მარტყოფის ღვთაების მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB
(clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB)
[[ფაილი:Gvtaebis kompleqsi.jpg|thumb|350px|ღვთაების მონასტერი]]
'''[[მარტყოფი|მარტყოფის]] ღვთაების მონასტერი''' მდებარეობს სოფ. მარტყოფის ([[გარდაბანი|გარდაბნის]] რაიონი) მახლობლად, [[თბილისი|თბილისიდან]] აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ [[იალნოს ქედი|იალნოს ქედზე]].
'''ღვთაების მონასტერი''' დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა [[ანტონ მარტყოფელი]]ს მიერ [[VI საუკუნე]]ში.
 
ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს [[პლატონ იოსელიანი|პალტონ იოსელიანსაც]].
მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
 
XI ს., როცაროდესაც [[კვირიკე III]] კახთა მეფემ [[კახეთის სამეფო]] საერისთავოებად დაყო, [[მარტყოფი]] [[რუსთავი|რუსთავში]] მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა, ეკლესიურად კი [[რუსთველი ეპისკოპოსი]]ს სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როცაროდესაც [[ოქროს ურდო]]ს მბრძანებლის [[ბერქა]] ყაენის ლაშქრობას ქალაქი [[რუსთავი]]ც შეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან სწორედ [[მარტყოფი|მარტყოფში]] გადმოვიდა.
 
ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა [[თემურ ლენგი]]ს 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული [[მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი]], რომელიც [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტყოფელმა]] [[ედესა|ედესიდან]] ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი.
 
XV ს. [[საქართველო]]ს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კახეთის მეფე [[გიორგი I]]-მა (1466-1476 წწ)ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ დაყო. მათ სათავეში კი არა ერისთავები, არამედ ეპისკოპოსები ჩააყენა. მათ შორის მეოთხე სადროშოს და იმავე დროს ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად დანიშნულ იქნა რუსთველი ეპისკოპოსი, რომლის სასპასპეტოში შედიოდა გარე-კახეთი [[ქიზიყი|ქიზიყამდე]] და მარტყოფ-საგურამო, რეზიდენცია კი მარტყოფის მონასტერში იყო. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული იყო ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი [[წმინდა გიორგი]]. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. მარტყოფის მონასტრის მნიშვნელობა განისაზღვრებოდა მისი მდებარეობით, რომელიც თავდაცვისათვის ხელსაყრელ ადგილს გულისხმობდა.
XVIII ს. დასაწყისში ერთხანს მარტყოფის მონასტერს აფარებდა თავს თურქთა ტყვეობიდან გაქცეული კახეთის მეფე [[კონსტანტინე II]] [[მაჰმად-ყული ხანი]]. ამის გამო იყო, რომ 1723 წ. [[თურქები|თურქებმა]] მარტყოფი დალაშქრეს, მოსახლეობა დაარბიეს, ტაძარი დაარბიეს და ხატები შემუსრეს.
ამავე XVIII ს. დასაწყისში კახეთის გამგებლის [[დავით II]] [[(იმამ-ყული ხანი)]]-ს ბრძანებით ღვთაების მონასტრისთვის უფლება მიუციათ [[პატარძეული]]დან მარტყოფამდის სამღებროები აეშენებინა, რაც მეცნიერთა აზრით იგივე საბაჟო უნდა ყოფილიყო.
 
მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობა შეწყვიტა [[1752]] წელს ლეკთა თავდასხმის გამო.
 
საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა ღვთაების მონასტერმა XIX ს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა. 1811 წლისთვის [[რუსთავი]]ს საეპისკოპოსო სამწყსო მხოლოდ 8 სოფელსა და ერთ თავადს მოითვლიდა. [[რუსეთი]]ს მიერ [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ [[რუსთავი]]ს ეპარქიაც გაუქმდა.
==არქიტექტურული ანსამბლი==
 
მონასტერი, რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]]. ის ამბობს, რომ მონასტერი არის „მსგავსი ციხისაო“. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8მ. სიგანე კი 2მ. უდრიდა. [[1752]] წელს იგი დაუნგრევიათ [[ლეკები|ლეკთა]] მარბიელ რაზმებს. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი.
 
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია ,,ხელთუქმნელი ხატის'' გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა.დღეს მის ადგილას უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. XIX ს. 40-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია, რომელიც იმავე პერიოდში საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით აღდგენილ იქნა და რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან მოხატურლი. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტყოფლის]] საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.
 
ტაძრის აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფასადში ჩადგმული წარწერის თანახმად, 1629 წ. აუგია კალატოს ახვერდას. სამრეკლო XVII ს. [[ნინოწმინდა|ნინოწმინდის]], [[ურბნისი]]ს და [[ანჩისხატი]]ს სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა.
მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე დგას მამა ანტონის სვეტი, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. სწორედ აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.
 
ჟამთა მსვლელობაში მონასტერმა მრავალი ცვლილება განიცადა. პირველად ის IX საუკუნეში შეაკეთეს. ნიშანდობლივია, რომ კოშკი ამის შემდეგ აღარ შეკეთებულა. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე მონასტერი საფუძვლიანად შეკეთებულა. 1848-1855 წწ. ნორიოს მამასახლისის ივანე არჯევანიძის თაოსნობით (რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“) სამონასტრო კომპლექსში კიდევ ერთი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ ამ დროს შესრულდა ტროშინსკის მიერ ახალი მხატვრობაც. ამავე წლებში [[ნორიო]]დან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ.
 
==ლიტერატურა==
 
http://www.orthodoxy.ge/restavratsia/martkopi/martkopi.htm
 
 
[[კატეგორია:კახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
49,737

რედაქტირება