ელია წინასწარმეტყველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (6) using AWB
ხაზი 1:
{{მმ*|ელია}}
{{თარგი:ინფოდაფა რელიგიური მოღვაწე|წინასწარმეტყველი
| სახელი = ელია თეზბიტელი
| წოდება = წინასწარმეტყველი
ხაზი 10:
| venerated_in = [[რომის კათოლიკური ეკლესია]]<br />[[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია]]<br />[[მართლმადიდებლობა]]<br />[[ლუთერანული]]
}}
'''წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი''' ([[ებრ.]] אליהו, Eliyahu) — ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] შობამდე [[ძვ. წ. IX საუკუნე|ცხრაასზე მეტი წლის წინ]]. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, [[თეზბა]]ს სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, [[გალილეა]]ში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე [[იორდანე]]ს მახლობლად, [[გალაადი]]ს ქვეყანაში). [[ეპიფანე კვიპრელი]]ს ცნობით, როცაროდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.
 
== სასწაულებრივი ცხოვრება ==
ხაზი 16:
ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ [[მარხვა]]ში, [[ლოცვა]]სა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე [[ახაბი]]ს ზეობისას მოუწოდა.
 
სავარაუდოდ 869 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) [[ისრაელი|ისრაელში]] გამეფდა ყველაზე უწმინდური კაცი ისრაელთა მეფეებს შორის, სახელად [[ახაბი]]. მას ცოლად ჰყავდა წარმართი ქალი [[იეზაბელი]]. მან ახაბი გადაიბირა, რომ [[კერპთაყვანისმცემლობა|თაყვანი ეცა კერპისათვის]], რომელსაც [[ბაალი (კერპი)|ბაალი]] ერქვა და აეგო მისთვის [[ტაძარი]]. იეზაბელი ცდილობდა მოესპო ჭეშმარიტი ღმერთის მორწმუნენი.
 
იმ დროს ისრაელში ცხოვრობდა ელია - ღმერთის ერთგული [[წინასწარმეტყველი]], რომელიც ყველას მოუწოდებდა ცოცხალი ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ.
ხაზი 24:
=== ქვრივის ბავშვის გაცოცხლება ===
[[ფაილი:Levant 830.svg|thumb|left|300px|ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნე. '''მუქი მწვანე''' - [[ისრაელი|ისრაელის სამეფო]], '''ღია მწვანე''' - [[იუდეა|იუდეას სამეფო]].]]
გაიარა ხანმა და ნაკადული, რომელზეც ელია წყალს სვამდა, დაშრა. მაშინ ღმერთმა უბრძანა მას, რომ წასულიყო ქალაქ [[ცარფათი|ცარფათში]] და იქ ერთი ქვრივი ქალის სახლში ეცხოვრა. როდესაც ელია იმ სახლში მივიდა, ქალს წყალი სთხოვა და პურის ნატეხი. ქვრივს ერთი ბიჭი ჰყავდა და მეტად ღარიბად ცხოვრობდა. მას არაფერი გააჩნდა ერთი მუჭა ფქვილისა და ცოტაოდენი ზეთის გარდა. როცაროდესაც მან ეს ელიას უთხრა, ელიამ უპასუხა: ”ნუ გეშინია...ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიცლება, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამ ქვეყნად” (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-17.htm 3 მეფეთა 17,14]'').
 
ელია დასახლდა ქვრივ ქალთან და უფალმა სასწაული მოახდინა: ისინი პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა.
ხაზი 32:
=== ელია და ბაალის წინასწარმეტყველნი ===
[[ფაილი:JPF-Cave Of Elijah.JPG|thumb|ელიას ქანდაკება ელიას გამოქვაბულში. [[ქარმელის მთა]]. [[ისრაელი]].]]
სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცაროდესაც შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, [[ქარმელის მთა]]ზე შეეკრიბა. როცაროდესაც მეფემ ყველა შეკრიბა, ელიამ მიმართა მათ: ”როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით.” კრინტი არავის დაუძრავს. მაშინ ელიამ უთხრა ხალხს: ”მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი 450 კაცია. მოგვცენ ორი მოზვენი და ერთი მათგანი ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილი ღმერთი იქნება”. ხალხი დაეთანხმა ელიას.
[[ფაილი:SaintIliaFromRilaMonastery.jpg|thumb|left|წმინდა ელია გამოქვაბულში (ქვემოთ) და ცეცხლის ეტლზე. ფრესკა [[რილას მონასტერი|რილას მონასტრიდან]]. [[ბულგარეთი]]. შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ტრადიცია. განახლებულია მეოცე საუკუნეში.]]
ბაალის წინასწარმეტყველებმა მოზვერი შეშაზე შემოდეს და ყვირილი იწყეს: ”ხმა გაგვეც, ბაალ!” თითქმის მთელი დღე ყვიროდნენ ისინი გონების დაკარგვამდე, მაგრამ პასუხი არ იყო. მაშინ ელიამ უთხრა ხალხს: ”ახლოს მოდით!” როცაროდესაც ყველა მივიდა, მან აიღო 12 ქვა და სამსხვერპლო ააგო, დააწყო ზედ შეშა, შუაზე გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. შემდეგ მოითხოვა სამჯერ დაესხათ ოთხ-ოთხი ჩაფი წყალი. წყალმა გაავსო სამსხვერპლოს ირგვლივ ამოღებული თხრილი. შემდეგ ელიამ ილოცა: ”უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მონა ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები”. უფალმა შეისმინა თავისი წინასწარმეტყველის ლოცვა და ცეცხლი გამოუგზავნა ციდან, დაწვა მსხვერპლი, შეშა და თვით ქვებიც კი ირგვლივ. ამის დამნახავნი პირქვე დაცვივდნენ და თქვეს: ”უფალი არის ღმერთი, უფალი არის ღმერთი!” „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცაროდესაც მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. (''[http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-18.htm3 მეფეთა 18,18-39]'').
წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ ([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-19.htm 3 მეფ. 19,4]). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ ([http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3mepeta/3mepeta-19.htm 3 მეფ. 19,10]). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.
 
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს ([http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-11.htm გამოცხ. 11,2-9]). საეკლესიო გადმოცემით, [[ელიას ხალენი]] [[საქართველო]]შია დაფლული, [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის ტაძარში]], [[წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერი (მცხეთა)|წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში]].
 
 
<gallery>
Line 60 ⟶ 59:
 
{{ბიბლიის წინასწარმეტყველნი}}
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები]]
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]]