ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გახლდათ → იყო (2) using AWB
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (2) using AWB
ხაზი 33:
== გუნდის ისტორია ==
=== 1989-1992: გუნდის შექმნა ===
ორლანდო მეჯიკი [[NBA]] როგორც დამატებითი გუნდი ისე შეუერთდა 1989 წელს. გუნდის დაარსებისას, ჟურნალ-გაზეთებში ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობას შორის, მიეცათ რჩევები სახელთან დაკავშირებით. 4 296 შესული ხმა გადანაწილდა ოთხ სახელზე: „ჰიტი“, „ტროპიკსი“, „ჯუისი“ და „მეჯიკი“. 1986 წლის 27 ივლისში გადაწყდა და განაცხადეს გუნდის მესვეურებმა, რომ მათი არჩევანი მეჯიკზე შეჩერდა, რა სახელითაც გუნდი წარსდგა [[NBA]]-ში. მეჯიკი არის იმ 4 გუნდიდან ერთერთი, რომელიც [[NBA]] დააჯილდოვა რამდენიმე ქალაქი გუნდის შექმნით [[მაიამი ჰიტი]], [[ნიუ-ორლეან ჰორნეტსი|შარლოტ ჰორნეტსი]] და [[მინესოტა ტიმბერვულვზი]]სთან ერთად. თავდაპირველად [[NBA]] აპირებდა მხოლოდ 3 გუნდის შექმნას, მათგან ერთი გუნდი შეიქმნებოდა [[ფლორიდა|ფლორიდაში]], თუმცა [[მაიამი|მაიამის]] და [[ორლანდო|ორლანდოს]] მფლობელმა ჯგუფებმა კარგად იმუშავეს ამ საკითხთან, რასაც [[NBA]] გადაწყვეტის შეცვლა მოჰყვა და საბოლოოდ 4 გუნდი დაემატა ლიგას. მეჯიკი გახდა პირველი გუნდი, რომელიც [[ორლანდო]]ს არეაში შეიქმნა და არა მხოლოდ გახდა პირველი გუნდი კალათბურთში, არამედ სხვა დანარჩენ მთავარ ლიგის გუნდებს შორის. გუნდს სათავეში უილიამ დაპონტ III მის ორ ძმასთან - ჯეიმსჯეიმზ და რობერტ ჰიუტთან ერთად ჩაუდგა. გენერალური მენეჯერის რანგში კი [[ფილადელფია სიქსერსი]]ს ყოფილი გენერალური მენეჯერ - პეტ უილიამსი დაინიშნა. მეთ გუკასი გახდა გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელი, რომელიც დაეხმარა მეჯიკს პირველი 12 მოთამაშის არჩევაში [[NBA დრაფტი|NBA დრაფტზე]] 1989 წლის 15 ივნისს. 1989 წლის 27 ივნისს, ნიკ ანდერსონი იყო სრულ დრაფტზე მე-11 არჩევანი, ხოლო გუნდის ისტორიაში პირველი არჩევანი. მეჯიკმა პირველი მატჩი 1989 წლის 4 ნოემბერს ჩაატარა ორლანდო არენაში [[ბრუკლინ ნეტსი|ნიუ-ჯერსი ნეტსის]] წინააღმდე, რომელმაც შეძლო 111-106 მოგება მძიმე-ბრძოლიან თამაშში. მეჯიკის პირველი მოგება ისტორიაში 2 დღის შემდეგ მოხდა, როდესაც გუნდმა 118-110 დაამარცხა [[ნიუ-იორკ ნიქსი]]. ინაუგურაციის პირველი წლის რეგულარული სეზონი მეჯიკმა 18-64 შედეგით ჩაამთავრა.
 
