ქაიხოსრო II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 29:
}}
 
[['''ქაიხოსრო II]]''' ''ჯაყელი'' (დ. [[1522]] — გ. [[1573]]), [[სამცხე-საათაბაგო]]ს [[ათაბაგი]], [[ყვარყვარე III ჯაყელი|ყვარყვარე III-ის]] ძე. ათაბაგად დასვეს თურქებმა [[სოხოისტის ბრძოლა 1545|სოხოისტის ბრძოლაში]] გამარჯვების შემდეგ, როდესაც ისინი სამცხე-საათაბაგოს დიდ ნაწილს დაეუფლნენ. ქართლისა და იმერეთის მეფეები ათაბაგის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. ქაიხოსრო II ცდილობდა [[სპარსეთი|სპარსეთ]]-[[ოსმალეთი|ოსმალეთთან]] ურთიერთობა გამოეყენებინა ჩამოჭრილი ტერიტორიები ([[ჯავახეთი]], [[ჭანეთი]], [[აჭარა]]) დასაბრუნებლად. ამ დროს ჯავახეთი ქართლის სამეფოს ჰქონდა მიერთებული. ქაიხოსრო II-მ ირანის შაჰს სთხოვა დახმარებოდა ჯავახეთის შემოერთებაში. [[1547]], სპარსეთ-ოსმალეთის ომის განახლებისთანავე, შაჰ-თამაზი ჯავახეთში შეიჭრა და დაარბია. [[1549]] კი თურქებმა 25 ციხე დაიპყრეს. ქართლის მეფე [[ლუარსაბ I]] ებრძოდა მათ და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს ათავისუფლებდა. [[1551]] ქაიხოსრო II-მ კვლავ სთხოვა დახმარება [[შაჰ-თამაზი|შაჰ-თამაზს]]. შაჰმა ქვეყანა აიკლო და ეკლესია-მონასტრები გაძარცვა. [[1555]] ამასიის ზავით ოსმალებმა და სპარსელებმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. ქაიხოსრო II ირანისათვის მიკუთვნებულ ნაწილში დარჩა. შემდეგ, როცაროდესაც ოსმალებმა დაპყრობილი ტერიტორიების ათვისება დაიწყეს, ქაიხოსრო II შაჰ-თამაზს ეწვია ყაზვინში და დახმარების მოლოდინში იქვე გარდაიცვალა.
==ლიტერატურა==
*''ლომსაძე შ.'', ქსე, ტ. 10, გვ. 443-444, თბ., 1986
ხაზი 37:
 
{{სამცხის ათაბაგები}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:სამცხე-საათაბაგოს ათაბაგები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1522]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1573]]
[[კატეგორია:ჯაყელები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქაიხოსრო_II“-დან