მითანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 45 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q178665
clean up, replaced: როცა → როდესაც (6) using AWB
ხაზი 24:
ჩრდილოეთ შუამდინარეთი დასახლებული იყო უძველესი ხანიდან. გაურკვეველია იმ ტომთა ეთნიკური ვინაობა, რომლებიც აქ ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე ცხოვრობდნენ. წერილობითი წყაროების მიხედვით, [[ხურიტული ენა|ხურიტულ ენაზე]] მოლაპარაკე ტომები აქ ჩნდებიან მხოლოდ III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. ამის გამო უმეტესად ვარაუდობენ, რომ ხურიტული ტომები არ იყვნენ ზემო მესოპოტამიის ძველისძველი ბინადარნი, რომ ისინი აქ უნდა გადმოსახლებულიყვნენ აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიიდან ([[ზაგროსის მთიანეთი]]დან) ან [[ვანის ტბა|ვანის ტბის]] ირგვლივ განლაგებული ოლქებიდან, ანდა ჩრდილოეთიდან. ზოგჯერ იმასაც ვარაუდობენ, რომ ხურიტები ზემო მესოპოტამიის, [[სომხეთის ზეგანი|სომხეთის ზეგნისა]] და ჩრდილოეთ [[სირია|სირიის]] ადგილობრივი მცხოვრებნი იყვნენ.
 
უკვე ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ხურიული ეთნიკური ელემენტის გავრცელება ჩრდილოეთ შუამდინარეთიდან [[წინა აზია|წინა აზიის]] სხვადასხვა ქვეყანაში. ამ დროისათვის ხურიტული ელემენტი აშკარად ჩანს სამხრეთ შუამდინარეთში. II ათასწლეულის დასაწყისიდან ხურიტები თანდათან ფეხს იკიდებენ ევფრატის დასავლეთით მდებარე ოლქებში, კერძოდ, ჩრდილოეთ სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ანატოლია]]ში (ქიზუვათნა). ხურიტული ეთნიკური ელემენტი არსებობდა II ათასწლეულის დასაწყისის [[კაბადოკია]]შიც, როცაროდესაც აქ დიდი საერთაშორისო ვაჭრობა იყო გაჩაღებული. საკმაოდ ძლიერი ხურიტული ეთნიკური ელემენტი იყო [[ალალახი]]ს ქალაქ-სახელმწიფოსა და [[ხეთების სამეფო|ხეთების]] სამეფოებში ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან. ამავე ხანებში ხურიტები მომძლავრებული იყვნენ ნუზიში და არაფხაში. ჩრდილოეთ სირიის მიმართულებით ხურიტულ ტომთა მოძრაობას უკავშირებენ [[ჰიქსოსები]]ს შეჭრას [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტეში]]. ეს თითქოს უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც ხურიტებმა შეავიწროვეს დასავლურ-სემიტური (ამორეული) წარმოშობის ტომები, რომლებიც ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ ტერიტორიაზე ბინადრობნენ.
 
როგორც ჩანს, ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში მითანის ტერიტორიაზე შეიჭრა უმნიშვნელო არიული ეთნიკური ელემენტი, რომელმაც მითანის სამეფოს ძლიერების დროისათვის (1450-1350 წწ.) განიცადა ხურიზაცია (არიული ეთნიკური ჯგუფის კვალი შემორჩა ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ სპეციალურ ტერმინებში). II ათასწლეულის დასასრულიდან იწყება ამორეველ ტომთა შეჭრა ხურიტების ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია მათი გასემიტება. I ათასწლეულის დასაწყისში ხურიტული ელემენტი შემორჩენილი უნდა ყოფილიყო ამავე ტერიტორიაზე წარმოქმნილ [[გუზანას სამეფო]]ში, რომელიც ძირითადად არამეელებით იყო დასახლებული. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება „მითანი“ („მაითენი“) შემორჩა [[ჰეროდოტე]]ს მიერ ნახსენებ „მატიენთა“ ტომის სახელში.
ხაზი 39:
==== ბრძოლა ხეთებთან ====
 
