თავისუფალი კოლხური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q5499785
No edit summary
ხაზი 2:
{{ვიკი}}
 
'''თავისუფალი კოლხური''' (აგრეთვე '''ლაზური''') — ქართული ცურვის სტილი.
*'''შესავალი'''
 
კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ცნება [[ცურვა]] მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის უნარი — თავი შეიმაგროს [[წყალი|წყლის]] ზედაპირზე და გადაადგილდეს კიდურების მოძრაობის საშუალებით.<ref>მუსასტიკოვი შ.ნ., ილინი ს.ვ., რევია კ.ბ., ნათაძე ზ.ნ., დოლიძე თ.გ., მაროტი ე.ი.. ცურვა. «განათლება. თბ., 1968. გვ. 3, 29, 35; Плавание. Под ред. Н.Ж. Булгаковой. М., “Физкультура и спорт”. 1979? С.5; Ганчар И.Л. Плавание: Теория и методика преподавания. Учеб. Мн., 1998. С. 66-69 da sxv. [http://www.swimming.ru/]</ref> თუ რა როლი ენიჭება ცურვის დროს კიდურების მოსმით მოძრაობას, კარგად ჩანს ცურვის ცნობილი [[ამერიკელი]] სპეციალისტის, მსოფლიო რეკორდსმენებისა და ოლიმპიური ჩემპიონების მწრთვნელის, [[ინდიანა|ინდიანის]] უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის პროფესორის, ''[[ჯეიმზ კაუნსილმენი]]ს'' (James Counsilman) სიტყვებში:
«წყალში მოცურავის მოძრაობა, განსაკუთრებით წინამხრისა და ხელის მტევნის მოძრაობა სულ ახლახან მწრთვნელებსაც და ბიომექანიკის სპეციალისტებსაც გასაგები და იოლი ეჩვენებოდათ, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა მთლად მარტივი და, საჭირო გახდა მისი ახსნა ახალ თეორიებში».<ref>Каунсилмен Джеймс Е. Спортивное плавание: Пер. с англ. М., Физкультура и спорт, 1982,154.</ref>
[[Image:Levan Kursua.jpg|thumb|ლევან ქურსუა 1887-1969]]
[[Image:Henry kuprashvili 60 1grey.JPG|thumb|[[ჰენრი კუპრაშვილი]] დაბ. 1946]]
[[1960-იანები|1960-იანი]] წლების დასაწყისში, [[ანაკლია|ანაკლიის მახლობლად]], [[ერგეტა|სოფ. ერგეტაში]], [[მეგრელ]] ბერიკაცს [[ლევან ქურსუა]]ს ([[1887]]-[[1969]]) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში [[კოლხები|კოლხი]] ([[ლაზები|ლაზი]]) და [[იბერია|იბერიელი]] მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ განსაკუთრებული ყაიდით ცურვას.
ცნობილი მარათონელი მოცურავის [[ჰენრი კუპრაშვილი]]ს მიერ გაცოცხლებული ცურვის ქართული ყაიდები: [[ლაზური (თავისუფალი კოლხური)]] და [[იბერიული]] — სპორტული ყაიდები, [[ხელფეხშეკრული კოლხური]] (სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა), [[აფხაზურა]], [[ოკრიბულა]], [[თახვია]], [[ქიზიყური]] და [[ხაშურული]] (სავარჯიშო-საწრთვნელი ყაიდები) მსოფლიოში ცურვის განსაკუთრებული და სრულიად უნიკალური სახეებია. ტრადიციული ცურვისაგან განსხვავებით [[ქართული ცურვა|ქართული ცურვის]] საერთო მახასიათებელია ცურვისა და სუნთქვის განსაკუთრებული ტექნიკა, ცურვის დროს ხელების უმოძრაო მდგომარეობა და თავისებური ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობის წარმოშობა. ამ საერთო მახასიათებლების გამო ცურვის ეს რვა სახეობა, ანუ ცურვის კოლხურ–იბერიული ჯგუფი, "ქართულის" საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება.
ცურვის ეს ქართული სახეობანი ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ, რადგანაც კიდურების მოძრაობა აქ საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით საერთოდ არ გამოიყენება. ხოლო, «ხელფეხშეკრული კოლხურით» კი, როდესაც ოთხივე კიდურია გაკოჭილი, კაცობრიობის ისტორიაში შექმნა სრულიად ახალი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური განწყობა — ცნობილია, რომ წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ყოფნა ინსტიქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს. «ხელფეხშეკრული კოლხურით» კი ადამიანის მარად თანმდევი ეს დამთრგუნველი სინდრომი მარცხდება.
ძუძუმწოვართაგან წყლის სივრცეს ყველაზე უკეთ «მოერგნენ» და ცურვის ოპტიმალურ დონეს აღწევენ: [[სელაპი]], [[დელფინი]], [[ზღვის ლომი]], [[ვეშაპი]],
[[თახვი]]...
ქართული ცურვის კოლხურ–იბერიული ჯგუფის ეს რვა ყაიდა, თავიანთი შინაარსით, მეთოდით, ფორმით უახლოვდებიან ბუნების მილიონი წლების «შემოქმედებას», ანუ ყველაზე მეტად სწორედ ამ ცურვის ვირტუოზებს, რომლებმაც ცურვა უმაღლეს კონდიციამდე აიყვანეს. «ქართული» სწორედ მათი მიბაძვით შეიქმნა.
 
