აცტეკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მიყავდა → მიჰყავდა using AWB
clean up, replaced: როცა → როდესაც (5) using AWB
ხაზი 46:
 
== ესპანელთა მიერ დაპყრობა ==
ხანდაზმული ესპანელი ჯარისკაცი იგონებდა 1519 წლის იმ დღეს, როცაროდესაც მან პირველად იხილა აცტეკების ბელადის – [[მონტესუმა]]ს (აცტეკურად მოტეკუხომას) უმშვენიერესი ბაღები: {{ციტატა|"ჩვენ შევედით ბაღში, რომელიც გასაოცარ სანახაობას წარმოადგენდა. მე განუწყვეტლივ თვალში მხვდებოდა მრავალგვარი ჯიშის ხეები და ვისუნთქავდი სხვასასხვა სურნელებს, რომლებსაც ეს ხეები აფრქვევდა. ბილიკების გასწვრივ, ყვაოდა ვარდები და სხვა ყვავილები. იქვე იყო ტბორი ცივი წყლით. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა და მორთული იყო არაჩვეულებრივი სილამაზის ქვის ჩუქურთმებითა და მოხატულობებით. იქ უამრავი ფრინველიც იყო, სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის, რომლებიც ტბორზე მოფრინდნენ. მე არ მჯეროდა, რომ მსოფლიოში კიდევ შეიძლებოდა სხვა, მსგავსი ადგილის ნახვა. ახლა ყველაფერი ნანგრევებადაა ქცეული, განადგურებულია და თითქმის აღარაფერია მთელად შემორჩენილი”}} – გულისტკივილითა და ნოსტალგიის გრძნობით წერდა [[ბერნალ დიას დელ კასტილიო]], ვეტერანი, რომელიც მექსიკის დაპყრობაში მონაწილეობდა.
 
1519 წელს, აცტეკური კალენდრით [[ლერწამი]]ს პირველი წლისათვის, [[ტესკოკოს ტბა]] და მისი შემოგარენი დაფარული იყო დიდებული სასახლეებით, შესანიშნავი ტაძრებით, დიდებულთა სასახლეებითა სა საზოგადოებრივი მოედნებით. მათ ირგვლივ განლაგებული იყო ხელოსანთა, ვაჭრებისა და გლეხების საცხოვრებელი სახლები. [[ტენოჩტიტლანი]], რომელშიც იმ დროისათვის 200 000 კაცი ცხოვრობდა, წარმოადგენდა უზარმაზარი სახელმწიფოს ცენტრს, რომელშიც უმოწყალოდ მბრძანებლობდნენ აცტეკები. დამონებული ხალხებისგან ისინი ითხოვდნენ [[ოქრო]]სა და ვერცხლს. , ძვირფას ქვებს, ცხოველთა ტყავს, სურსათს და ა.შ. აცტეკები, დაპყრობილი ხალხებისგან ყოველ წელიწადს მოითხოვდნენ ადამიანებს, რომლებსაც მსხვერპლად სწირავდნენ წვიმის ღმერთს – [[ტლალოკი|ტლალოკს]] და ომის ღმერთს -[[უიცილოპოჩტლი]]ს.
ხაზი 53:
იყვნნენ რა სოციალურად ერთგვაროვანნი, ფლობდნენ რა სამხედრო ხელოვნებას და შეეძლოთ რა სხვისი კულტურების ადვილად ათვისება, აცტეკებმა სწრაფად შეძლეს ისეთი ცივილიზაციის შექმნა, რომელიც ათასი წლით ადრე ყვაოდა [[მესოპოტამია]]სა და [[ეგვიპტე]]ში.
 
მაგრამ, ეს [[ცივილიზაცია]] დასაღუპად იყო განწირული. როცაროდესაც 1519 წლის თებერვალში [[ერნან კორტესი|კორტესმა]] დატოვა [[კუბა]], სადაც მან რვა წელი გაატარა, აცტეკების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. [[დიეგო ველასკესი|დიეგო ველასკესმა]], კუბის გენერალ-გუბერნატორმა, კორტესი დანიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელად, რომელსაც უნდა მოეძებნა ახალი მიწები ესპანეთის მონებითა და ძვირფასი ლითონებით მომარაგებისათვის. კორტესმა ჩაუარა [[იუკატანის ნახევარკუნძული]]ს სანაპიროებს და მიადგა [[ვერაკრუსი|ვერაკრუსს]], სადაც მან გაიგო [[მონტესუმა]]ს ზღაპრული სიმდიდრის ამბავი. მონტესუმამ ელჩები მიუგზავნა ესპანელებს და ზღაპრულ საჩუქრებს სთავაზობდა. ამან აიძულა კორტესი, რომ 400 ჯარისკაცის თანხლებით დაეტოვებინა [[კარიბის ზღვა|კარიბის ზღვის]] ტროპიკული სანაპირო და წასულიყო ქვეყნის შიდა რაიონების დასალაშქრად. აქ მან აიღო ქალაქი [[ტლაშკალი]], რომლის მეომრებიც დათანხმდნენ კორტესს, რომ მისთვის მეგზურობა გაეწიათ აცტეკების ქვეყანაში.
კორტესი ინფორმაციას ღებულობდა ორი თარჯიმნისგან – ინდიელი ქალისგან, რომელსაც სახელად [[მალინცინი]] ერქვა, ესპანელებმა კი ის მარინად მონათლეს და ესპანელი [[ხერონიმო დე აგილიარი]]სგან, რომლის ხომალდმაც [[იუკატანი]]ს სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა. კორტესს მარინა ერგო როგორც სამხედრო ნადავლი, ინდიელებთან ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ.
 