[[ხეთების სამეფო|ხეთების ძველი სამეფოს]] წარმოქმნამ შეაფერხა ხურიტების პოლიტიკური ექსპანსია დასავლეთის მიმართულებით. ამ დროიდან ხურიტები იბრძოდნენ არა მარტო ხეთების სამეფოს აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში, არამედ ისინი არაერთხელ შეიჭრნენ თვით ხეთების ქვეყანაში და მიწასთან გაასწორეს ხეთების დასახლებული პუნქტები. ერთ-ერთი ასეთი დიდი შემოსევა მოხდა [[ხათუსილი I|ხათუსილი I-ის]] დროს (ძვ. წ. XVII საუკუნის მეორე ნახევარი), როცაროდესაც ხურიტებმა დალაშქრეს ხეთების თითქმის მთელი აღმოსავლეთი მხარე. ხურიტების შემოსევას გადაურჩა მხოლოდ ხათუსა, რომელიც ხათუსილიმ თავის რეზიდენციად გადააქცია.
 
ხურიტებს დიდი ბრძოლა გადახდათ [[მურსილი I|მურსილი I-თან]], რომელმაც დაამხო [[ხალიფას სამეფო|ხალიფას (იამხადის) სამეფო]] და დაანგრია ქ. [[ბაბილონი]] ([[ძვ. წ. 1595]] წ.). მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამარცხდნენ მურსილისთან ბრძოლაში, მათ ახალი ძალით შეუტიეს ხათის ქვეყანას [[ხანთილი I|ხანთილი I-ის]] მეფობის დროს (ძვ. წ. XVI საუკუნის პირველი ნახევარი), როცაროდესაც ხურიტებმა ააოხრეს ხათის ტერიტორია, ხოლო დედოფალი ხარაფსილი შვილებითურთ მოიტაცეს და ქ. [[სუქცია]]ში ყველანი სიკვდილით დასაჯეს.
 
მართალია, ხურიტ ტომთა შემოტევებს ხეთები წარმატებით იგერიებდნენ ძველი სამეფოს ხანაში, მაგრამ ხურიტების განდევნა [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონებიდან ხეთებმა მაინც ვერ მოახერხეს, ისევე როგორც მათ ვერ შეძლეს საკუთრივ „ხურიტთა ქვეყანაში“ ლაშქრობა.
ხაზი 55:
მითანმა დიდი წარმატებები მოიპოვა საგარეო პოლიტიკაში [[საუშშათარი]]ს (საუშსათათარის, საუშთათარის) მმართველობის ხანაში (დაახ. 1495-1470 წწ.). მითანის ეს მბრძანებელი თანამედროვე იყო ეგვიპტის ფარაონების [[თუტმოს III|თუტმოს III-სა]] და [[ამენჰოტეპ II|ამენჰოტეპ II-ისა]]. მისი მმართველობისას, მითანი კონტროლს უწევდა არა მარტო ჩრდილოეთ სირიის სამთავროებს (ხალაფს, ქარხემიშს, ალალახს), არამედ შუა სირიის ქალაქ-სახელმწიფოებსაც: ნუხაშეს, კატნასა და სხვებს.
 
მითანის ასეთმა წარმატებებმა ევფრატის დასავლეთ მხარეში დააჩქარა ეგვიპტის გამოჩენა ჩრდილოეთ სირიაში. ფარაონ თუტმოს III-მ, რომელმაც სირია-პალესტინაში რამდენჯერმე ლაშქრობის შემდეგ ეგვიპტის პოლიტიკურ გავლენაში მოაქცია მთელი სამხრეთი და შუა სირიის სამთავროები, თავისი მეფობის ბოლო წლებში ჩრდილოეთ სირიის მთავარ რაიონს – ხალაფსაც მიაღწია. სამეფო ქალაქის აღების შემდეგ თუტმოსი ქარქემიშთან შეებრძოლო მითანის რაზმებს, რომლებიც დამარცხდნენ, და მიაღწია ევფრატს. ვარაუდობენ, რომ ფარაონმა ვერ შეძლო ევფრატის მარცხენა მხარეში გალაშქრება საუშშათარის მძაფრი წინააღმდეგობის გამო. თუტმოს III-მ მითანელთა რაზმები დაამარცხა აგრეთვე მოგვიანებითაც, როცაროდესაც მან ქადეში აიღო, ეგვიპტელებმა ხელთ იგდეს 700-მდე მითანელი მეომარი და 150-მდე ცხენი, რაც დიდად ფასობდა იმდროინდელ წინა აზიაში.
 
