მუშქები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მ clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Map of Colchis, Iberia, Albania, and the neighbouring countries ca 1770.jpg|მინი|300პქ|ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთბული რუკა, სადაც მუშქები კოლხეთიდან მარცხნივ არიან განთავსებული, [[ლონდონი]], [[1770]]]]
'''მუშქები''' — [[ძვ. წ. XII საუკუნე|ძვ. წ. XII]]-[[ძვ. წ. VII საუკუნე|VII საუკუნეებში]] [[ასურული ენა|ასურულ]], [[ხეთური ენა|ხეთურ-იეროგლიფურ]] და [[ურარტული ენა|ურარტულ]] წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ [[მცირე აზია|მცირე აზიის]] აღმოსავლეთ პერიფერიაზე, [[ხათი]]ს, [[ხალიტუ]]ს, [[თაბალი]]სა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ [[ძვ. წ. XII საუკუნე|ძვ. წ. XII საუკუნის]] დასასრულს,
როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), [[ასურეთი]]სა და [[ურარტუ]]ს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძველი ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს [[მესხები|მესხებს]]). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძველ აღმოსავლურ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.
მუშქური ენა დღეისათვის უცნობია, შემორჩენილი ორიოდე საკუთარი სახელის (მუშქი და მითა) მიხედვით ძნელია მუშქების ენაზე მსჯელობა. მუშქების სავარაუდო ტერიტორიაზე ნაპოვნი ხეთურ-იეროგლიფური ტექსტები შედგენილია ლუვიურის მონათესავე [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენაზე]]. ასევე ინდოევროპულია მუშქების ტერიტორიის დასავლეთ რაიონებში ნაპოვნი ფრიგიული წარწერების ენა. მუშქების ტერიტორიაზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა მჭიდრო კავშირშია როგორც ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთურ-ლუვიურ, ასევე ძვ. წ. I ათასწლეულის დასავლეთ მცირეაზიულ მატერიალურ კულტურასთან.
|