დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
== წანამძღვრები ==
[[ფაილი:Caravel Boa Esperanca Portugal.jpg|thumb|left|ლათინური კარაველას მოდელი]]
პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს [[სკანდინავია|სკანდინავიის]] მკვიდრი - [[ნორმანები]] იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები ჯერ კიდევ XI საუკუნის დასაწყისში გადასხდნენ [[ისლანდია]]სა და [[გრენლანდია]]ში, საიდანაც [[ჩრდილოეთ ამერიკა]]ში გადავიდნენ. მაგრამ [[ნორმანები|ნორმანთა]] მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო დანარჩენი [[ევროპა|ევროპისათვის]] უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა, ვინაიდან [[ევროპელები|ევროპელებს]] იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ [[ამერიკა]]. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით [[სკანდინავიელები|სკანდინავიელებმაც]] მიივიწყეს.
 
XV საუკუნისთვის [[ევროპა]]ში განხორციელდა დიდი ტექნიკური ზვრები; [[კომპასი]]ს სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა, წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა - ''კარაველებმა'', რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც. [[ევროპა]]ში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XVსაუკუნეში იყენებდნენ როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც. სრულყოფილი გახდა ხელი ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები - 'მუშკეტები', რომლებითაც საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალათ ახალი გზები.