=== საუშშათარის ლაშქრობები ===
ხაზი 72:
მითანისა და ეგვიპტის ურთიერთობაში ასეთი მკვეთრი შემობრუნება გამოწვეული იყო ხეთების კვლავ გამოჩენით ჩრდილოეთ სირიაში. [[ხათი]]ს მეფე [[თუთხალია II|თუთხალია II-მ]] [[ხალაფი|ხალაფში]] ილაშქრა, გაანადგურა იგი ხოლო შემდეგ მითანიც დაამარცხა. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეგვიპტეს და მითანის გაუჩნდათ ერთი საერთო მეტოქე – ხათი, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში თავისი ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა, ამიტომ, ამ ორმა სახელმწიფომ ამჯობინა გაერთიანება ხეთების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა სინამდვილეში ხათი ჯერ კიდევ არ იყო მომძლავრებული. სწორედ ამას მოჰყვა დინასტიური კავშირი ამ ორ ყოფილ მეტოქეს შორის: [[ართათამა I|ართამამამ]] ერთ-ერთი თავისი ქალიშვილი მეუღლედ გაუგზავნა [[თუტმოს IV|თუტმოს IV-ს]].
 
მითანის სამეფოს შემდეგი მმართველის – [[შუთარნა II|შუთარნა II-ის]] – დროს (ეს უკანასკნელი [[ამენჰოტეპ III|ამენჰოტეპ III-ის]] თანამედროვე იყო) მითანის ბატონობა ჩრდილოეთ სირიაში არ შესუსტებულა, რადგან ხეთების ლაშქრობამ ხალაფში ვერ აღადგინა ხათის ძველი პოზიციები. ასურეთი და მისი მეზობელი რაიონები ძველებურად მითანის სამეფოს მორჩილი იყვნენ. ეგვიპტესთან კი კვლავაც გრძელდებოდა მეგობრული პოლიტიკა, რისი დადასტურებაც იყო ამენჰოტეპ III-ის მიერ შუთარნას ქალიშვილის – გილუ-ხეფას (მითანის მომავალი მეფის – [[თუშრათა]]ს დის) – ცოლად შერთვა, ხოლო როცაროდესაც ეს ფარაონი ავად გახდა, მითანისაგან მან მიიღო ნინევიის ქალღმერთ [[იშთარი]]ს ქანდაკება, რომელსაც უნდა განეკურნა ამენჰოტეპ III. ფარაონისა და გილუ-ხეფას ქორწინების აღსანიშნავად დამზადებული იყო სპეციალური წარწერა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ამ ქორწინების დროს დედოფალს თან ხლებია სამასზე მეტი სეფე-ქალისაგან შემდგარი ამალა.
 
ეგვიპტე ერთგულ მეგობრად მიაჩნდა თუშრათასაც. როცაროდესაც ამენჰოტეპ III კვლავ ავად გახდა მეფობის ბოლო წლებში, თუშრათამ (ისევე როგორც შუთარნა II-მ) მას განსაკურნავად ნინევიელი იშთარის გამოსახულება გაუგზავნა. უფრო ადრე ფარაონს გაუგზავნა თავისი ქალიშვილი თადუ-ხეფა, რომელიც ამენჰოტეპ III-ის გარდაცვალების შემდეგ [[ამენჰოტეპ IV|ამენჰოტეპ IV-ის]] (ეხნატონის) მეუღლეც გახდა. ამ ხანებს განეკუთვნება თუშრათას ცნობილი წერილი ამენჰოტეპ III-სადმი, რაც ეგვიპტე-მითანის მეგობრობის ახალი დადასტურება იყო. ამ წერილიდან ვგებულობთ, რომ მითანი უკვე ჩაება ხეთების მიერ წამოწყებულ ბრძოლაში, რომელიც სირიის სამთავროების დამორჩილებისაკენ იყო მიმართული. ამდენად, მითანი იცავდა ეგვიპტის ინტერესებსაც სირიაში, სადაც ამენჰოტეპ III-ს არ შეეძლო იარაღით დაეცვა თავისი სამფლობელოები ეგვიპტის სამხედრო ძლიერების დაცემის გამო. სამაგიეროდ, თუშრათა სთხოვდა ფარაონს დახმარებოდა მას ოქროთი, რომელიც თითქოს ეგვიპტეში ისე უხვად იყო, როგორც ქვიშა.
 
=== ხათის გააქტიურება ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითანი“-დან