იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
{{მმ*|იმერეთის აჯანყება}}
'''იმერეთის აჯანყება 1819-1820''' — ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ სამაგიეროდ გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა მექრთამეობამ. რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა.
 
[[1819]] ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი [[თეოფილაქტე]]. თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. შორაპნის ოკრუგის მოსახლეობა აჯანყდა და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მოხელეები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთში ჯარის ნაწილები. 9 ივლისს თეოფილაქტე იძულებულიგახდა თბილისს გამგზავრებულიყო. ამან მღელვარება შეანელა, მაგრამ როცაროდესაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობა კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა. აჯანყებულთა ხელში იყო მთელი რაჭა. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყოფი იმერელი ემიგრანტები. ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმერეთში ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყოფი [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე |ალექსანდრე ბატონიშვილი]] ([[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა, საბოლოოოდ არჩევანი [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილ [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძეზე]] შეჩერდა. რუსეთის მთავრობამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა, აბაშიძე [[გურია]]ში გადავიდა და თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი.
 
რუსეთის მთავრობამ 1820 წლის 4 მარტს დააპატიმრა [[ექვთიმე გენათელი]], [[დოსითეოს ქუთათელი]], [[დარეჯან ბატონიშვილი]] (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა, ამას აჯანყების ახალი აღმავლობა მოჰყვა. აჯანყებას თანაუგრძნობდა გურია-სამეგრელოს მოსახლეობაც, მაგრამ რუსეთის სარდლობის მუქარამ დადიანი და გურიელი აიძულა მთავრობის მხარე დაეჭირათ. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. [[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. ქაიხოსრომ თურქეთს შეაფარა თავი. იმავე დროს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობაც მთავრის ძმას - გიორგი დადიანის მეთაურობით. რუსეთის სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანი აფხაზეთს შეეფარა. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენერალ ველიამინოვის სარდლობით. იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა კვარას ციხესთან დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და [[რაჭა]] მოარბია. ბრძოლაში დაიღუპა აჯანყების მონაწილე დავით ბაგრატის ძე ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ძმისშვილი; დავითი ძმისშვილი, როსტომ სვიმონის ძე რუსეთში გადაასახლეს და რიგითად ჩარიცხეს სუმის ჰუსართა პოლკში. იმერეთის ბაგრატიონთა სხვა წარმომადგენლები — მამუკა, ვახტანგი და ტარიელი თურქეთში გადაიხვეწნენ.
 
დააპატიმრეს 70 კაცი, მათგან 10 ჩამოახრჩვეს (მათ შორის [[იოთამ ბოლქვაძე]]), ნაწილი კი რუსეთს გადაასახლეს. ველიამინოვი დიდი რაზმით და არტილერიით გურიაში შევიდა. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]], [[გურიის სამთავრო]]ს სიმაგრეები. აჯანყების მეტაურები ემიგრაციაში წავიდნენ. ბევრი აჯანყებული რუსეთს გადაასახლეს, მათი ქონება ხაზინას გადაეცა. ი. აბაშიძე, ქ. გურიელი, ვ. ბაგრატიონი და დ. ერისთავი ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მომდევნო წლებში მათი ნათესავები და მომხრეები რუსეთის მთავრობას შეურიგდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და ყმა-მამული დაიბრუნეს.