მოცურავ [[ჰენრი კუპრაშვილი]]ს მიერ გაცოცხლებული ცურვის ქართული ყაიდები: [[ლაზური (თავისუფალი კოლხური)]] და [[იბერიული]] — სპორტული ყაიდები, [[ხელფეხშეკრული კოლხური]] (სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა), [[აფხაზურა]], [[ოკრიბულა]], [[თახვია]], [[ქიზიყური]] და [[ხაშურული]] (სავარჯიშო-საწრთვნელი ყაიდები) მსოფლიოში ცურვის განსაკუთრებული სახეებია. ტრადიციული ცურვისგან განსხვავებით [[ქართული ცურვა|ქართული ცურვის]] საერთო მახასიათებელია ცურვისა და სუნთქვის ტექნიკა, ცურვის დროს ხელების უმოძრაო მდგომარეობა და თავისებური ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობის წარმოშობა. ამ საერთო მახასიათებლების გამო ცურვის ეს რვა სახეობა, ანუ ცურვის კოლხურ–იბერიული ჯგუფი, "ქართულის" საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება.
*'''თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) სწავლების ზოგადი ნაწილი'''
სპორტულ თავისუფალი კოლხურში (ლაზურში)) შეჯიბრებები შეიძლება ჩატარდეს და რეკორდები აღირიცხოს შემდეგ მანძილებზე:
1) 25 მ., 50 მ., 100 მ. და 200 მ. 400 მ.; 2) მარათონული გაცურვები (მათ შორის სრუტეების) — 10, 15, 20 კილომეტრი და მეტი.
თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) შესწავლის დაწყება შეიძლება 5-6 წლიდან.
დაწყებითი სწავლების პირველ ეტაპზე ხდება შეგუება წყალთან და მომზადება ცურვის ტექნიკური სწავლებისათვის; ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წყალთან ურთიერთობის [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიურ]] ასპექტებს; ცნობილია, რომ ბუნებაში მოცემული საგნის, პროცესის, მოვლენის არსში «ჩახედვამ» და სიცხადის შეტანამ, ადამიანის სათანადო შინაგანმა სულიერმა და ფსიქოლოგიურმა მობილიზება-განწყობამ ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ეს ფაქტორი სათანადოდ უნდა იქნეს გამოყენებული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წყლისადმი „გაურკვევლობის“, თანდაყოლილი შიშის სინდრომის მოხსნას და მისადმი «გაშინაურების» ფაქტორებს; შესაბამისად, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ბავშვებს არ უძნელდებათ თავიდანვე შეისწავლონ თავისუფალი კოლხური. პარალელურად ბავშვები ამუშავებენ წყალში ცურვის ტრადიციული მოძრაობის ძირითად ფორმებსა და მოსამზადებელ მოძრაობებს, რომლებიც საჭიროა სპორტული ცურვის ტექნიკის ყველა ელემენტის შესათვისებლად.
იმ ეტაპზე, როდესაც შეისწავლება სპორტული ცურვის ყველა ყაიდა ([[კროლი]], [[ბრასი]], [[ბატერფლაი]], [[კროლი ზურგზე]]), '''თავისუფალი კოლხურს (ლაზურს) დაუფლებული ბავშვი (ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი სრულყოფილად ფლობს საკუთარ სხეულს წყალში, საერთოდაა მოხსნილი კოორდინაციის პრობლემა)''' სხვა ყაიდებს ძალიან ადვილად სრულყოფს (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "კროლის" შესწავლისა და სრულყოფის პროცესს, განსაკუთრებით ხელსუწობს "ქიზიყური", ისევე, როგორც "ბრასისას" – "ხაშურული"). როგორც კი მოცურავე შეძლებს "თავისუფალ კოლხურით" 50 მეტრის უპრობლემოდ გაცურვას, შემდეგ იწყება მეორე ყაიდის (რომელიმე ტრადიციულის) შესწავლა და ა.შ., როდესაც ყველა ყაიდა (თავისუფალი კოლხური, კროლი , ბრასი, ბატერფლაი, კროლი ზურგზე) იქნება შესწავლილი, იწყება მესამე ეტაპი, მიღებული ცოდნის დახვეწა და, ამავე დროს უნდა გამოვლინდეს მომეცადინეთაგან ამა თუ იმ ყაიდისადმი (მათ შორის სპორტული ლაზურისადმი) ინდივიდუალური მიდრეკილების მქონე მოცურავე.
 