ხაზი 82:
ღვთაების განსახიერებად ითვლებოდა ახალგაზრდა [[მამაკაცი]], რომელსაც ყოველ წელიწადს ირჩევდნენ იმისთვის, რომ მას განესახიერებინა [[ტესკატლიპოკა]], აცტეკური [[პანთეონი]]ს მამამთავარი. ერთი წლის მანძილზე, ღვთიურ ტანსაცმელში გამოწყობილს, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, შემდეგ კი მსხვერპლად სწირავდნენ და დაუყოვნებლივ ირჩევდნენ ახალს.
 
აცტეკების ერთ-ერთ მითში მოთხრობილია, თუ როგორ იძია შური უიცილოპოჩტლიმ თავის დაზე – მთვარის ქალღმერთ [[კოილშაუკა]]ზე. მათმა დედამ, [[კოეტლიკუე]]მ, მათ გარდა კიდევ 400 [[ვარსკვლავი]] შვა, რის შემდეგაც ტაძარში წავიდა. ერთხელ, როცაროდესაც იგი წმინდა მთაზე ტაძარს ალაგებდა, მასთან მოფრინდა [[ბუმბული]]ს ქულა და იგი დააფეხმძიმა. შვილები სასტიკად გაბრაზდნენ, რადგან ჩათვალეს, რომ დედამ პირობა დაარღვია. კოლიშაუკამ გააერთიანა ისინი და გადაწყვიტეს დედის მოკვლა. მაგრამ ერთ-ერთი შვილთაგანი გაიქცა და აცნობა ჯერ კიდევ [[საშვილოსნო]]ში მყოფ უიცილოპოჩტლის დანარჩერნი შვილების განზრახვის შესახებ. როცაროდესაც შვილები დედის მოსაკლავად მივიდნენ, მზის ღმერთი სრული აღჭურვილობით გამოვარდა საშვილოსნოდან და ნაკუწებად აქცია შურის მაძილებლი და მანამ, ვიდრე სხვებსადც დაერეოდა. დის სხეულის ნაწილები თავის გარდა, მან წმინდა ფერდობზე მიმოფანტა. [[მითი]] მხატვრულად გვიხატავს დღის სინათლის გამარჯვებას [[მთვარე]]სა და ვარსკვლავებზე. ნაპოვნ ქვაზე არა მარტო ეს მითია აღბეჭდილი. როგორც ჩანს, ქვა იდო კიბის დასაწყისში, რომელზედაც მსხვერპლადშეწირულებს ყრიდნენ.
წვიმის ღმერთს, [[ტლალოკი|ტლალოკს]], ბავშვებს სწირავდნენ, რომლებსაც მშობლებისგან ყიდულობდნენ. შემონახულია აცტეკური დამწერლობის ნიმუშები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ეძებდნენ ოქროსქოჩრიან და განსაზღვრულ დღეს დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით ძვირად ფასობდნენ.
ხაზი 108:
ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრება შრომაში მიმდინარეობდა. ქალები მთელი დღის განმავლობაში რთავდნენ და ქსოვდნენ, ფქვავდნენ მარცვლეულს. მამაკაცები ამზადებდნენ ქოთნებს, გამოყავდათ ტყავი, ამუშავებდნენ ხეს, აშენებდნენ, თლიდნენ ქვის ბლოკებს.
 
[[ელიტა]] მორთული იყო სამკაულებით, ბეჭდებით, ნიჟარებით. ატარებდნენ მრგვალ, დისკოსმსგავს საყურეებს, ცხვირზე ოქროს პეპლებს იმაგრებდნენ. ყოველი ამ ლამაზი ნივთის დასამზადებლად ოსტატები იყენებდნენ ცვილის მოდელის ჩამოსხმის წესს. თიხის მოდელს ფარავდნენ [[ცვილი]]თ, შემდეგ ისევ თიხით, რათა მიეროთ ჩამოსასხმელი ფორმა. როცაროდესაც ფორმა გამოშრებოდა, მას აცხელებდნენ, ცვილი დნებოდა და გარეთ გამოდიოდა. მის ნაცვლად კი გამდნარ ლითონს ასხამდნენ. გაცივების შემდეგ, ფორმას ამსხვრევდნენ.
 
[[მეხიკო]]ს დაბლობის მმართველები და დიდებულები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავაინთ ხელოსნების ოსტატობაში, რომლებიც პროფესიულ გაერთიანებებში შედიოდნენ. ეს გაერთიანებები ხელოსნებს გარკვეულ საზღაურს აძლევდნენ. ოსტატები ცხოვრობდნენ დედაქალაქის განაკუთრებულ რაიონში, სადაც ისინი იმპერიის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყავდათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აცტეკები“-დან