ეპიკურეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 43 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q179541
clean up, replaced: როცა → როდესაც (4) using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Epikur.jpg|მინი|250პქ|[[ეპიკურე]]]]
'''ეპიკურეიზმი''' — [[ფილოსოფია|ფილოსოფიური]] მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა [[ეპიკურე]]ს მიერ დააარსებულ სკოლაში, ([[307]] წ. [[ათენი|ათენში]]).
 
[[ეპიკურე]] ([[341]]-[[271]]) დაიბადა ქალაქ [[სამოსი (ქალაქი)|სამოსში]]. 14 წლისა გაეცნო [[ფილოსოფია]]ს, შეისწავლა [[დემოკრიტე]]ს მოძღვრება, ხოლო 18 წლისა [[ათენი|ათენში]] პერიპატეტელებს უსმენდა, მოგვიანებით დაარსდა სკოლა, რომლის შესასვლელთან ეწერა – „მგზავრო, აქ თავს კარგად იგრძნობ. აქ სიამოვნებაა უმაღლესი სათნოება“. ეპიკურეს მრავალი შრომა დაუწერია (300-მდე), აქედან უმთავრესი მნიშვნელობისაა „ბუნების შესახებ“ (37 წიგნად), რომლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეპიკურეს მოძღვრების გასაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე მის წერილებს. ეპიკურეს კლასიფიკაციის მიხედვით [[ფილოსოფია]] სამ დარგად იყოფა: კანონიერად ([[ლოგიკა]] და შემეცნების თეორია), [[ფიზიკა]]დ და ეთიკად. ამათგან უპირველესი მნიშვნელობისაა ეთიკა, ხოლო კანონიკა და ფიზიკა მას ემსახურებიან. ფილოსოფიის მიზანი [[ადამიანი]]ს ბედნიერების გზის გარკვევაა. ვიდრე ადამიანი [[ღმერთი|ღმერთების]] რწმენითაა შეზღუდული, იგი არ შეიძლება თავისუფალ და ბედნიერი იყოს. თავისუფლება ბედნიერების პირობაა, ეს კი მიიღწევა შემეცნებით, რადგან მხოლოდ შემეცნებით თავისუფლდება [[ადამიანი]] [[სიკვდილი]]ს შიშისა და [[ღმერთი]]ს რწმენისაგან.
ხაზი 12:
ეპიკურე აგრძელებს დემოკრიტეს ატომისტიკას, მაგრამ ატომთა მექანიკას უმატებს თავისუფლების პრინციპს, მექანიკური აუცილებლობიდან შემთხვევით გადახრას უშვებს.
 
ეპიკურე თანამიმდევარი ატომისტია [[ფიზიკა]]შიც (ბუნების ახსნაში) და შემეცების თეორიაშიც. იგი შემეცნების სენსუალისტური (გრძობადი წარმოშისბის საფუძველზე) ახსნას იძლევა, მთელ შემეცნება შეგრძნებებიდან მოდის და ამა საფუძლველზე ყალიბდება ჭეშმარიტი ცოდა. შეგრძნებები არ ცდებიან, შეცდომა მსჯელობაში ხდება, რადგან შეგრძნებებში უშუალოდ მოცემულს ემატება სხვა რაღაც და ამ დამატების დროსაა შესაძლებელი შეცდომა. შეგრძნებებით შემოჭრილი ეიდოლები მაგრდება ჩვენს აზროვნებაში და როცაროდესაც მისი კერძოობითი ნიშნები წაიშლება, რჩება აზრი ზოგადის შესახებ (ცნება).
 
ეპიკურე ზრუნავს [[ადამიანი]]სათვის, როგორც ინდივიდისათვის, მისი თავისუფალი ნებისათვის, მისი ბედნიერებისა და სიამოვნებისათვის, იგი [[ჰედონიზმი]]ს მამამთავარია და ეძებს ბედნიერებისა და სიამოვნების ობიექტურს, გონივრულსა და ეთიკურ საფუძვლებს. ბედნიერების მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა ობიექტური აუცილებლობისაგან განთავისუფლება შემეცნების გზით. როცაროდესაც ადამიანმა იცის წესრიგი, იგი მისი მონა აღარ არის. მეორე საშუალებაა გონიერება; ყოველი სიმაოვნება როდია ბედნიერების საფუძველი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც გონივრულად გამართლებულია. უმაღლესი ბედნიერება სიბრძნით მიიღწევა, რადგან ბრძენს შეუძლია [[სული]]ს სიმშვიდის, [[ატარაქსია|ატარაქსიის]] (აუღელვებლობის) მიღწევა. ბედნიერება სიამოვნებისადმი გამოდევნებაში კი არ არის, არამედ ტანჯვისაგან განთავისუფლებაში, უსიამოვნების არიდებაშია. ვისაც სურს სიამოვნება იგემოს, იგი სამართიანობის მაძიებებლიც უნდა იყოს, ამიტომ უსიამოვნებისა და უსამართლობის თავიდან აცილებისათვის ადამიანები თანხმდებიან და ასე იქმენა [[საზოგადოება]] და [[სახელმწიფო]]. ეს [[თეორია]] შემდეგ „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ თეორიის სახელით გახდა ცნობილი.
 
ეპიკურეიზმი [[ფილოსოფია]]ში განვითარდა ატომისტური [[მატერიალიზმი]]ს ახალ საფეხურად.
 
თუმცა ეპიკურეს ღმერთების არსებობა არ უარყვია, მაგრამ მან ფაქტიურად დააკნინა ღმერთების ცნება, როცაროდესაც ღმერთებს მიაწერა სამყაროთაშორისო სივრცეში არსებობა, ყოველგვარი გონიერებისა, ნებისა და ძალის გარეშე. ასეთი ღმერთების შიშისაგან განთავისუფლებულ ადამიანს [[ეპიკურე]] უწინასწარმეტყველებდა ბედნიერ ცხოვრებას, რადგან მას ცოდნის მიხედვით უნდა ერწმუნა „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი ვერ მოვა, როცაროდესაც აღარ ვიქნებით, სიკვდილი მაშინ მოვა“.<ref name="ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში,რ.გორდეზიანიგვ.90">ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, რ. გორდეზიანი, გ. თევზაძე, მ. ნემსაძე, მ. ჭელიძე, თბილისი, 1993 წ. გვ. 90</ref>
[[კარლ მარქსი|მარქსმა]] სადოქტორო [[დისერტაცია]]ში „განსხვავება დემოკრიტეს [[ნატურფილოსოფია]]სა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“ ეპიკურეს ანტიკურობის რადიკალური განმანათლებელი უწოდა.<ref name="კარლ მაქსი">[http://www.marxists.org/archive/marx/works/1841/dr-theses/index.htm მაქსის სადისერტაციო ნამუშევარი „განსხვავება დემოკრიტეს ნატურფილოსოფიასა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“]</ref>
 
ხაზი 38:
 
{{ფილოსოფიის თემები}}
 
[[კატეგორია:ფილოსოფია]]
[[კატეგორია:ლოგიკა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეპიკურეიზმი“-დან