დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
}}
 
'''დავით X''' (გ. [[1526]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1505]]-[[1525]], [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II-ის]] ძე.
 
მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, [[1509]] აგვისტოში იმერეთის მეფემ [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II-მ]] დაიპყრო [[გორი|ქ. გორი]] და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ [[1510]] დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგი II]] (ავგიორგი). [[1513]], როცაროდესაც ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი [[ლევანი]] მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. [[1518]] ქართლს ირანელები შემოესიენ [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ I-ის]] მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო [[კახეთი]]. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. [[1522]] დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ [[თელეთის ბრძოლა 1522|თელეთის ბრძოლაში]] დამარცხდა. თბილისის ციხეში [[ყიზილბაშები]] ჩადგნენ. [[1524]], ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ [[თბილისი]] აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. [[1525]] ტახტი თავის ძმას — [[გიორგი IX|გიორგის]] გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.
 
==ლიტერატურა==
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1526]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]]
 
{{Link GA|fr}}
49,737

რედაქტირება