დრო და დრო ტარდება შეჯიბრები ცურვის ამ სახეობაში. <ref>[http://www.kupra.com.ge/henry/News_g.htm]</ref><ref>[http://www.newsgeorgia.ru/geo1/20070721/42019743.html]</ref>
[[ჰენრი კუპრაშვილი|ჰენრი კუპრაშვილს]] მხარში ამოუდგნენ სპორტკომპლექს "ლაგუნა ვერეს" მთავარი მწვრთნელი მანანა ზამბახიძე და მწვრთნელი დიმიტრი დიკი, რომლებიც წარმატებით იყენებენ ქართული ცურვის კოლხურ–იბერიული ჯგუფის ყაიდებს პროფესიონალი მოცურავეების მომზადების პროცესში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე პროფესიონალ მწრთვნელების ნაწილს, რომელთაც ტრადიციული სკოლა გაიარეს და მკაცრად ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ, ცხადია, დასაწყისში გაუძნელდათ ცურვის "უცნაურ" კოლხურ–იბერიულ სტილთან შეგუება, გაუჭირდათ საუკუნეებით ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მსხვრევა და სიახლესთან ადვილად «გაშინაურება».
თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) შესწავლას პრიორიტეტი იმიტომ უნდა მიენიჭოს, რომ ცურვის ეს ქართული სახეობა მოცურავეს უვითარებს წყლისადმი სპეციფიკურ დამოკიდებულებას, იგი წყალთან ამყარებს განსაკუთრებულ ურთიერთობას, იცილებს წყალთან გაუცხოების სინდრომს, წყალი მისი ბუნებრივი ნაწილიც კი ხდება (თითქოს უბრუნდება საწყის ბუნებრივ მდგომარეობას — დაბადებამდე 9 თვე ხომ წყალში გაატარა...), შესაბამისად ადვილად ახდენს ერთგვარად წყლის «გახედვნა» — დამორჩილებას, ეუფლება და მართავს მას.
ამავე დროს, თავისუფალი კოლხური (ლაზური) ('''როდესაც დატვირთვა ძირითადად მხოლოდ ხერხემალზე, მენჯსა და შეტყუპებულ ფეხებზეა) კუნთების იმ ჯგუფს ავითარებს, რომელიც ცურვის სხვა ყაიდებში მეცადინეობის დროს უყურადღებოდაა დარჩენილი''', თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) ცურვის დროს. მათი განვითარება კი დამატებით დამხმარე საშუალებად იქცევა ტრადიციული კლასიკური ყაიდების მაღალ სპორტულ-ტექნიკურ დონეზე შეთვისების პროცესში და ხელს უწყობს სპორტულ წარმატებებს. ეროვნულ ფესვებზე აღზრდილი სპორტსმენი საერთაშორისო სარბიელზე წარმატებას ადვილად მიაღწევს. ისევე როგორც ეს ხდება ქართულ ჭიდაობაში. «თუ მოჭიდავე ქართულს კარგად ჭიდაობს, დიდ სარბიელზე მას ვერაფერი შეაჩერებს. ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება» — ამბობს ლეგენდარული ლევან თედიაშვილი.
 
