მარიამ ღვთისმშობელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 99 interwiki links, now provided by Wikidata on d:q345 (translate me)
clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB
ხაზი 7:
== ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები ==
ყოვლადწმინდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან ქალაქ [[ნაზარეთი|ნაზარეთში]], რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და [[იერუსალიმი|იერუსალიმს]] სამი დღის სავალი აშორებდა.
წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ [[ბაბილონი]]ს ტყვეობის შემდეგ დავით მეფის შთამომავლები ნელ–ნელა უფლებებს კარგავდნენ. მას შემდეგ, რაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრდა.
როდესაც წინასწარმეტყველთა მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, როცაროდესაც რომაელთა ყოვლისდამრღვეველი ხელმწიფება დაიწყო, ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა.მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას.
ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ–ქმარი ცხოვრობდა [[ფაილი:mozdokis gvtismshobeli.jpg|thumb|left|300px|მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი]][[წმინდა იოაკიმე|იოაკიმე]] და ანა. იოაკიმე იუდას სამეფოს ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა – აარონის ტომის ღვთისმსახურის, მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა – მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი არის იოანე ნათლიმცემლის დედა. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი ჩამომავლობით კი არა, უფრო მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ ცნობილნი.
ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულით და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ.ბედნიერები იყვნენ,მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, [[უშვილობა]] შეურაცმყოფლად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. ეს მით უფრო სამწუხარო იყო, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, რომ მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ.
მათი ცოლ–ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კაკონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანა და პატივს სცემდა არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო. ამიტომ მასთან განშორება არ სურდა.გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდტრტვინველად ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.
დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ღმვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: ,,უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა."სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს:,,შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი.[[ფაილი:დაშრიტე მწუხარება ჩემი.jpg|thumb|250px|დაშრიტე მწუხარება ჩემი]] "
იოაკიმესათვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშიდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა [[ბუდე]], რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა [[ლოცვა]] მისი გულიდან:'',,უბედური მხოლოდ მე ვარ–მოთქვამდა იგი – ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. [[ცა]]ში ჩიტებსა და [[მიწა]]ზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!"''
უცებ მის წინაშე ღვთის [[ანგელოზი]] წარსდგა და უთხრა:,,''ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი [[დედამიწა]]ზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს."''
ანგელოზმა დაავალა ანას, რომ წასულიყოიერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთისსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: '',,ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე,დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს."'' ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომლელიც სალოცავად იტო უდაბნოში და უთხრა: ,,უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".
იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.

== მარიამის შობა ==
[[ფაილი:Vladimiris 1.jpg|thumb|left|300px|[[ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი]]]]ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იშვა ნაკლებად ცნობილ ადგილას, [[ნაზარეთი|ნაზარეთში]]. ის გამოვიდა [[დავითის ტომი]]დან, რომელიც იმჟამად დამცირებული და [[ფაილი:Cathédrale de l'Annonciation.jpg|thumb|ღვთისმშობლის ხარების ტაძარი კრემლში]]ყოველგვარ ბრწყინველებას მოკლებული იყო. ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.
[[ანგელოზი]]ს მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც [[ებრაული|ებრაულად]] „ქალბატონს“ ან „იმედს“ ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე ქმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.
ხაზი 26:

