სუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

12 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB
(Bot: 43 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q180717)
(clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB)
|add1=
}}
'''სუსი''' ({{lang-ar|سوسة}} ; [[ბერბერული ენა|ბერბერ]]. Susa) — ქალაქი [[ტუნისი|ტუნისში]]. მდებარეობს დედაქალაქ [[ტუნისი (ქალაქი)|ტუნისი]]დან 140 კმ-ით სამხრეთით, ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ჰამამეტის ყურე]]სთან, [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროზე. [[2004]] წლის მონაცემებით მისი [[მოსახლეობა]] 173 047 ადამიანს შეადგენს. სახელი შესაძლოა ბერბერული წარმოშობის იყოს: იგივე სახელის ქალაქები არსებობს [[ლიბია]]სა და სამხრეთ [[მაროკო]]ში ([[ბილად-ალ-სუსი]]). სუსი [[სუსის ვილაიეთი]]ს დედაქალაქია. მისი ეკონომიკა ეფუძნება სატრანსპორტო აღწურვილობას, კვების მრეწველობას, [[ზეითუნის ზეთი|ზეითუნის ზეთს]], რექსტილსა და [[ტურიზმი|ტურიზმს]]. ქალაქში მდებარეობს სუსის უნივერსიტეტი.
 
[[ძვ. წ. XI საუკუნე]]ში [[ფინიკია|ფინიკიელებმა]] ქალაქი [[ადრამეტუმი]] დააარსეს. [[პუნიკური ომები]]ს დროს, იგი თავად შევიდა [[ძველი რომი|რომაელებთან]] კავშირში, რითაც გარდაუვალი დანგრევა აიცილა თავიდან, მომდევნო 700 წელიწადს ის რომთან კავშირში მშვიდობას ინარჩუნებდა. როგორც [[ლივიუსი]] აღნიშნავს, მეორე პუნიკური ომის დროს ქალაქი [[სციპიონი]]ს არმიის დასაბანაკებელ ადგილს წარმოადგენდა. ახ. წ. [[434]] წელს, ადრამეტუმი მონაწილეობას იღებდა ბონიფაცის აჯანყებაში [[ბიზანტიის იმპერია|კონსტანტინოპოლის]] წინააღმდეგ, რა დროსაც ქალაქში ვანდალები შეიჭრნენ, აიღეს და მას ახალი სახელი — ჰუნეკროპოლისი უწოდეს. [[ვანდალური ომები]]ს დროს, 534 წელს, იუსტინიანემ ქალაქი აიღო და რომაული სახელი დაუბრუნა.
 
[[VII საუკუნე]]ში თანამედროვე ტუნისის ტერიტორია [[არაბები|არაბებმა]] დაიპყრეს და სწრაფად გაავრცელეს არაბული კულტურა მანამდე სრულიად რომანიზებულ და ქრისტიანიზებულ არეალში. მათ ქალაქი რომაულ კედლებს მიღმა გააფართოვეს, მაგრამ შეუნარჩუნეს მისი „მეობა“. შემდეგ მათ ქალაქს სახელი გადაარქვეს და უწოდეს სუსა. მომდევნო დეკადებში სუსას სტატუსი საგრძნობლად გაიზარდა და ის [[აღლაბიდები]]ს დინასტიის მთავარი საზღვაო პორტის ფუნქციებს ასრულებდა. როცაროდესაც აღლაბიდებმა [[827]] წელს [[სიცილია]] დაიპყრეს, სუსა მათი მთავარი დასაყრდენი იყო.
 
მომდევნო საუკუნეებში, როცაროდესაც ევროპამ ტექნოლოგიური წინსვლა და ისლამის შევიწროვება იწყო, სუსა [[ნორმანები|ნორმანებმა]] დაიპყრეს, [[XII საუკუნე]]ში. ნორმანები შემდეგ [[ესპანელები|ესპანელებმა]] შეცვალეს, [[XVIII საუკუნე]]ში კი ქალაქი ვენეციელებისა და ფრანგების ბრძოლის არენად იქცა. ფრანგებმა მას სუსი უწოდეს ({{lang-fr|Sousse}}).
 
მიუხედავად მის თავს დატეხილი არაერთი უბედურებისა, სუსმა საგრძნობი არაბული იერსახე შეინარჩუნა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს არაბების შემდგომი დაპყრობების დროს ქალაქს ეძინა. დღეისათვის ის მიიჩნევა არაბების მიერ აშენებული საზღვაო გამაგრებული ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად.
 
სუსი ინარჩუნებს შუა საუკუნეების ხანის გულს, ვიწრო ქუჩებით, კასბათი, მედინათი, საფორტიფიკაციო ნაგებობებითა თუ ზღვისპირა გრძელი კედლებით. ამ ყოველივეს კი გარს თანამედროვე ქალაქი აკრავს, დიდი ქუჩებითა და კიდევ უფრო დიდი შენობებით.
*{{fr}} {{citeweb|url=http://www.carnaval-aoussou.com/ |title=Site officiel du carnaval d'Aoussou|author=Carnaval d'Aoussou}}
* [http://www.dariointernet.com/tr_inx_sousse.html Photo Gallery of Sousse by a Tourist 2010 Winter]
 
 
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|498}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ტუნისში}}
 
[[კატეგორია:ტუნისის ქალაქები]]
[[კატეგორია:ძველი რომის ქალაქები]]
49,737

რედაქტირება