ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
'''ქართლური კილო''' – ქართული ენის ქართლური კილო (დიალექტი).
 
ქართლური დიალექტი ძირითადი დიალექტია [[ქართული ენა |ქართული ენისა]]. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას. ისტორიულად ცნობილია, რომ [[ძველი ქართული ენა |ძველი ქართული სალიტერატურო ენის]] ჩამოყალიბება [[ქართლი]]ს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ [[მცხეთა]] და შემდეგ [[თბილისი]]. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც [[ბოლნისის სიონი |ბოლნისის სიონსა]] და [[ჯვარი (მცხეთა) |მცხეთის ჯვრის საყდარზე]] (V-VI-VII სს.) ქართულის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც, როცაროდესაც [[თბილისი]] მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ [[ქართლი]]ს მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.
 
ამგვარად, ქართლურის საფუძველზე იშვება, თანდათანობით ვითარდება და ყალიბდება [[ძველი ქართული ენა |ძველი ქართული სალიტერატურო ენა]]. ეს პერიოდი V-XII საუკუნეებს უნდა მოიცავდეს დაახლოებით.
[[ქართული ენა |ახალი ქართული ენის]] სათავეები გვაქვს XII საუკუნიდან ([[იოანე შავთელი |ი.შავთელი]], [[ჩახრუხაძე]], [[შოთა რუსთაველი |შ. რუსთაველი]]), თუმცა მისი ჩანასახები შეინიშნება X-XI საუკუნიდანაც ([[გიორგი მთაწმიდელი |გიორგი მთაწმიდლისა]] და სხვათა ნაწერებში). ამ ენის ჩამოყალიბების პერიოდი გრძელდება დაახლოებით XVIII საუკუნემდე. XVIII საუკუნისათვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია, რის საუკეთესო ნიმუშსაც წარმოადგენს [[სულხან-საბა ორბელიანი]]სა და [[დავით გურამიშვილი]]ს ნაწერები.
 
ახალი სალიტერატურო ქართული ენის ჩამოყალიბებაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით [[თერგდალეულები |თერგდალეულებს]] [[ილია ჭავჭავაძე |ილია ჭავჭავაძის]] მეთაურობით, აქტიურ მონაწილეობას იღებს [[კახური კილო |კახურიც]]. შეიძლება ითქვას, რომ [[ძველი ქართული ენა |ძველი სალიტერატურო ქართული ენა]] შეიქმნა ისტორიული [[ქართლი]]ს მეტყველების საფუძველზე, ხოლო [[ქართული ენა |ახალი ქართული სალიტერატურო ენა]] მიღებულია ძველი ქართულის გადამუშავების შედეგად ქართლ-კახეთის ცოცხალი მეტყველების საფუძველზე.
 
==გავრცელების არე==
ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს [[საქართველო]]ს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება [[კახეთი]]დან [[იმერეთი |იმერეთამდე]], ე.ი. [[არაგვი]]სა და [[მტკვარი |მტკვრის ხეობიდან]] [[ლიხის ქედი |ლიხის მთა]]მდე. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით [[ანანური |ანანურ]]-[[დუშეთი]]თ დაწყებული და სამხრეთით [[თრიალეთის ქედი |თრიალეთის მთით]] გათავებული; აღმოსავლეთით [[კახეთი]]დან დაწყებული დასავლეთით [[იმერეთი |იმერეთამდე]]. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: [[დუშეთის მუნიციპალიტეტი |დუშეთის]], [[მცხეთის მუნიციპალიტეტი |მცხეთის]], ნაწილობრივ [[სამგორი]]ს, [[მარნეულის მუნიციპალიტეტი |მარნეულის]], [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი |თეთრი წყაროს]], [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი |ბოლნისის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი |დმანისის]], [[წალკის მუნიციპალიტეტი |წალკის]], [[კასპის მუნიციპალიტეტი |კასპის]], [[გორის მუნიციპალიტეტი |გორის]], [[ყორნისი (დაბა) |ზნაურის]], [[ქარელის მუნიციპალიტეტი |ქარელის]], [[ხაშურის მუნიციპალიტეტი |ხაშურისა]] და [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი |ბორჯომის]] რაიონებს.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 23:
* ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
* არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1952.
* არნ. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, ენიმკის მოამბე, II, 1., ტფილისი, 1937.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://armazi.uni-frankfurt.de/armaziII/enebi/kartuli/dialdif.html ქართველური ენები – ქართული ენის ქართლური კილო]
 
 
[[კატეგორია:ქართული ენის კილოები]]