ ღმერთს.
იმავ დროს, მეფემ ეკლესიის მშენებლობა განახლა, ხოლო „საბერძნეთიდან“ (რომის იმპერია) ჩამოვიდნენ ელჩები, მღვდელთ–მოძღვარი, მღვდლები და დიაკვნები და დაიწყეს ნათლისცემა.
====მთავრთა შვილების ნათლობა, მთავართა სანათლოჲ====
მცხეთის დასავლეთით, [[მოგვთა
====მცხეთელი ებრაელები, ბარაბეანნი====
იმ დღეებში, მცხეთელი ებრაელებმა შური იძიეს [[აბიათარი
დაიწყეს ებრალებმა მცხეთიდან წასვლა, გარდა [[ბარაბეანები]]სა, რომელთა სახლეულობა, ორმოცდაათი კაცი მოინათლა და გახდნენ მცხეთის მოქალაქეები („მკჳდრი“). მეფემ მათ დაბა [[ციხედიდი]] უბოძა და განადიდა თავის კარზე წმ. ნინოს მადლითა და მოძღვრებით.
[[მეფეთა ცხოვრება
===="ბრანჯი" მთავარდიაკვნის ჩამოსვლა====
იმავე ხანებში მცხეთაში ჩამოვიდა [[რომის პაპი]]ს („[[პატრიარქი]]“) გამოგზავნილი „ბრანჯი“ [[მთავარდიაკონი]] („ბრანჯი“ ეთნონიმ [[ფრანკი]]ს არაბიზებული ფორმაა) ნინოსადმი ხოტბის შესახმელად და მისი კურთხევის მოსაცემად და წმ. ნინოს დალოცვის წასაღებად. მას თან ჩამოეტანა პაპის წერილები წმ. ნინოსადმი, მირიან მეფისადმი და მთელი ქართველი ერისადმი; ასევე – „ბრანჯთა“ მეფის წერილი ნინოსადმი მოწერილი, რადგან ისინი მამამისს, [[ზაბილონი
====პატიოსანი ჯვრის აღმართვა, ქართლის ეკლესიის ორგანიზება====
მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი ვრცლად მოთხრობილი აქვს [[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი)
საჯვარე ხე მოიკვეთა 326 წელს, 25 მარტს, პარასკევ დღეს. [["მირიანის წიგნი"]]-ს თანახმად მეფემ ხუროები გაგზავნა საჯვარე ხის მოსაძებნად და მათაც იპოვნეს ერთი ხე, კლდეზე განცალკევებით მდგომი, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. მაგრამ მონადირეებისგან სმენოდათ იმ სასწაულებრივი ხის შესახებ, რომ როდესაც ისრით დაჭრილი ირემი მიირბენდა ბორცვის ქვეშ, სადაც ის ხე იდგა და მაშინათვე შეჭამდა მისგან ჩამოცვენილ მარცვლებს, სიკვდილს გადაურჩებოდა.
[[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი)
აღმართეს ხე (სვეტიცხოვლის) ეკლესიის სამხრეთ კართან და იდგა იქ ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში და არ შეცვლილა მისი სიმწვანე და არც ფოთოლი დასცვენია, თითქოს წყაროსთან მდგარი ყოფილიყოს, თავის ფესვებზე. მაისის თვის პირველ რიცხვში კი ამ ხისგან დაამზადეს ჯვრები, ხოლო შვიდ მაისს აღმართეს ეკლესიაში.
იმ ღამეს და შემდეგაც, მრავალმა მცხეთელმა იხილა, რომ ზეციდან ჩამოდიოდა ვარსკვლავით დაგვირგვინებული ცეცხლის ჯვარი, რომელიც ეკლესიას განთიადამდე ადგა თავს. გარიჟრაჟზე მისგან გამოდიოდა ორი ვარსკვლავი, ერთი მიდიოდა აღმოსავლეთით და ერთიც – დასავლეთით, ხოლო ის მთავარი ვარსკვლავი ისევე ადგა ბრწყინვალედ ეკლესიას და ნელ–ნელა გადაინაცვლებდა [[არაგვი]]ს მეორე მხარეს; დაადგებოდა ხოლმე კლდის ბორცვს, იმ წყაროს ახლოს, რომელიც მოგვიანებით წმინდა ნინოს ცრემლებმა აღმოაცენეს. საბოლოოდ , ეს ვარსკვლავი იქიდან კვლავ ზეცად ამაღლდებოდა ხოლმე. ეს სასწაული მრავალჯერ იხილა ხალხმა.
ხაზი 221:
მაშინ რომის იმპერიიდან ჩამოსულმა სამღვდელოებამ დაიწყო წმ. ნინოს გამოკითხვა, თუ რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს. წმინდანმა უპასუხა მათ და უთხრა მეფეს, რომ გაეგზავნა ხალხი მაღალ მთებზე აღმოსავლეთისკენ, [[კახეთი]]ს მთამდე, ასევე დასავლეთით, სადამდეც მისი სამეფოს საზღვარი უწევდა. ის ხალხი უნდა დაკვირვებოდა, თუ სად დაადგებოდა ბრწყინვალე ვარსკვლავიდან გამოყოფილი ორი სხვა ვარსკვლავი და სწორედ იმ ადგილებზე უნდა აღმართულიყო სასწაულებრივი ხისგან დამზადებული დანარჩენი ორი ჯვარი.