1990 წლის [[NBA დრაფტი|დრაფტზე]], ორლანდომ დენის სკოტი აირჩია მე-4 არჩევნად. 1990 წლის 30 დეკემბერს, სკოტ სკილსმა შეძლო 30 ასისტენტის დადება 155-116 [[დენვერ ნაგეტსი]]ს დამარცხებაში, რითაც კევინ პორტერის NBA ერთი თამაშის ასისტენტის რეკორდი (29) მოხსნა. სეზონის დასრულებისას, სკილსი დასახელებული იქნა NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე, ასევე მეჯიკმა შეძლო არსებობის მეორე წელს გაუმჯობესება და 31-51 დაასრულა, სადაც 41 თამაშიდან 40 საშინაო თამაშში შეძლეს სრულად არენაში დასწრების ბილეთების გაყიდვა.
ხაზი 91:
2008 წლის 28 აპრილს, ემვეი არენაში მეჯიკმა შეძლო [[ტორონტო რეპტორსი]]ს დამარცხება 4-1. ეს იყო მეჯიკის პირველი პლეი-ოფის რაუნდის გადალახვა ბოლო 12 წლის მანძილზე. სამწუხაროდ მეჯიკი მეორე რაუნდში დამარცხდა 1-4 [[დეტროიტ პისტონსი]]ს წინააღმდეგ.
 
ახალი 2008-09 წლების სეზონის პირველი ნახევარი მეჯიკისთვის მეტად წარმატებული გამოდგა, გუნდმა პირველ 41 თამაშში 33 გამარჯვება შეძლო და მხოლოდ 8 თამაშში დამარცხდა, რითაც ლიდერობდა [[სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონი (NBA)|სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონს]]. თებერვლის დასაწყისში, გუნდის ერთერთმა ვარსკვლავმა - იამირ ნელსონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც დარჩენილ სეზონს გააცდენდა გუნდი. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში გასულებს [[ფილადელფია სიქსერსი]] შეხვდა, რომლის დამარცხებაც მეჯიკმა შეძლო, შემდეგ რაუნდში კი მოქმედ ჩემპიონ [[ბოსტონ სელტიკსი|ბოსტონ სელტიკსს]] შეხვდა, სადაც დამხმარე მწვრთნელი პატრიკ იუვინგი გუნდის ქომაგებს გარანტიას აძლევდა რომ შეძლებდნენ მე-7 თამაშში გამარჯვებას, რაც მოხდა კიდეც და მეჯიკმა სერია 4-3 მოიგო. კონფერენციის ფინალში გასულებს [[კლივლენდ კავალიერსი|კლივლენდ კავალიერსს]] შეხვდა, რომელსაც სეზონის MVP [[ლებრონ ჯეიმსიჯეიმზი]] ლიდერობდა, სერია 6 მატჩიანი გამოდგა და გამარჯვებული მეჯიკი გამოვიდა, რითაც შეძლო ისტორიაში მეორედ [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა, სადაც [[ლოს-ანჯელეს ლეიკერსი|ლოს-ანჯელეს ლეიკერსს]] შეხვდა. პირველ ორ თამაშში მეჯიკი დამარცხდა, თუმცა მე-3 თამაშში შეძლეს სერია 1-2 გაეხადათ. ნელსონმა მოასწრო დაბრუნება ფინალურ სერიებში, თუმცა საბოლოოდ მეჯიკი 5 თამაშში დამარცხდა ლეიკერსთან.
 
2009-10 წლების სეზონი გუნდისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა როგორც წინა სეზონი. მეჯიკმა იანვრის თვე საშინლად დაიწყო, სადაც 10 თამაშიდან 7 თამაშში დამარცხდა, ხოლო [[NBA All Star]] შესვენების შემდეგ, გუნდმა დარჩენილ 28 თამაშში შეძლო 23 მატჩის მოგება, რითაც ზედიზედ მეოთხედ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა და ასევე მეოთხედ მოიპოვეს დივიზიონის ტიტული. გუნდმა რეგულარული სეზონი კვლავ 59-23 დაასრულა, როგორც ეს წინა წელს იყო. მეჯიკმა შეძლო კონფერენციის პირველ რაუნდში [[შარლოტ ბობკეტსი]]ს და [[ატლანტა ჰოუქსი]]ს დამარცხება ნახევარ-ფინალში, რის შემდეგადაც გუნდი [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] ფინალში [[ბოსტონ სელტიკსი|ბოსტონ სელტიკსს]] შეხვდა. სერიის პირველ სამ თამაშში მეჯიკი დამარცხდა, მაგრამ უბრძოლველად სერია არ დატოვა და შეძლო შემდეგ 2 მატჩში გამარჯვების მოპოვება, თუმცა მე-6 თამაშში, რომელიც [[ბოსტონი|ბოსტონში]] ტარდებოდა, მეჯიკი დამარცხდა და დაამთავრა სეზონი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლანდო_მეჯიკი“-დან