არიადნე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 42 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q184874
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Titian Bacchus and Ariadne.jpg|thumb|[[ბახუსი]] და არიადნე]]
'''არიადნე''' — მინოსური ქალღმერთი, კრეტის მეფის [[მინოსი]]ს და [[პასიფაე]]ს ასული. მას ნახვისთანავე შეუყვარდა ახალგაზრდა გმირი [[თესევსი]], ათენის მეფის [[ეგეოსი]]ს ძე, კრეტაზე ჩასული იმ მიზეზით, რომ ან ეხსნა ათენი მძიმე ხარკისაგან ან თვითონაც სხვა ჭაბუკებთან ერთად დაღუპულიყო, [[მინოტავრი|მინოტავრთან]] შებმული. როცაროდესაც თესევსი ლაბირინთში შედიოდა, თავისით თუ [[დედალოსი]]ს რჩვით არიადნემ დახმარება აღუთქვა იმ პირობით, რომ შეირთავდა და ათენსი წაიყვანდა. თესევსი დაეთანხმა. არიადნემ ფარულად გადასცა ძაფის გორგალი და ხმალი. თესევსმა ძაფის ბოლო მისასვლელში დაამაგრა, გაჰყვა, ლაბირინთის შუაგულსი მინოტავრს თავს დაესხა, მოკლა და ძაფს უკან გამოჰყვა, ღამით გაიტაცა არიადნე, თან წაიყვანა ათენელი ახალგაზრდები (7-7 გოგო-ბიჭი) და ათენისაკენ გაემართა (აპოლოდ. ეპ. 1, 7-9). სხვა ვერსიით, მინოსმა გამართა ასპარეზობა, თესევსმა გაიმარჯვა და მაშინ მოეწონა არიადნეს (ფილოქორე, ატიკის ისტ.; პლუტ. თეს). ასეა თუ ისე, თესევსმა მოკლა მინოტავრი და გაიტაცა არიადნე, მაგრამ ღმერთების ნებით კუნძულ დიაზე (ნაქსოსზე) მოუხდა ღამის გათევა და იქ მძინარე ქალი მიატოვა, რადგან სიზმრად დიონისე გამოეცხადა და გააფრთხილა, ჩემი დანიშნულიაო. ასე გახდა მინოსის ტურფა ასული დიონისეს ცოლი და ქურუმი, შემდეგ იქცა ბუნებისა და მცენარეთა ღვთაებად. მისი კულტი განსაკუთრებით ნაქსოსზე გავრცელდა, სადაც ქალღმერთის თანაბრად სცემდნენ თაყვანს. [[ჰეფესტო]]მ საქორწილო საჩუქრად გაუჭედა ოქროს სხივოსანი გვირგვინი, რაც ქალის გარდაცვალების შემდეგ ციურ ვარსკვლავად იქცა, თვითონ კი ოლიმპოს მწვერვალზე აიყვანეს. სხვა ვერსიით, ინდოეთიდან მომავალმა დიონისემ პირველად ნახა მძინარე არიადნე, შეიყვარა და ცოლად შეირთო ან მისივე თხოვნით მოკლა ამ კუნძულზე [[არტემიდე]]მ.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არიადნე“-დან