ძველი ინგლისური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 20:
დღევანდელი [[ინგლისი]]ს ტერიტორიაზე [[V საუკუნე]]ში გადმოსახლებული [[ანგლები]]ს, [[საქსები]]სა და [[იუტები]]ს ენების ან [[დიალექტი|დიალექტების]] შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა [[ენა]], რომელიც თანამედროვე ინგლისურის [[ფუძე-ენა]]ს წარმოადგენს.

ძველინგლისური პერიოდიდან შემონახული [[ტექსტოლოგია|ტექსტების]] ენის აღსანიშნავად ზოგჯერ ამჯობინებენ თქვან ''ანგლო-საქსური (ტექსტების) ენა''. ამგვარი ცნებობრივ-ტერმინოლოგური დიფერენცირება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევებში, როცაროდესაც სიტყვათშეხამება ძველი ინგლისური ენა ან ძველი ინგლისური პერიოდი მრავალმნიშვნელოვნად გაიგება. გარდა ამისა, ტერმინით ''ანგლო-საქსური'' აღნიშნავენ დღევანდელი [[ინგლისი]]ს ტერიტორიაზე მცხოვრებ [[ანგლო-საქსები]]ს კულტურასაც.

ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები [[VII საუკუნე|VII საუკუნიდან]] მოეპოვება.
ხაზი 37:
# გრამატიკული სქესი არსებითი და ზედსართავი სახელებისათვის.

მდიდარი ფლექსია განაპირობებდა წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობის საკმაო თავისუფლებას. ძველ ინგლისურ ზმნას ორადორი დრო ჰქონდა — ახლანდელი და ნამყო წარსული. ახლანდელი დრო ითავსებდა მომავალი დროის ფუნქციასაც.

ძველ ინგლისურ ენას გააჩნდა სიტყვათწარმოების საკმაოდ დიდი შესძლებლობები, მაგრამ ამავდროულად ენის სიტყვათა მარაგი (ვოკაბულარი) არც ისე მდიდარი იყო. [[სუბსტრატი]]ს სახით შემორჩენილია საკუთარი სახელები, რომელიც კელტების ენიდან უნდა მომდინარეობდეს. მაგალითად, ქალაქ [[აბერდენი]]ს სახელწოდება სავარაუდოდ წარმომდგარია კელტური ენიდან და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მდინარე დეეს შესართავი“.
ხაზი 43:
ენათმეცნიერების აზრით, [[კელტური ენა|კელტური]] წარმოშობის მხოლოდ ათი არსებითი სახელი არის ძველ ინგლისურ ენაში შემორჩენილი (მათ შორის, ''bannock'', ''cart'', ''down'' და ''mattock''). არ გამოირიცხება სხვა [[კელტური ენა|კელტური]] წარმოშობის სიტყვების არსებობაც ძველ ინგლისურში, თუმცა ეს სიტყვები არაა ტექსტებში დაფიქსირებული ან შემორჩენილი. ძველ ინგლისურ ხანაში კელტური წარმოშობის [[სიტყვა|სიტყვებს]] საკმაოდ მალე ჩაენაცვლნენ [[უელსური ენა|უელსური]], [[შოტლანდიური ენა|შოტლანდიური]] და [[ირლანდიური ენა|ირლანდიური]] ნასესხობები.

ძველ ინგლისურ ხანაში შემოსული და დამკვიდრებული ლათინური სიტყვების რიცხვი დაახლოებით 140 ერთეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს [[ლათინიზმი|ლათინიზმები]] ხშირად უფრო [[გრეციზმი|გრეციზმებს]] წარმოადგენს, ვიდრე საკუთრივ (სუფთა) ლათინური წარმოშობის სიტყვებს.

== 'მამაო ჩვენო' ძველინგლისურ ენაზე ==

: Fæder ure þu þe eart on heofonum;

: Si þin nama gehalgod

: to becume þin rice

: gewurþe ðin willa

: on eorðan swa swa on heofonum.

: urne gedæghwamlican hlaf syle us todæg

: and forgyf us ure gyltas

: swa swa we forgyfað urum gyltendum

: and ne gelæd þu us on costnunge

: ac alys us of yfele soþlice.

:: (Corpus Christi College MS 140, ed. Liuzza (1994))

== იხილეთ აგრეთვე ==

* [[ანგლისტიკა]]
* [[ინგლისური ენა|ინგლისური ენა]]

== ლიტერატურა ==