სპორტული ცურვის სწავლებისა და სპორტული წვრთნის, ცურვის ტრადიციული სპორტული ყაიდების, საწყისებისა და ბრუნების ტექნიკის დახვეწის საყოველთაოდ მიღებული და დადგენილი მეთოდიკის გამოყენებასთან ერთად, თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) შესწავლის დაგეგმვის დროს აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
 
1. კუნთების სპეციალური ვარჯიშები ხმელეთზე ლაზურის ტექნიკის შესასწავლად;
 
2. კუნთების სპეციალური ვარჯიშები წყალში ლაზურის ტექნიკის შესასწავლად;
 
3. ვარჯიში სუნთქვის პროცესის მართვის, სუნთქვის რეგულირებისათვის;
 
4. ფსიქოლოგიური ტრენინგი, ვარჯიშები ფიზიკური და გონებრივი რელაკსაციისა (მოდუნება) და კონცე-ნტრაციისათვის;
5. ლაზურის ცურვის ტექნიკის შესწავლა წყალში;
 
6. საწყისებისა და ბრუნების შესწავლა.
 
აღსანიშნავია, რომ ცურვის ქართული სახეობის პრაქტიკულ შესწავლას საფუძველი ჩაეყარა [[2003]] წლის 18 ოქტომბერს, როდესაც ვლადიმერ გოიაშვილის ხელშეწყობითა და ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით სპორტკომპლექს «ლაგუნა ვერეზე» თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) შეწავლის მსურველი პირველი ნაკადის პირველი მეცადინეობა გაიმართა.
ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ცურვის ეროვნული სახეობების შესწავლის დასაწყისი. [[შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი]]სა და ჩაღლარის სასწავლებლების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბ-ნ მესუთ ბოზქირისა და საბჭოს წევრის ბ-ნ მურათ სუნგუს დახმარებით დემირელის სახელობის კოლეჯის (დირექტორი — აჰმედ ჯინი) 60 მოსწავლიდან შეირჩა 11 კაციანი გუნდი: 2 გოგონა და 9 ყმაწვილი.
 
2004 წლის 7 ივნისს კი «ლაგუნა ვერეზე», გაიმართა მსოფლიოში პირველი საჩვენებელი შეჯიბრება თავისუფალ კოლხურში (ლაზურში) (სპორტული ყაიდა) და «ხელფეხშეკრულ კოლხურში» (სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა)
თავისუფალ კოლხურში(ლაზურში) — 50 მეტრიან დისტანციაზე ვაჟებს შორის გაიმარჯვა მირზა ჭინჭარაულმა (დ. 1989 წ.) შედეგით — 0.57 წამი, ხოლო გოგონებს შორის — მარიამ ზულიაშვილმა (დ. 1990 წ.) შედეგით — 1.12.
ხელფეხშეკრულ კოლხურში — 25 მეტრიან დისტანციაზე გაიმარჯვა სოფო გიორგაძემ (დ. 1991 წ.) შედეგით — 1.41.
ხელფეხშეკრულ კოლხურში — 50 მეტრიან დისტანციაზე ვაჟებს შორის გაიმარჯვა მირზა ჭინჭარაულმა (დ. 1989 წ.) შედეგით — 1.08 წამი, ხოლო გოგონებს შორის — მარიამ ზულიაშვილმა (დ. 1990 წ.) შედეგით — 1.35. [http://www.kupra.com.ge/henry/News_g.htm]
 
