ალანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
ხაზი 1:
[[სურათი: Alani map.jpg|მინი|400პქ|ალანთა მიგრაციის რუკა.
ყვითლად აღნიშნულია ალანთა განსახლების ადგილები IV საუკუნეში, ხალხთა დიდ გადასახლებამდე და მას შემდეგ; წითელი ისრები – მიგრაციები,ნარინჯისფერი - სამხედრო ლაშქრობები ]]
'''ალანები''' (ძვ-[[ბერძნული ენა|ბერძნ]]. Ἀλανοί, [[ლათინური ენა|ლათ]]. Alani, Halani, [[ირანული ენები|ირან]]. Aryāna–დან - «[[არიელები|არიული]]", "კეთილშობილური») — მომთაბარე ირანული ტომები [[სკვითები|სკვითო]]-სარმატული წარმოშობით, წერილობით წყაროებში მოიხსენიებიან ახ. წ. [[I საუკუნე]]ში.
 
ალანების ნაწილმა [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] ბოლოდან, მიიღო მონაწილეობა [[ხალხთა დიდი გადასახლება|ხალხთა დიდ გადასახლებაში]], როცაროდესაც იმ დროს, როგორც დარჩენილები გადავიდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე, კავკასიის მთისწინეთში. რაც ალანთა ტომური კავშირის და ადგილობრივი კავკასიური ტომების გაერთიანების საფუძველი გახდა, ცნობილი როგორც [[ალანია]], ცენტრალურ წინაკავკასიაში ადრეულ ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება [[თათრები|თათარ]]–[[მონღოლები|მონღოლთა]] შემოსევებამდე. [[IV საუკუნე|IV საუკუნისთვის]] [[გოთები|გოთებში]] ინტეგრირებული ევროპელ ალანთა გარდა, ცნობილია ალანთა 5 დამოუკიდებელი მსხვილი ჯგუფი: [[ბასილები]] (ბარსილები, მასკუტები), [[მასაგეტები]], [[თერგის ალანები]], [[ტანაიტები]] და [[ყირიმის ალანები]] (ტავროსკვითები). [[ჩრდილო კავკასია|ჩრდილოკავკასია]]ში [[V საუკუნე]]ში ცხოვრობდა 4 ალანური გაერთიანება. კავკასიური ალანების 4 მსხვილ ჯგუფად დაყოფა დაფიქსირებული აქვს [[იბნ-რუსტე]]ს 5-6 საუკუნით გვიან.
 
ალანებს [[კავკასია]]ში ადგილობრივი [[ყობანური კულტურა]] დახვდათ. ალანებმა დაიპყრეს ისინი (დაპყრობილებს თავის სახელს არქმევდნენ და ენას ასწავლიდნენ). დამპყრობლები დაპრყობილებთან შედარებით მცირერიცხოვანნი იყვნენ – ამის შედეგია, რომ [[ოსები|ოსებში]] კავკასიური გენეტიკა და კულტურა უფრო სჭარბობს, ვიდრე არიული, ხოლო ენაში ჩრდილოირანული და კავკასიური ელემენტები თანაბრადაა წარმოდგენილი. [[378]] წელს [[ჰუნები|ჰუნებმა]] დაამარცხეს ალანები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი [[ევროპა]]ში გაიყოლეს, სადაც მათ დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყეს. ისინი შევიდნენ [[ვესტგუთები|ვესტ-გუთები]]ს გერმანულ კავშირში და სხვებთან ერთად [[410]] წელს აიღეს [[რომი]], საიდანაც გადავიდნენ სამხრეთ [[გალია]]ში. აქ ისინი გამოეყვნენ ვესტგუთებს, დადეს ხელშეკრულება [[რომაელები|რომაელებთან]] და ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს [[415]] წლიდან [[439]] წლამდე. მათ მეფეს [[სამბიდი]] ერქვა. [[457]] წელს ახალი მეფე [[ბეორგორი]] რომაელებთან ერთად დამარცხდა [[ვანდალები|ვანდალებთან]] ბრძოლაში [[ესპანეთი|ესპანეთში]]. ბეორგორი ლაშქრავდა ჩრდილო [[იტალია]]ს, სანამ არ დაიღუპა ქ. [[ბერგამო]]სთან [[464]] წელს. ალანთა მეორე ნაწილი შეურთდა ვანდალებს [[406]] წელს, გადავიდნენ გალიაში და იქ გაიყვნენ. ნაწილი ისევ გადავიდა რომაელთა სამსახურში და [[გოარამი]]ს მეთაურობით დაფუძნდა მდინარეებს [[ლუარა (მდინარე)|ლუარა]]სა და [[სენა (მდინარე)|სენა]]ს შორის. აქ უკვე იყო მრავალრიცხოვანი სარმატული კოლონიები და ალანების მოსვლის შემდეგ დაარსდა [[ჩრდილო-ალანური სამეფო]] [[442]] წელს, რომლის დედაქალაქი იყო [[ორლეანი]]. [[450]] წელს გოარამი მოკვდა და მეფე [[სანგიბანი]] გახდა, რომლის მეთაურობის ქვეშაც ალანები მონაწილეობდნენ რომაელების ჰუნებთან გადამწყვეტ ბრძოლში [[კატალაუნის ბრძოლა]]ში [[451]] წლის 15 ივნისს. ალანთა ამ ნაწილის მეორე ნახევარი ვანდალებს შეურთდნენ და [[ჰაიზერიხი]]ს მეთაურობით ერთად გადავიდნენ ჩრდილო [[აფრიკა]]ში. აქ ვანდალ-ალანების სახელწმიფომ იარსება [[533]] წლამდე და შემდეგ [[ბიზანტია]]მ გაანადგურა. ადგილზე დარჩენილი ალანების მთავარი საცხოვრებელი ადგილი კავკასია დარჩა მას შემდეგ, რაც ალანური სტეპები დაიპყრეს [[თურქები|თურქებმა]], შემდეგ კი [[ხაზარები|ხაზარებმა]] [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შემდეგ. VI – [[XI საუკუნე]]ებში ალანები გამუდმებით იბრძობდნენ ხაზარების და [[არაბები]]ს წინააღმდეგ. ალანიის მეფეებს ჰქონდათ ნათესაური კავშირები ბიზანტიელ, ქართველ, სომეხ და ხაზრ მეფეებთან, ალანიის დედაქალაქი იყო [[მაგასი]]. [[ქრისტიანობა]] ალანებმა [[X საუკუნე|X საუკუნის]] დასაწყისში მიიღეს. ჩრდილოეთით ჰქონდათ გუმბათოვანი ეკლესიები, ხოლო სამხრეთ მთიანეთში, ქართველების გავლენით, ბიზანტიურ-კანონიკური.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალანები“-დან