ხოსე სანტოს სელაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 13 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q560938
clean up, replaced: როცა → როდესაც (4) using AWB
ხაზი 59:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''ხოსე სანტოს სელაია ლოპესი''' ([[ესპანური ენა|ესპ]]. ''José Santos Zelaya'', დ. [[1853]] [[1 ნოემბერი]], [[მანაგუა]]-[[17 მაისი]], [[1919]] [[ნიუ იორკი]]) - ნიკარაგუის 24-ე პრეზიდენტი 1893 წლის 25 ივლისიდან 1909 წლის 21 დეკემბრამდე.
 
==ადრეული ბავშვობა==
ხაზი 66:
სელაია იყო ნიკარაგუის ლიბერალური პარტიის წევრი, რომელმაც არაერთი მოწინავე პროგრამა განახორციელა, რომელთა შორისაა სახალხო განათლება, რკინიგზების მშენებლობა, გემთმშენებლობა. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების შეიტანა თანასწორობისა და კერძო საკუთრების გასაძლიერებლად, ჰაბეას კორპუსის დასამკვიდრებლად, სავალდებულო ხმის მიცემისა და სავალდებულო განათლებისათვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის, მრეწველობისა და კულტურის დაცვის უზრუნველსაყოფად, გამოხატვის თავისუფლებისა და სახელმწიფო შტოთა გასამიჯნავად. თავისი ცოლი ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად უბიძგებდა მას გაეტარებინა კოლონისტების ინტერესების შემლახავი პლიტიკა.
 
[[1894]] წელს მან მოახდინა [[მოსკიტების სანაპირო]]ს სამხედრო ანექსია. მოსკიტების სანაპიროს საკითხი მუდმივი დავის საგანი იყო [[ნიკარაგუა]]სა და ადგიობრივ მაცხოვრებლებს შორის, რომლებიც [[ბრიტანეთი]]ს პროტექტორატს აღიარებდნენ. სელაიამ გამბედაობა გამოიჩინა ანგარიში გაესწორებინა ბრიტანეთთან. თავად ბრიტანეთს არ სურდა ომი დაეწყო მისი იმპერიისთვის ნაკლებად ღირებული მოსკიტების სანაპიროსთვის, ამიტომაც აღიარა ნიკარაგუის სუვერენიტეტი რეგიონზე.
 
==ხელახლა არჩევა, არხის გაყვანის შესაძლებლობა და აშშ-ის გამოხმაურება==
შესაძლებლობა აეშენებინათ არხი ცენტრალურ ამერიკაში 1820-იანი წლებიდან მუდმივად საუბრის საგანი იყო. ნიკარაგუას ამ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, რადაგნ მის ტერიტორიაზე უნდა გაევლო ამ არხს. როცაროდესაც შეერთებულ შტატებს ჩაეშალა თავისი გეგმები პანამაში, სელაიამ დაიწყო მოლაპარაკებები [[გერმანია]]სთან(რომელიც ჩართული იყო აშშ-სთან ცივ ომში კარიბის სანაპიროს პორტებთან დაკავშირებით) და [[იაპონია]]სთან, არც თუ ისე დიდი სარგებლის საფასურად აეშენებინათ [[ნიკარაგუის არხი|არხი]] მის ქვეყანაში. თავზარდაცემულმა ამერიკამ, იმით, რომ შესაძლოა პრეზიდენტ სელაიას აეშენებინა [[პანამის არხი]]ს ალტერნატიული ეკონომიკური სისტემა, მონათლა იგი ტირანად, რადგან აშშ-ის ჰეგემონურ გეგმებს საფრთხე დაემუქრა.
 
ხოსე სელაიას ჰქონდა სურვილი კვლავ გაეერთიანებინა [[ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები]]. და იმედოვნებდა, რომ იგი გახდებოდა ამ გაერთიანების [[პრეზიდენტი]]. მისი მოწადინებით ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნების ლიბერალ ფედერალისტებს მიეცათ დახმარება. ამით იქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ დაიწყებოდა ომი მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ეს ყოველივე კი საფრთხეს უქადდა აშშ-ის ინტერესებს პანამის არხთან, ევროპის ქვეყნებს, როგორიც გერმანია იყო, საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო რეგიონში საკუთარი საბანკო სისტემის დასაცავად, ან სხვა შემთხვევაში მოითხოვდა მიწას.
 