გაზეთ «ჯორჯია თუდეის» ამერიკელი ჟურნალისტი სტეფან ჰილბორნი პირველი უცხოელია, რომელმაც თავისუფალი კოლხური (ლაზური) შეისწავლა. [[2007]] წლის [[21 ივლისი|21 ივლისს]] “ლაგუნა ვერეზე” გამართულ ჟურნალისტთა შორის შეჯიბრებაზე მან ამ სტილით ცურვაში 1 წამით აჯობა «[[რუსთავი 2]]»-ის ჟურნალისტს ხათუნა ნოზაძეს და დაიკავა პირველი ადგილი. [http://www.newsgeorgia.ru/geo1/20070721/42019743.html]
 
[[2009]] წლის 27 ივნისს სპორტკომპლექს " ლაგუნა ვერეში" გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა თავისუფალი კოლხურში (ლაზურში). მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა [[თბილისი]]დან, [[რუსთავი]]დან, [[ბათუმი]]დან, [[გორი]]დან, [[ჭიათურა|ჭიათურიდან]], [[საჩხერე|საჩხერიდან]] და [[აზერბაიჯანი]]დან. ასპარეზობაზე აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ლაზურში შეჯიბრებისთვის დაწერილი “ლაზური მარში”.
 
შეჯიბრება ჩატარდა ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაციის, [[თბილისის მერია|თბილისის მერიის]] [[სპორტი]]სა და [[ტურიზმი]]ს საქალაქო სამსახურისა და სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” ეგიდით.
შედეგები:
''50 მეტრიანი დისტანცია, გოგონები'':
1. [[ანა ლომინაძე]] (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 46.26;
2. ელენე შენგელია ( შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 53.2;
3. ანა მაყიშვილი (გორი) – 56.6.
''50 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები'':
1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 39.55;
2. გიორგი წილოსანი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 45.63;
3. გიორგი ბიგანიშვილი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 50.00.
''100 მეტრიანი დისტანცია, გოგონები'':
1. ნასტია გრივაჩი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.41.9;
2. ნატალია ფილინა (ბაქო, აზერბაიჯანი) – 1.49.0;
3. გვანცა ხინჩაკაშვილი (გორი) – 1.49.60.
''100 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები'':
1. ირაკლი რევიშვილი (ტონუსი, თბილისი) – 1.17.10;
2. თორნიკე სხილაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.20.46;
3. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 1.23.0.
''400 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები'':
1. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 6.52.8;
2. დავით ბარდაველიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 7.38.2;
3. ცოტნე დევდარიანი (შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 7.57.0.
 
<gallery>
Image:dolidz_7464.jpg|100–იანი დისტანცია, ბიჭები: 1. ირაკლი რევიშვილი (ტონუსი, თბილისი) – 1.17.10; 2. თორნიკე სხილაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.20. 46; 3. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 1.23.0.
Image:Bezhan Griv Filina.jpg|100 მეტრიანი დისტანცია, გოგონები: 1. ნასტია გრივაჩი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.41.9; 2. ნატალია ფილინა (ბაქო, აზერბაიჯანი) – 1.49.0; 3. გვანცა ხინჩაკაშვილი (გორი) – 1.49.60.
 
</gallery>
 
*'''თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) ტექნიკის საფუძველი'''
 
თავისუფალი კოლხურით მოცურავეს განვითარებული უნდა ჰქონდეს განსაკუთრებით მხრის სარტყლის (კისრის), ხერხემლის (მკერდისა და წელის), მენჯ-ბარძაყის კუნთები და თავისა და მენჯ-წელის მოქნილი მოძრაობები, რადგანაც ცურვის დროს ამ კუნთებს უხდებათ დინამიკური და სტაციური (ტანის ჰორიზონტალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად) ძირითადი დატვირთვის გადატანა.
თავისუფალი კოლხურით ცურვის ტექნიკა გულისხმობს თავისა და ტანის მყარ მდგომარეობას, ღრმა და რიტმულ სუნთქვას, თავის, მხრის სარტყლის, [[მენჯი|მენჯ]]-წელის, ბარძაყის და შეტყუპებული ფეხების [[რაციონალიზმი|რაციონალურსა]] და ეკონომიურ მოსამზადებელ მოძრაობებს, მენჯის ზემოდან ქვემოთ ეფექტური წინმგდები მოძრაობის მუდმივობასა და მუშაობის მაღალ რაციონალურ ტემპს, მოძრაობის სისწრაფის თანაზომიერებას. ამ ტექნიკის სწორი გამოყენების შემთხვევაში შედარებით ნაკლები კუნთური ენერგიის დახარჯვით მიიღწევა ოპტიმალური სისწრაფე.
 
