ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 95 interwiki links, now provided by Wikidata on d:q8432 (translate me)
clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB
ხაზი 3:
[[ფაილი:ac.parthenon5.jpg|მინი|[[პართენონი]] [[ათენი|ათენში]] კლასიკური ბერძნული ცივილიზაციის ნიმუშია.]]
[[ფაილი:Machu-Picchu.jpg|მინი|[[მაჩუ პიკჩუ|მაჩუ პიკჩუს]] ნანგრევები ინკების დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლოა.]]
'''ცივილიზაცია''' ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორიაა, განსაკუთრებით დღეს, როცაროდესაც ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. [[ო. ანდერლეს]] სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით “სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ”, საკმაოდ ვიცით რა “ხეების” შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით “ტყეზე”.
 
იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, [[ცივილიზაციათა შეჯახების თეორია|“ცივილიზაციათა შეჯახების”]] მოლოდინთან, მისი საფრთხის გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის, [[მარქსისტული ფორმაციული თეორიის]] კრიტიკასთან.
ხაზი 12:
ტერმინ “ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა “civiliser” – “to civilize” და ზმნიზედა “civilized” შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
 
იმ დროს, როცაროდესაც წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, პირველ რიგში – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
 
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა [[ფერგიუსონი|ა. ფერგიუსონმა]] ([[1723]]-[[1816]]) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის ''განსაზღვრული საფეხურის'' აღსანიშნავად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცივილიზაცია“-დან