დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:ColombusMap.jpg|thumb|right|"კოლუმბის რუკა" ([[1490]])]]
 
XV საუკუნის ბოლოს დაიწყო ურთიერთობის ახალი პერიოდი ევროპასა და დედამიწის სხვა კონტინენტებს შორის. ამ დროიდან ევროპულ სახელმწიფოთა ზღვაოსნები გასცდნენ საკუთარ ნაპირებსა და ზღვებს, მიაღწიეს შორეულ მიწებამდე და მიაგნეს სრულიად უცხო ცივილიზაციებს. ევროპელთა წარმატებებს საფუძვლად დაედო რამდენიმე ფაქტორი: ჯვაროსნული სულით განმსჭვალურ ევროპელებს, არ უნელდებოდათ სიმდიდრის მოპოვების და ქრისტიანობის გავრცელების სურვილი, [[ოსმალები]]ს მიერ [[კონსტანტინოპოლის დაცემა|კონსტანტინოპოლის აღების]] შემდეგ ძალზე გაუჭირდათ ვაჭრობა [[ინდოეთი|ინდოეთთან]] და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. [[თურქები|თურქებმა]] ხელთ იგდეს აღმოსავლეთისაკენ გამავალი სავაჭრო გზები, შორეული აღმოსავლეთის ბრწყინვალე ნაწარმი და სანელებლები [[ევროპა]]ში ძალიან გაძვირდა. ამასთან, ევროპაში გამოილია ოქრო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიედინებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, რადგან ძვირფას საქონელზე იცვლებოდა. შინაგანი უთანხმოების გამო ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ოსმალთა წინააღმდეგ [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნული ლაშქრობის]] მოწყობა, თუმცა აღმოსავლეთის ქრისტიანები, მათ შორის ქართული სამეფო-სამთავროები, დიდ დახმარებას ჰპირდებოდნენ. ევროპელებმა ამჯობინეს მოეძებნათ აზიასთან დამაკავშირებელი ახალი კომუნიკაციები.
'''დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები''' — ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ათვლა ხდება XV საუკუნიდან და გრძელდება XVII საუკუნემდე. ამ პერიოდში ევროპელთა მიერ აღმოჩენილი იქნა მრავალი ახალი მიწა თუ ამა თუ იმ მიწის საზღვაო მარშრუტი. გამოკვლეული იქნა აფრიკა, ამერიკა, აზია და ოკეანეთი. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაიწყო ზღვის მარშრუტებით ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება. <ref name=GT-DEX-1453-09>{{cite web|title=Byzantine-Ottoman Wars: Fall of Constantinople and spurring "age of discovery"|url=http://militaryhistory.about.com/od/battleswars14011600/p/Byzantine-Ottoman-Wars-Fall-Of-Constantinople.htm|accessdate=18 August 2012}}</ref><ref name=GT-DEX-1453-10>{{cite web|title=Overview of Age of Exploration|url=http://www.learnerator.com/ap-european-history/study-center/summaries/age-of-exploration/overview|accessdate=18 August 2012}}</ref> ისტორიკოსები ამ პერიოდს აგრეთვე „აღმოჩენების ეპოქას“ უწოდებენ<ref>[[#Mancall 1999|Mancall 1999]], pp. 26&ndash;53.</ref><ref>[[#Parry 1963|Parry 1963]], pp. 1&ndash;5.</ref>. ეს პერიოდი აგრეთვე ცნობილია ოქროს, ვერცხლისა და სანელებლებით ვაჭრობით. <ref>[[#Arnold 2002|Arnold 2002]], p. 11.</ref>
 
აღმოჩენათა ეპოქა არის შუა საუკუნეთა და თანამედროვე ეპოქას შორის შორის ერთგვარი ხიდი, რენესანსული მოძრაობით, რომელმაც ადრეული თანამედროვე პერიოდის დადგომა გამოიწვია. ევროპის ექსპანსიას უცხო ქვეყნებში მოჰყვა კოლონიალურ იმპერიათა აღმოცენება. ამას ახლდა მცენარეთა, ცხოველთა, საკვების, ადამიანთა (მათ შორის, მონების), სხვადასხვა ინფექციებისა და კულტურების მიმოქცევა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს შორის. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკოლოგიის, აგრიკულტურისა და კულტურის ისტორიაში. ამით შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ახალი მსოფლმხედველობების ჩამოყალიბება, უცხო ცივილიზაციათა დაახლოება და ტერიტორიების დაყოფა.
 
== წანამძღვრები ==
Line 38 ⟶ 40:
 
[[1521]] წლის მარტში ექსპედიციამ [[ფილიპინები|ფილიპინებს]] მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა მკვიდრ მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან მხოლოდ ერთადერთი - "ვიქტორია" დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური გადარჩა ცოცხალი. "ვიქტორიათი" ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა მოგზაურობის ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი. "ვიქტორია იყო პირველი გემი, რომელმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა, რომ მას სფეროს ფორმა აქვს.
 
== სქოლიო ==
 
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:გეოგრაფიის ისტორია]]
[[კატეგორია:ევროპის ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიული ეპოქები]]
 
{{Link FA|es}}