*'''თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) და ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობა'''
თავისუფალი კოლხურით (ცურვის ტექნიკას კარგად დაუფლებული სპორტსმენის) ცურვის დროს ტანის, ფეხებისა და ხელების მდგომარეობა ნაკლებად წარმოშობს ჰიდროდინამიკურ წინააღმდეგობას, მასზე ნაკლებად მოქმედებს შემაფერხებელი ძალები, სხეული მოძრაობს სინუსოიდის მსგავსი ტრაექტორიებით. ამ სქემით, მიტყუპებული ფეხებითა და ტანზე მჭიდროდ მიკრული ხელებით მიიღწევა წყლის პირობებში ადამიანის სხეულის იდეალური გარსშემო-დენილობა (მოკვერცხილობა) და წონასწორობა, სხეულის შემაფერხებელი სამუხრუჭე მდგომარეობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ენერგიის ხარჯვა მიმდინარეობს რაციონალურად.
 
*'''თავისუფალი კოლხურის (ლაზურის) საწყისი მდგომარეობა'''
 
ტანი ჰორიზონტალურადაა გაჭიმული წყლის ზედაპირზე, გამართული ფეხები შეერთებულია, ხელები კი სხეულის გასწვრივ ტანზეა მჭიდროდ მიკრული, იდაყვები ტანის გარეთ არ უნდა გადიოდეს (ზედმეტი წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად), ამ დროს ხელის მტევნები ხელისგულებით ბარძაყებზეა წინა (ან გვერდებზე) მხრიდან მიდებული, თავი ჩაშვებულია წყალში.
 
*'''ტანის და სხეულის სხვა ნაწილების მონაწილეობა ცურვის პროცესში'''
 
თავისუფალი კოლხურით ცურვის დროს მთავარია თავი და ტანი. ცურვაში აქტიურ მონაწილეობას განსაკუთრებით მენჯ-წელი იღებს ზემოდან ქვემოთ ეფექტური წინმგდები მოძრაობით. დელფინის კუდივით ზევით-ქვევით (ქანქარას პრინციპით) მოძრავი შეტყუპებული ფეხებიც აქტიური დამხმარეა, თავთან ერთად ხელსუწყობს მოცურავის საერთო წონასწორობის შენარჩუნებას. ხელები საერთოდ არ მონაწილეობენ, მაშინ როდესაც ცურვის სხვა სახეობებში თავს ნაკლებად უწევენ ანგარიშს, ხოლო ტანი მხოლოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებს, ანუ «ტანით დამხმარე მოძრაობები საშუალებას იძლევა მოცურავის წინსვლისათვის უკეთ იქნას გამოყენებული» სხვადასხვა შესაძლებლობები.
 
*'''ცურვის პროცესი'''
 
- ფეხები შეერთებულია, მუხლები მკაცრად ერთადაა შეტყუბებული, ამ დროს ფეხის თითები ერთმანეთს ეხება, ხოლო ქუსლები დაცილებულია ერთმანეთს. ხელები კი სხეულის გასწვრივ ტანზეა მჭიდროდ მიკრული, იდაყვები ტანის გარეთ არ უნდა გადიოდეს (ზედმეტი წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად), ამ დროს ხელის მტევნები ხელისგულებით ბარძაყებზეა წინა (ან გვერდებზე) მხრიდან მიდებული;
 
