ალ კაპონე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (5) using AWB
ხაზი 9:
ნეაპოლელი ალ კაპონე ნიუ-იორკში მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, და ბრუკლინში დასახლდა, სანამ ჩიკაგოში გადავიდოდა. კაპონე [[1931]] წელს დაიჭირეს გადასახადებისგან თავის არიდებისა და მისი ბიზნესის ნამდვილი შემოსავლების დამალვის გამო.
 
კაპონეს მამა იყო დალაქი გაბრიელ კაპონე, რომელიც თავის ცოლთან, ტერეზასთან და 2 ვაჟთან, ვინჩენცოსთან (ჯეიმსიჯეიმზი) და რაფაელესთან (რალფი) ერთად გადმობარგდა ნიუ იორკში. მალევე დაებადათ მესამე ვაჟი - სალვატორე (ფრენკი). ჩამოსვლისას კაპონეს ოჯახი კუნძულს ელისიდან უყურებდა თავისუფლების ქანდაკებას, რომლის გვერდითაც იყო მოწყობილი მთავარი ცენტრი ემიგრანტების მიღებისა.
 
ღარიბ იტალიელებს სწამდათ, რომ ამერიკა მათი ცხოვრების გაუმჯობესაბას უზრუნველყოფდა. 1880-იან წლებში 12 ათასი იტალიელი გადმობარგდა ამერიკაში, 1890-იანებში დაახლოებით 5 ათასი ემიგრანტი ჩადიოდა ამერიკაში იტალიიდან. XX საუკუნის დასაწყისში ეს რიცხვი ძალიან გაიზარდა: 1900 - 100 ათასი იტალიელი, 1903 - 230 ათასი იტალიელი, 1907 - 286 ათასი იტალიელი ემიგრანტი.
ხაზი 23:
10 წლიდან კაპონე ქუჩურ ცხოვრებას იწყებს. ხშირად ჩხუბობს და მცირე ბანდიტობას აწვება, ძარცვავს მცირე მოვაჭრეებს და პატარა მაღაზიებს თანატოლ ბანდიტებთან ერთად.
 
ჩამოთვლილის გარდა ალ კაპონეს კიდევ სამი ძმა ყავდა - ერმინიო (ჯონი), უმბერტო (ალბერტი) და ამადეო (მეტიუ). ასევე ყავდა 2 და - როზა და მაფალდა. ძმებიდან ყველა ბანდიტობდა უფროსის, ჯეიმსისჯეიმზის გარდა. ის 16 წლის ასაკში ოჯახიდან წავიდა და მუშაობა ცირკში დაიწყო, რომელიც ხშირად გასტროლირებდა. ის თავის იტალიელობას მალავდა და თავს ასაღებდა ხან მექსიკელად, ხან - ინდიელად. ამის შემდეგ ჯეიმსიჯეიმზი ჯარში წავიდა, მოიხადა ჯარი, შეიცვალა სახელი (გახდა რიჩარდ ჯოზეფ ჰარტი) და პოლიციელობას მიჰყო ხელი, თავისი ძმების შესახებ კი არავის ეუბნებოდა.
 
კაპონე თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ როდესაც ის გადაიყვანეს სახელმწიფო სკოლა #133-ში, მან სწავლას დაანება თავი. 14 წლის ასაკში ის გამოაგდეს ამ სკოლიდან. მან დაარტყა მასწავლებელს, მერე კი სკოლის დირექტორს ეჩხუბა, რომელიც მხარში ამოუდგა იმ მასწავლებელს.
ხაზი 43:
ალფონსომ და მეიმ ქორწილი 1928 წლის 30 დეკემბერს გადაიხადეს. რაღაც პერიოდი კაპონე აღარ განგსტერობდა - სამშენებლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა ოფისში. ეს ალბათ ცოლის გავლენით მოხდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1920 წლის 14 ნოემბერს მან ცუდი ამბავი გაიგო - გარდაიცვალა გულის შეტევით მამამისი გაბრიელ კაპონე 45 წლის ასაკში. ამის შემდეგ კაპონე ძველ ხელობას დაუბრუნდა. არავინ იცის, რატომ დაუბრუნდა წარმატებული ბუღალტერი კრიმინალურ ცხოვრებას, მაგრამ ფაქტია - 22 წლის კაპონე დაუბრუნდა ტორიოს. 1921 წლის იანვარში კაპონემ დატოვა კანტორა. უფროსმა მას 500 დოლარი ასესხა. მალევე კაპონემ დაუბრუნდა მას ეს ფული და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი პატივისცემით იხსენებდა ამ პიროვნებას.
 
