კანაიმის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
(Bot: 27 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1244337)
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
}}
 
'''კანაიმის ეროვნული პარკი''' ([[ესპანური ენა|ესპ]].''Parque Nacional Canaima'') — 30 000 კვადრატული კილომეტრის მოცულობის პარკი [[ვენესუელა|ვენესუელის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ბრაზილია|ბრაზილიისა]] და [[გაიანა|გაიანის]] საზღვართან. პარკი მდებარეობს [[ბოლივარის შტატი|ბოლივარის შტატში]]. შედარებისათვის, მისი ფართობი თითქმის იგივეა, რაც მთლიანად [[გრან-საბანა|გრან-საბანის]] რეგიონისა.
 
პარკი შეიქმნა [[1962]] წლის 12 ივნისს. სიდიდით პარკებს შორის ქვეყანაში მეორეა [[პარიმა-ტაპირაპეკოს ეროვნული პარკი|პარიმა-ტაპირაპეკოს]] პარკის შემდეგ. მისი ფართობი [[ბელგია|ბელგიის]] ფართობის ტოლია.
[[1994]] წელს, [[იუნესკო]]მ პარკი [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] სიაში შეიტანა, რადგან აქ მდებარეობს არაერთი [[ტეპუი]] – მაგიდის ზედაპირისმაგვარი გაბრტყელებული პიკის მქონე მწვერვალები, რომლებიც დამახასიათებელია მთელი ამ არეალისათვის.
 
ყველაზე ცნობილი ტეპუია [[რორაიმა (მთა)|რორაიმის მთა]] — ყველაზე მაღალი, მაგრამ ამავე დროს, მთასვლელთათვის ადვილად დასაპყრობი. ასევე [[აუიანტეპუი]] — რომელზეც გადმოედინება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი [[ანხელი]]. აღნიშნული მთები უძველესი ასაკისაა და მიეკუთვნება იმ პერიოდს, როცაროდესაც [[სამხრეთ ამერიკა]] და [[აფრიკა]] ერთ [[სუპერკონტინენტი|სუპერკონტინენტს]] წარმოადგენდა.
 
პარკში ცხოვრობენ ადგილობრივი ინდიელები — [[პემონი]]ს ტომი, კარიბის ენათა ჯგუფიდან. პემონის ხალხს ამ მთებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია, მათ სჯერათ, რომ იქ სულები სახლობენ. პარკი შედარებით მოწყვეტილია გარესამყაროს, ქალაქთან მხოლოდ რამდენიმე პატარა გზა აკავშირებს. პარკის ტერიტორიაზე გადაადგილების და დათვალიერების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ვერტმფრენი. ასევე შესაძლებელია ფეხით ან კანოეთი მოძრაობა.
 
პემონის ინდიელებს პარკში გახსნილი აქვთ რამდენიმე საშუალო და მაღალი კლასის სასტუმრო, რომელთაც ძირითადად პარკის ევროპელი დამთვალიერებლები სტუმრობენ.
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ვენესუელაში}}
 
[[კატეგორია:მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ვენესუელაში]]
[[კატეგორია:ვენესუელის ეროვნული პარკები]]
49 737

რედაქტირება