- ცურვა იწყება ერთდროულად მენჯ-წელის ზევით აწევითა და შეტყუპებული ფეხების ზევით-ქვევით მოძრაობით, რომლის დროსაც მხრის სარტყელი და თავი გამართული მოძრაობს წინ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამავე დროს ფეხები სწრაფად აღწევს თავს უკიდურესად ქვედა მდგომარეობას (ღრმად არ ჩადის წყალში _ არაუმეტეს 10-12 გრადუსისა) და, რაც უფრო სწრაფად, მით უფრო ნაკლებია დამმამუხრუჭებელი ფაქტორები;
- შემდეგ წამიერადვე იწყება მეორე ციკლი. ამ დროს საწყის მდგომარეობაში მოცურავე აღწევს შეტევის მაქსიმალურად დადებით პოზიციას, მენჯ-წელის ზევიდან ქვევით წინვარდნითი ენერგიული დარტყმა მაქსიმალური სიძლიერისაა, წყალზე წინსრიალი აქტიური და სწრაფი, რასაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის გამართული შეტყუპებული ფეხების ზევით-ქვევით ორჯერ (ან მეტჯერ) ზედიზედ თანამდევი მყისიერი ენერგიული მოძრაობა;
- შესუნთქვა ხორციელდება მენჯ-წელისა და ფეხების მესამე (მეოთხე, ან მეტ, ინდივიდუალურია) მოძრაობაზე, როცა მხრის სარტყლი თავთან ერთად ჩვეულებრივ გამართული წყლის ზედაპირზე მისრიალებს, წარმოშობილ წყლის მოძრაობას იყენებს იმდაგვარად, რომ წინსრიალის მომენტში ჰაერის ჩასასუნთქად პირი წყლის ზედაპირიდან ოდნავ ზევით აღმოჩნდეს (შეიძლება თავი წყლიდან სახითა და მზერით წინ ოდნავ ზემოთ წამოიწიოს, მაგრამ არა მხრები), წყლის დინებას უნდა მიყვეს ისე, რომ უხეში მოძრაობით არ «შეაშფოთოს», რათა წყალმა არასასურველი ზედმეტი ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს. წყალს და მოძრაობის ამ პროცესს მოცურავე იმდაგვარად უნდა აკონტროლებდეს, რომ შეძლოს წყალში ზედმეტი დამმამუხრუჭებელი ტალღების წარმოქმნისა და წინსრიალში შეფერხების თავიდან აცილება (შეიძლება 3 და მეტ ციკლზეც გაკეთდეს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ასევე, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს შეიძლება თავის მარჯვნივ ან მარცხნივ შეტრიალებაც, თუ მოცურავისათვის ასე უფრო მოსახერხებელია).;
- მენჯ-წელისა და ფეხების მოძრაობის ახალი ციკლის დაწყებისათვის მოცურავე კვლავ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ამ დროს ფეხების მოძრაობა წინა ორთან შედარებით შეიძლება ოდნავ შესუსტდეს და წარმოშობილი ტალღების წინააღმდეგობის ჩასაქრობად და დასარეგულირებლად ფეხის ტერფები უფრო მეტად მისრიალებენ წყლის ზედაპირზე და ცდილობენ შეინარჩუნონ სხეულის გასწორებულ მდგომარეობაში საერთო წონასწორობა.
 
[[სურათი:p 16ab .jpg]]
 
*'''სტარტი'''
 
სტარტი ხორციელდება სახტომი ტუმბიდან ისევე, როგორც ცურვის სხვა ყაიდის დროს. ფეხები შეერთებულია. ტერფები პარალელურადაა ერთ ხაზზე 10-15 სმ დაშორებით და თითებით ეკიდებიან სახტომი ტუმბის წინა ნაპირს. ფეხები მუხლის სახსრებში მოხრილია გარკვეული კუთხით.
ტანი დახრილია წინ იმდენად, რომ წონასწორობა იქნეს შენარჩუნებული.
ხელები თავისუფალი კოლხურისპოზაში სხეულის გასწვრივ ტანზეა მიდებული, ხელის მტევნები ხელისგულებით ბარძაყებს ეხება. ხელები ამ მდგომარეობას ინარჩუნებს არეკნის დროსაც და წყალში ჩაშვების დროსაც.
მოცურავე ღებულობს მდგრად მდგომარეობას, რომლის დროსაც ტანის სიმძიმის ცენტრი გადადის სახტომი ტუმბის წინა ხაზზე. ამ მდგომარეობიდან ასრულებს მი-ღებული ბრძანებებიდან გამომდი-ნარე მოსამზადებელ მოძრაობებს და არეკნს.
მოცურავე წყალში ეშვება და გამართული მისრიალებს დაახლოებით 20-30 სმ სიღრმეზე. სრიალის სიღრმე და წყლის ზედაპირზე ამოსვლა რეგულირდება თავისა და ფეხების საშუალებით.
წყლის ზედაპირზე ამოსვლისას ჩვეულებრივ იწყება ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა და მენჯისა და ფეხების ლაზურისთვის დამახასიათებელი მოძრაობები. ხელები ჩვეულებრივ ლაზურის პოზაშია განუძრევლად.
 