ტორიო ამ დროს გადმოვიდა ჩიკაგოში და შეუერთდა თავის ნათესავ ჯეიმსჯეიმზ კოლოსიმოს, რომელიც ძალიან გავლენიანი ბანდიტი იყო. მას მოფერებით "დიდ ჯიმს" ეძახდნენ. მაგრამ 1920 წლის 11 მაისს იეილმა კოლოსიმო თავისავე კაბინეტში მოკლა. მისი დაჭერა ვერ მოახერხა პოლიციამ, რადგან ერთადერთი მოწმე თავის სიცოცხლეს გაუფრთხილდა და დადუმდა. ტორიო ჩიკაგოს ახალი "მმართველი" გახდა. მას ჭირდებოდა მარჯვენა ხელი და ასეთი ვინ იქნებოდა, თუ არა კაპონე?! იმ დროს ყველაზე დიდ შემოსავალს განგსტერებისთვის წარმოადგენდა სათამაშო ბიზნესი და პროტიტუცია. "მშრალი კანონის" შემოღებამ მათზე დადებითად იმოქმედა. ტორიოს შემოჰჰქონდა არალეგალური ალკოჰოლი და "პადვალში" პატარა ქარხანაც გააკეთა, სადაც არალეგალური სპირტიანი სასმელი მზადდებოდა.
 
მალე ტორიომ დააწინაურა კაპონე და ჩააბარა დაწესებულება "ოთხი ორიანი", რომლის პირველ სართულზე განლაგებული იყო ბარი, მეორეზე ტოტალიზატორი, მესამეზე კაზინო, მეოთხეზე კი ბორდელი. ასე გადაიქცა გეტოში გაზრდილი იტალიელი ბავშვი ბიზნესმენად, რომლის შემოსავალი ასეულობით ათასი დოლარი იყო. კაპონეს ფულის ხარჯზე პატიოსანი მოქალაქის იმიჯი ჰჰქონდა შექმნილი და მხოლოდ ერთხელ შეექმნა იმ პერიოდში პრობლემა პოლიციასთან, როდესაც მთვრალი შეასკდა ტაქსისტს და იარაღით მუქარა დაუწყო. მაგრამ მისი გათავისუფლება არ გახდა პრობლემა. მაშინდელი პოლიცია სრულიად კორუმპირებული იყო. მალე მან ჩიკაგოში გადმოიყვანა საცხოვრებლად თავისი ცოლ-შვილი და ნათესავები. შემდეგ კი ვილა იყიდა საუტ პრეიერი ავენიუზე.
ხაზი 109:
1929 წლის 29 ოქტომბერს უოლ სტრიტზე მოხდა საბირჟო კრახი, რასაც მოყვა "დიდი დეპრესია". გაჩნდა აზრები "მშრალი კანონის" გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, არალეგალური სპირტიანი სასმელები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდებოდა მომგებიანი. კაპონე გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა და ხშირად სტუმრობდა ოჯახს ფლორიდაში. მის "იმპერიაში" ბზარები გაჩნდა. ხელისუფლება კაპონეს დაჭერას ლამობდა, მაგრამ მკვლელობების დამტკიცება შეუძლებელი იყო, ამიტომაც მათ სხვა ტაქტიკა აირჩიეს. 1930 წელს ფედერალურმა ძალებმა დაიჭირეს გადასახადების გადაუხდელობის გამო კაპონეს ძმა რალფი. ამ პერიოდში ახალგაზრდა იურისტმა ელიოტ ნესმა შეკრიბა აგენტების ჯგუფი, რომლებიც მტკიცცებულებების შეგოროვებას შეუდგნენ კაპონეს წინააღმდეგ. ნესს 2 000 დოლარი შესთავაზა კაპონემ ქრთამის სახით, მაგრამ იურისტმა არ აიღო თანხა. მან ფორმალური მტკიცებულება მისცა ფედერალურ ძალებს, რის საფუძველზეც კაპონეს დაკავება შესაძლებელი გახდა. ეს 1931 წლის 5 მაისს მოხდა. ბრალდება 22 პუნქტისგან შედგებოდა. გამოძიებას ეხმარებოდა კაპონეს პირადი ბუღალტერი ლესლი შამუეი. პოლიციამ ის თანამშრომლობაზე დაითანხმა ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. კაპონეს ძალიან გაუჭირდა. ის 400 ათას დოლარს სთავაზობდა ფედერალებს ამ საქმის დახურვისთვის, ცდილობდა, რომ რამდენიმე აგენტი მოეკლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 6 ოქტომბერს სასამართლო შედგა. ფედერალურმა პროკურორმა ჯორჯ ჯონსონმა მოამზადა საბრალდებო დასკვნა კაპონეს წინააღმდეგ. იმის გამო, რომ გამორიცხულიყო მოსამართლეების მოსყიდვის ფაქტი, მოსამართლეები ბოლო მომენტში შეცვალეს სხვა მოსამართლეებით. ალ კაპონე დააჯარიმეს 80 ათასი დოლარით და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოხდა მისი და მისი მეუღლის ქონების კონფისკაცია. აპელაცია კი სასამართლომ არ მიიღო. მიუხედავად კონფისკაციისა, მაფიოზი არ გაღარიბდა, რადგან მისი ქონების უდიდესი ნაწილი სხვა პირებზე იყო გაფორმებული.
 