== ღვთისმშობლის მიძინება და სასწაულები ==
ქრისტეს ამაღლებიდან მარიამ ღვთისმშობელმა იცოცხლა კიდევ 15 წელი წუთისოფელში. ადიდებდა თავის ძეს და ემსახურებოდა თავისი ძის ტაძარს.როდესაც აღსასრულის დრო მოახლოვდა, იოანე ღვთიმეტყველის სახლიდან გამოსული, სადაც ცხოვრობდა, ავიდა ელეონის მთაზე და იქ თავის ძეს სული თვისი შეავედრა. ლოცვის დროს ყველა მცენარე იხრებოდა და თაყვანს სცემდა უფლის დედას.მიძინებამდე სამი დღით ადრე მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა გარდაცვალების დღე, რომ უფალი, მისი ძე ელოდა მას ქერუბიმებთან და სერაფიმებთან ერთად. თან მისცა სამოთხის ბაღიდან ზეთისხილის რტო, რომელიც ნათელს გამოსცემდა. ღვთისმშობელმა სთხოვა მთავარანგელოზს, ეთხოვა მისი ძისთვის და უფლისთვის, რომ შეეკრიბა მოციქულები.ხილვის შემდეგ ის ტოტით ხელში დაბრუნდა სახლში იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და აუწყა ნანახი. იოანემ შეატყობინა იაკობს, უფლის ძმას, რომელიც პირველი იერარქი იყო. დედეამ ღვთისამ თქვა დღე, როცაროდესაც დატოვებდა წუთისოფელს და დაიბარა, დაეკრძალათ გეთსამანიაში, სადაც დაკრძალული იყვნენ მისი მშობლები – იოაკიმე და ანა, იოასებ დამწინდველი. მიძინების დღისთვის შეიკრიბა ყველა მოციქული, რომლებიც ანგელოზების მიერ ზეციური ღრუბლით იყვნენ მოყვანილნი.როდესაც ღვთსიმშობელმა გაიგო მოციქულების ამგვარი შეკრება, ადიდა ღმერთი.

დადგა 15 აგვისტო. უცებ ტაძარი განათდა და მაცხოვარი ანგელოზებტან ერთად თავისი ღვთაებრივი ბრწწყინვალებით იხილა ყველა იქ მყოფმა. ღვთიმშობელმა თავის ძეს უთხრა:"ღმერთო, მზად არის ჩემი გული. დაე, აღსრულდეს შენი სიტყვა!" და "უბიწო სული თვისი შეავედრა უფალს". უფალმა კი მისი წმინდა სული ანგელოზებთან ერთად ზეცაში აიტაცა. ანგელოზები გალობდნენ. მოციქულებმა იხილეს ეს სასწაულებრივი მსვლელობა, როდესაც ღვთსიმშობლის სულის ამაღლება დასრულდა, მისი სხეული და სახე ანათებდა, როგორც მზე.ვინც კი ეხებოდა მის წმინდა გვამს, იკურნებოდა.ამის შემდეგ მოციქულებმა პეტრე, პავლე და იაკობმა აღიღეს მისი სხეული და წააბძანეს გეთსანანიისკენ. ხოლო იოანე წინ მიუძღოდასამოთხის ყლორტით ხელში. გზაში მრავალნი მოიქცნენ შეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და მრავალი სასაწაული აღესრულებოდა. როდესაც მისი სხეული სამარხში ჩააბრძანეს, იერუსალიმში მოვიდა თომა მოციქული. მწარედ ატირდა, რომ დაიგვიანა და ვერ შეძლო ღვთისმშობლის წმინდა გვამთან გამოთხოვება. დანარჩენ მოციქულებს შეეცოდა თომა და გახსნეს ღვთიმშობლის საფლავი, მაგრამ შიგ მხოლოდ შესამოსელი იხილეს, გვამი არსად იყო. მოციწულები განცვიფრდნენ. მათ ღვთისმშობელის შესამოსელი დაინაწილეს, როგორც სიწმინდე. საღამოს შეევედრნენ უფალს: გაეხსნა საიდუმლო, თუ სად წავიდა ღვთისმშობლის გვამი. დასხდნენ სატრაპეზოდ. ჩვეულებრისვ ისინი პურის ნატეხს ტოვებდნენ ღვთის სახელზე და ტრაპეზის დამტავრების შემდეგ ადიდებდნენ წმინდა სამებას. მიმართავდნენ უფალს შემდეგნაირად:"უფალო იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ!" მაგრა მაშინ ტრაპეზის შემდეგ აიღეს უფლის სახელზე დატოვებული პური, მაღლა აღმართეს, თან აზრი იმის შესახებ თუ სად არის ღვისმშობლის სხეული,არ ტოვებდა მათ. უცებ მოესმათ ანგელოზების გალობა. იხილეს ღვთისმშობელი ანგელოზებს შორის. ღვთისმშობელმა უთხრა:"გიხაროდენ,რამეთუ მე თქვენთან ვარ ამიერიდან და უკუნისამდე".გახარებულმა მოციქულებმა შეჰღაღადეს: "ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ."

ღვთისმშობელმა იცოცხლა 63 წელი. მისი მიძინების დღე აღინიშნება ახალი სტილით [[28 აგვისტო]]ს.