[[სურათი:swim2 .jpg]]
 
*'''ბრუნები'''
 
თავისუფალი კოლხურით (ლაზურით) ცურვისას ძირითადად ღია ბრუნები გამოიყენება. დაახლოებით იმდაგვარად, როგორც ეს კროლით მკერდზე ცურვის დროს ხდება.
მაგრამ თავისუფალი კოლხურით ცურვის სპეციფიკიდან გამომდინარე კედელთან მიახლოვებისას საჭიროა მოძრაობის ისეთი გაანგარიშება, რომ უმოძრაოდ, ტანის სიგრძეზე მიდებული მარჯვენა (ან მარცხენა) ხელი მოხერხებულად (ტალღების რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა რომ შეიქმნას) უნდა წავიდეს კედლისაკენ, ნიდაყვის სახსარში მოხრილი მარჯვენა ხელის თითები ჩაჭიდოს კედელის კიდეს და ცურვის ტემპსა და რიტმში ენერგიულად ზევით ტანი აზიდოს, სინქრონულად შეტყუპებულ ფეხებს ძლიერად ხრის მენჯ-ბარძაყსა და მუხლის სახსრებში, ამ დროს თავი და მხრის სარტყელი წყლიდან ამოდის და მარჯვენა ხელით კედელს მიბჯენილი ჩაისუნთქავს ჰაერს. მარჯვენა ხელს ჰკრავს კედელს (განიზიდება) ძლიერად და ენერგიულად, ერთდროულად აკეთებს ბრუნს და ფეხებით კედელიდან ძლიერად აირეკნავს. მარჯვენა ხელი უბრუნდება ლაზურის მდგომარეობას და ხდება სრიალი, რომელიც თავითა და შეტყუპებული ფეხებით რეგულირდება.
 
[[სურათი:swim3 .jpg]]
 
თავისუფალი კოლხურით (ლაზურით) ცურვისას ბრუნის გაკეთების დროს სრულდება სალტოც საბრუნ ფარზე ხელის შეუხებლად. კედელთან მიახლოებისას მოცურავე აკეთებს სალტოს, ანუ ხელებს წყალში ტრიალის დროს წონასწორობის შესანარჩუნებლად შლის მხოლოდ. მენჯ-ბარძაყსა და მუხლის სახსრებში მოხრილი შეტყუპებული ფეხებით კედლიდან ძლიერად აირეკნავს, ხელები ლაზურის საწყის მდგომარეობას უბრუნდება და ისე ხდება სრიალი.
 
[[სურათი:ბრუნი.jpg]]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
==ვიდეოკადრები==
*[http://www.youtube.com/watch?v=aE8AUP9aDa8 შეჯიბრება თბილისის მერიის თასზე 25.05.2010]
*[http://www.youtube.com/watch?v=n4wfWpcdUnA საქართველოს პირველი ჩემპიონატი 27.06.2009]
*[http://reuters.viewdle.com/search?q=Henry+Kuprashvili REUTERSReuters]
*[http://www.facebook.com/notifications.php#/profile.php?id=779711508&v=app_2392950137 facebook -ში]
*[http://www.youtube.com/results?search_query=Henry+Kuprashvili&search_type=&aq=f YouTube]
 
==ლიტერატურა==
Line 163 ⟶ 21:
*[http://www.presa.ge/index.php?text=news&i=8500 საქართველოს პირველი ჩემპიონატი "ლაზურში"]
*[http://www.newsgeorgia.ru/official_statement/20090629/151187732.html первый чемпионат по древнему стилю плавания] (რუსული)
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:ცურვა]]