არსოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

16:28, 23 ნოემბერი 2005-ის ვერსია

არშაკ III - მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ.წ.25-ა.წ.5 წლებში. ძე ფარსმან I-სა. ძვ.წ.21-ძვ.წ. 20 წლებში არშაკ III და არმაზის იბერიის მეფე ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა ადრე დაკარგული წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან. არშაკის მერე გამეფდა მისი ძე მირდატ III.