სელაიას ადმინისტრაციას უთანხმოება ჰქონდა აშშ-ის მთავრობასთან, მაგალითად, როცაროდესაც საფრანგეთის მთავრობამ ჰკითხა აშშ-ის მთავრობას ნიკარაგუისთვის მიცემული სახელმწიფო სესხი იქნებოდა თუ არა არამეგობრული სვლა შეერთებული შტატების მიმართ, მაშინ სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ეს მათთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. როცაროდესაც უნდა გადაწყვეტილიყო პარიზის საფონდო ბორჟიდან გადარიცხავდნენ თუ არა სესხს აშშ-მა ნიკარაგუა იზოლაციაში მოაქცია. იგი ირწმუნებოდა, რომ თუ სელაია მიიღებდა სახსრებს, იგი მას დახარჯავდა სამხედრო მოზნებისთვის, რათა შეევიწროვებინა მისი მეზობლები და დაერღვია ცენტრალურ ამერიკაში სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ასევე ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ცენტრალურ ამერიკაში შეთანხმებული უნდა ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან.
 
აშშ-ის მთავრობამ დაიწყო დახმერაბის მიცემა ნიკარაგუის კონსერვატორი და ლიბერალი ოპონენტებისთვის, რომლებმაც [[1909]] წლის ოქტომბერში დაიწყეს აჯანყება. აჯანყებას გაუძღვა ლიბერალი გენერალი ხუან ესტრადა. ნიკარაგუამ გადაისროლა თავისი ჯარები [[კოსტა-რიკა]]ში, რათა ჩაეხშო ესტრადას პრო ამერიკული აჯანყება. აშშ-მა ეს მიიჩნია ესტრადას მიზნების შეურაცხყოფად და შეეცადა ეიძულებინა კოსტა-რიკა, ნიკარაგუის საწინააღმდეგოდ პირველი ნაბიჯები გადაედგა. კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა როკარდო ფერნანდეს გუარდიამ დაარწმუნა კალვო, რომ კოსტა-რიკა "არ უნდა წასულიყო ასეთ სარისკო ქმედებაზე, რისკენაც აგულიანებდა ვაშინგტონი". ეს "მიიჩნეოდა ვაშინგტონის შეთანხმების გამიზნულ წინააღმდეგობად და სასურველი იქნებოდა კოსტა-რიკას ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა." კოსტა-რიკის ოფიციალურმა პირებმა ცენტრალური ამერიკის მშვიდობისთვის აშშ უფრო საზიანოდ და საშიშად მიიჩნიეს ვიდრე სელაიას ნიკარაგუა. მინისტრი ფერნანდეს გუარდია მოითხოვდა "ჩვენ ვერ გავიგეთ რა მიზნები უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს აქ, რომ კოსტა-რიკამ თავს იდოს დაუფარავი აგრესიით უპასუხოს ნიკარაგუას. ეს მაშინ, როცაროდესაც დადებული გვაქვს 1907 წლის 29 დეკემბრის კონვენცია."
 
==აშშ-ის ოპერაცია ნიკარაგუაში==
სელაიას ადმინისტრაციამ დასაჯა დატყვევებული აჯანყებულები. მათ შორის იყო ორი ამერიკელი ვაჭარი. დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის მეზღვაურებმა დაიკავეს ბლუეფილდსის პორტი, იმ მიზეზით თითქოს დაეცვათ ნიკარაგუაში უცხო ქვეყნის მაცხოვრებლები. თუმცა, ეს ბაზა წარმატებით გამოიყენებოდა სელაიას მოწინაარმდეგეთა სამხედრო მხარდაჭერისთვის. [[1909]] წლის 17 დეკემბერს სელაიამ ძალაუფლება გადასცა [[ხოსე მადრისი|ხოსე მადრისს]] და ქვეყანა დატოვა.
 
 
{{ნიკარაგუის სახელმწიფოს მეთაურები}}
 
{{DEFAULTSORT:სანტოს სელაია, ხოსე}}
[[კატეგორია:დაბადებული 1853]]