მასშტაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q193642
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
'''მასშტაბი''' ({{lang-de|Maßstab}} < Maß – ზომა და Stab – ჯოხი) — [[რუკა]]ზე, გეგმაზე ან ნახაზზე მოცემული ხაზების სიგრძის შეფარდება ამ ხაზებით გამოხატულ ნამდვილ სიგრძესთან.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=24276 მასშტაბი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> მასშტაბი ბუნებაში გაზომილი მონაკვეთების [[ქაღალდი|ქაღალდზე]] გამოხაზვის დროს შემცირების ზომაა. ცნობილია რიცხვითი, სახელდებული და ხაზვითი მასშტაბები. რიცხვითი მასშტაბი 1 : ''M'' წილადია, რომლის ''M'' მნიშვნელი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ უნდა შევამციროთ გაზომილი მანძილი ქაღალდზე გამოხაზვის დროს. სახელდებული ანუ განმარტებითია მასშტაბი, როცაროდესაც მოცემული რიცხვითი მასშტაბის შესაბამისად ზომის გარკვეული სისტემისათვის სიტყვიერად მითითებულია თუ ერთ ერთეულს ქაღალდზე რამდენი ისეთივე ერთეული შეესაბამება ადგილზე. ხაზვით მასშტაბს ადგენენ მოცემული რიცხვითი მასშტაბის საფუძველზე.<ref name="qse" /> ტერმინი „მასშტაბი“ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება [[კარტოგრაფია]]ში, [[გეოდეზია]]სა და პროექტირებაში.
 
ხაზვითი მასშტაბებია: ხაზოვანი, სოლისებრი და განივი. ხაზოვანი მასშტაბი თანაბარ ნაწილებად დაყოფილი წრფის მონაკვეთია, რომელზედაც აღნიშნულია თუ რა მანძილი შეესაბამება ადგილზე ამ დანაყოფებს. სოლისებრ მასშტაბს უმთავრესად იყენებენ აეროფოტოსურათების შესაბამისი მანძილების განსასაზღვრავად. განივი მასშტაბი ხაზოვანი და სოლისებრი მასშტაბის შეერთებას წარმოადგენს.<ref name="qse">{{ქსე|6|486|თევზაძე ნ.|არა}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მასშტაბი“-დან