მეფე სწორედ ასეც მოიქცა. იყო პარასკევი დღე და შაბათი თენდებოდა და მოხდა იგივე სასწაული, რაც მანამდე ხდებოდა. მეორე დღეს მოვიდა დასავლეთით გაგზავნილი ხალხი, რომლებიც ქვაბთა–თავის მთაზე იდგნენ და უთხრეს მეფეს, რომ ის ვარსკვლავი დაადგა თხოთის მთებს და ჩავიდა კასპის ერგვისში, გაჩერდა ერთ ადგილას და ნელა გაუჩინარდა. ასევე, მოვიდნენ აღმოსავლეთით გაგზავნილები და თქვეს, რომ მცხეთის ეკლესიიდან გამომავალი ვარსკვლავი კუხეთის (შატბერდული რედაქციით – კახეთის) დაბა [[ბოდი
მაშინ წმ. ნინომ ბრძანა, რომ წაეღოთ ორი ჯვარი და ერთი აღემართათ თხოთის მთაზე, სადაც ღმერთმა მეფეს თავისი ძალა უჩვენა. მეორე ჯვარი კი მიეცათ [[სალომე უჯარმელი]]სთვის (უჟარმელი), რათა მას იგი უჯარმაში (უჟარმ,ში) აღემართა . რაც შეეხება დაბა [[ბოდი
მართლაც, გააკეთეს ისე, როგორც წმ. ნინომ ბრძანა, ხოლო მცხეთის პატიოსანი ჯვარი აიღეს და მიიტანეს არაგვს გაღმა, ბორცვის ქვეშ, წყაროსთან, სადაც ღამე ათიეს და ილოცეს. წმ. ნინო თავისი ცრემლით განაზავებდა იმ წყაროს და ხდებოდა კურნებები და დიდ–დიდი სასწაულები.
მეორე დილით, ყველანი ავიდნენ იმ კლდეზე, დაადო წმ. ნინომ ხელი ერთ ქვას და უთხრა [[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი)
ამის შემდეგ, მთავარი ქალები არ შორდებოდნენ წმინდა (სვეტიცხოვლის) ეკლესიას და ნათლის სვეტს (სვეტიცხოველს) და მაცხოვნებელ ჯვარს, რადგან მოწმე იყვნენ იმ უამრავი სასწაულისა და ენით აღუწერელი კურნებებისა, რასაც ისინი ახდენდნენ.
ხაზი 236:
მცხეთაში ჯვრის აღმართვის შემდგომ, წმინდა ნინომ დედაქალაქი დატოვა და მთიულებთან წავიდა, პირუტყვის მსგავს ხალხთან, ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად .
„ქრონიკიდან“ ვიგებთ, რომ ნინოს მთიულეთში წაუყვანია [[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი)
იქიდან წმ. ნინო [[ერწო
ამის შემდეგ წმინდა განმანათლებელი ჩავიდა [[კუხეთი
ბოლოს წმ. ნინო გადავიდა [[კახეთი
"[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ს ქრონოლოგიის შესაბამისად დგინდება, რომ წმ. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში რამდენიმე წელი (შესაძლოა 6 წელიც) გაგრძელდა.
ხაზი 248:
====დასნეულება და გარდაცვალება, კუხეთის დაბა ბოდი====
[[ფაილი:The Monastery of St. George at Bodbe.jpg|მინი|300პქ|ბოდბის მონასტერი, სადაც წმინდა ნინო განისვენებს]]
კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმ. ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და
მცხეთიდან მეფემ და მისმა ცოლმა, [[ნანა დედოფალი
როდესაც შეიტყვეს წმინდა ნინოს სასიკვდილე სენის შესახებ, [[ბოდი
წმინდა ნინო გარდაიცვალ იქვე, კუხეთის დაბა ბოდში, რომელსაც, ტრადიციულად, დღევანდელ [[ბოდბე]]სთან აიგივებენ, თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ [[ბოდი]] უნდა იყოს დღევანდელი სოფ. [[ნინოწმინდა]] [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.<ref>ნ. ნიკოლოზიშვილი, რ. შენგელია, წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი, "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9; ლევან ქურციკაშვილი, კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს აღსასრულზე, „ჩვენი მწერლობა“ (გამოხმაურება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რამაზ შენგელიას წერილზე "წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი"), 2006, N23, გვ.41-42</ref>
განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა [[მირიან III
==ნინოობის დღესასწაული საქართველოში==
ხაზი 268:
{{commonscat|Saint Nino}}
{{სქოლიო}}
{{DEFAULTSORT:ნინო}}
|