1931 წლის 24 ოქტომბერს კაპონე ილინოისის ერთ-ერთ სიხეში მოათავსეს. ფულისა და სასარგებლო ნაცნობების ხარჯზე ამ ციხეში მას საუკეთესო პირობები ჰქონდა. მაისში ის ატლანტას ფედერალურ სიხეში გადაიყვანეს, 1934 წლის 22 აგვისტოს კი კაპონე ციხე "ალკარტაში" გადაიყვანეს. ამბობენ, რომ იქედან გაქცევა შეუძლებელი იყო. იქ ბევრი ცნობილი განგსტერი იხდიდა სასჯელს, რის გამოც ამ ციხეს "ამერიკის გმირთა სასტუმრო" შეარქვეს. "ალკარტას" ხელმძღვანელი ჯეიმსჯეიმზ ჯონსტონი არ აპირებდა კაპონესთვის რაიმე პრივილეგიის მინიჭებას. ის იყო ერთ-ერთი რიგითი პატიმარი #85 და იატაკსაც წმენდდა სხვა პატიმრების მსგავსად. იქ მას "იტალიელი იატაკის ჯოხით" შეარქვეს. კაპონე თავისთვის პირობების გაუმჯობესაბას ითხოვდა, რაც არ მოწონდათ მის თანაკამერელებს. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, 1936 წლის 23 ივნისს, ის მძიმედ დაჭრეს ზურგში. 1938 წლის 5 თებერვალს კაპონეს ფსიქიკური აშლილობა დაეწყო. ამასთან ერთად ექიმებმა მას ადრე აკიდებული სიფილისიც აღმოუჩინეს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესობისკენ მიდიოდა. მას ნეიროსიფილისი აღმოაჩნდა, რომელიც პროგრესირებდა. ის ლოს ანჯელესში გადაიყვანეს.
 
1939 წლის 16 ნოემბერს ჯანმრთელობის გაუარესების გამო კაპონე ნაადრევად გაათავისუფლეს და გადაიყვანეს საავადმყოფო "უნიონ მემორიალში", სადაც 4 თვე იმყოფებოდა. გამოწერის შემდეგ ის ოჯახთან ერთად დამკვიდრა პალმების კუნძულზე. ძველი მეგობრები ზოგჯერ სტუმრობდნენ კაპონეს, მაგრამ ის უკვე მათ ვეღარ ცნობდა. "ჩიგაკოს მეფე" ჩრდილად გადაიქცა. 1947 წლის იანვარში მას შეტევა მოუვიდა. 25 იანვარს, დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე ის ოჯახის წევრების ხელებში გარდაიცვალა 48 წლის ასაკში. ოჯახმა მისი დაკრძალვა დიდი ხმაურის გარეშე გადაწყიტა. დაკრძალვას 350 ადამიანი ესწრებოდა. 4 თებერვალს ის "მაუნტ ოლივეტის" სასაფლაოზე დაკრძალეს. მის საფლავთან ბევრი თაყვანისცემელი მოდიოდა, რის გამოც მომავალში ოჯახმა ის მალულად გადამარხა "მაუნტ კარმელის" სასაფლაოზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალ_კაპონე“-დან