აფრიანი ხომალდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 12 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q573206
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Caspar David Friedrich - Auf dem Segler.jpg|მინი|250პქ|მარჯვნივ]]
 
'''აფრიანი ხომალდი''' — აფრიანი ხომალდი გადასაადგილებლად [[ქარი]]ს ძალას იყენებს. ქარი ბერავს დიდ ქსოვილს, რომელსაც აფრა ჰქვია. აფრიანი იახტა ან [[ნავი]]ა, ან მომცრო [[გემი]], რომელიც შეჯიბრებისათვის, ან სასეირნოდ გამოიყენება. მათ უმეტესობის ეკიპაჟი 1-2 კაცისაგან შედგება, თუმცა დიდი ილქნიანი ხომალდის ეკიპაჟი შეიძლება 2 კაცს აღემატებოდეს. წინათ აფრა ტილოს [[ქსოვილი]]სა იყო, დღეს კი აფრისათვის როგორც წესი, გამძლე, მსუბუქი სინთეტიკური ქსოვილები იხმარება, მაგალითად - ნეილონი. აფრა [[თვითმფრინავი]]ს ფრთასავით მოქმედებს. როცაროდესაც ქარი აფრას გაბერავს, მის ცალ მხარეს წნევა მაღლა იწევს. აფრის შებრუნება-შემობრუნება მესაჭეს საშუალება აძლევს, ხომალდი გვერდქარშიც ატარაროს. საჭირო მიმართლებით გასაცურად აფრის მდებარეობას ცვლიან და ქარი ზედაპირზე სრიალებს. ამ ეფექტის გამოყენებით მესაჭეს შეუძლია, თითმის ყველა მიმართლებით გაცუროს.
კილი, ანუ ხომადლის ფსკერის ძირითადი კოჭი, რომელიც მთელ სიგრძეზეა გადებული, ხომალდს მდგრადობას ანიჭებს და გვერდქარში ცურვისას გადაბრუნებისაგან იცავს. აფრიან ხომალდს შეუძლია ზურგქარში, გვერდქარსა და სუსტ პირქარშიც კი იცუროს, მაგრამ ძლიერ პირქარში ცურვას ვერ მოახერხებს. თუმცა, ლავირების(ზიგზაგურად მოძრაობის) წყალობით პირქარსაც კი დაძლევს. მას, ვინც აფრიან ხომალდს მართავს, მესაჭე ჰქვია, ხოლო ვინც აფრების გასწორებაში ეხმარება - ეკიპაჟი.