წყლის ტრანსპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
(Bot: 37 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q155930)
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
[[ფაილი:Jawaharlal Nehru Trust Port.jpg|მინი|240პქ|გემი, რომლიდანაც ზიდავენ ტვირთს. [[ინდოეთი]].]]
[[ფაილი:Canadian Olympic Welland Canal.jpg|მინი|240პქ|ბალკერი. [[კანადა]].]]
'''წყლის ტრანსპორტი''' — სატრანსპორტო საშუალებების სახეობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთისა და მგზავრების გადაზიდვა/გადაყვანა [[მდინარე]]ებზე, [[ტბა|ტბებზე]], [[ზღვა|ზღვებზე]], [[ოკეანე]]ებზე, [[სრუტე]]ებზე ან [[არხი (ჰიდროგრაფია)|არხებზე]], [[წყალსაცავი|წყალსაცავებსა]] და [[წყალსატევი|წყალსატევებზე]].<ref>[http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%92%D0%BE%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9%20%D1%82%D1%80%D0%B0%D0%BD%D1%81%D0%BF%D0%BE%D1%80%D1%82/ წყლის ტრანსპორტი - დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref> ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს [[გემი]]. გამოიყოფა [[საზღვაო ტრანსპორტი]] და [[სამდინარო ტრანსპორტი]].
 
წყლის ტრანსპორტის განსაკუთრებული სახეობაა [[ბუერი]] — ყინულზე სასრიალო აფრიანი მსუბუქი ნავი, რომელსაც ძირზე ციგურები აქვს გაკეთებული.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=7754 ბუერი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref>
 
[[საზღვაო ტრანსპორტი]] — უზრუნველყოფს [[გემი|გემებით]] მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას. ადამიანმა ნაოსნობა ზღვაზე უხსოვარი დროიდან დაიწყო. სატრანსპორტო საშუალებანი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ცვლილებანი მოხდა [[XIX საუკუნე]]ში, როცაროდესაც აფრიანი გემი შეცვალა ორთქლისძრავიანმა გემმა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში გაჩნდა თბომავალი გემი. ბოლო ხანებში შეიქმნა ატომმავალი და ორთქლის ტურბინით აღჭურვილი გემები. დანიშნულების მიხედვით გემები სხვადასხვანაირია: სამგაზვრო, სატვირთო და ტვირთის დასაყრელი. მოქმედებაშია აგრეთვე ლიხტერმზიდი გემები. [[ლიხტერი]] არის სატვირთო გემი კარჭაპის ტიპისა, ჩვეულებრივ არათვითმავალი.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=23072 ლიხტერი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდ [[ბორანი|გემ-ბორანს]], რომელზეც სარკინიგზო ლიანდაგია მოწყობილი.<ref>{{ქსე|8|653|ბუაჩიძე გ.|არა}}</ref>
 
[[სამდინარო ტრანსპორტი]] — წარმოადგენს ტრანსპორტის სახეობას, რომლის დანიშნულებაა მგაზვრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ძირითადად შიგა წყლებში. სამდინარო ტრანსპორტის მთავარი უპირატესობაა გადაყვანის დაბალი თვითღირებულება. დიდი ხნის ისტორია აქვა. მიჩნეულია, რომ პირველ მსხვილ სამდინარო გემებს აშენებდნენ [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტეში]]. ძველი სამდინარო გემები იყო სანიჩბავი ან აფრიანი ტიპის. [[XIX საუკუნე]]ში შიგა სანაოსნო გზებზე დაიწყეს გემების გამოყენება, ხოლო პირველი სამდინარო თბომავალი ააშენეს რუსეთში [[1903|1903 წელს]].
 
[[საქართველო]]ში სამდინარო ტრანსპორტი მოქმედებდა მხოლოდ მდინარე [[რიონი|რიონზე]], ქალაქ [[ფოთი]]დან სოფელ ორპირამდე (ახლანდელი სოფელი [[საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)|საჯავახო]], [[სამტრედიის მუნიციპალიტეტი]]). [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] პირველი მეოთხედის ბოლოს გადაზიდვები მდინარე რიონზე შეწყდა.<ref>{{ქსე|8|711||არა}}</ref>
49 737

რედაქტირება