კოლუმბიის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (2) using AWB
ხაზი 21:
კოლუმბია ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, [[პულიცერის პრემია]]ს, და ის ასევე [[ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაცია|ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ლაურეატთა მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი (კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩათვლით). კოლუმბიის შემოწირულობათა ფონდი და წლიური კვლევის ხარჯები ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის უნივერსიტეტთა შორის.<ref>{{cite web|url= http://mup.asu.edu/research_data.html |title=Research- The Center for Measuring University Performance |publisher=Mup.asu.edu |date= |accessdate=2010-02-22}}</ref> 2008 წელს უნივერსიტეტი რანგით მესამე იყო აშშ-ის უნივერსიტეტთა შორის ფონდების მოზიდვის მაჩვენებლით, რამაც დაახლოებით $495 მილიონი შეადგინა კერზო შემოწირულობათა სახით.<ref>აშშ-ის კოლეჯებსა და უნივერსიტეტბში საქველმოქმედო წვლილი 2008 წელს 6,2 %-ით გაიზარდა [http://www.cae.org/content/pdf/VSE_2008_Survey_Press_Release_with_Tables.pdf]</ref> უნივერსიტეტს ამჟამად ოთხი გლობალური ცენტრი აქვს: [[ამანი]], [[იორდანია]]; [[პეკინი]], [[ჩინეთი]]; [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]; და [[მუმბაი]], [[ინდოეთი]].
 
კოლუმბიის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა და კათედრის წევრთა შორის არიან: ხუთი [[შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამები|შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა]]; ოთხი [[აშშ-ის პრეზიდენტი]], მათ შორის [[ბარაკ ობამა|მიმდინარე]]; ცხრა [[აშშ-ის უზენაესი სასამართლო|უზენაესი მოსამართლე]]; 94 [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი, რაც ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტისას აღემატება; 101 [[პულიცერის პრემია|პულიცერის პრემიის]] ლაურეატი, ასევე ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტზე მეტი;<ref>http://www.pulitzer.org/bycat პულიცერი კატეგორიების მიხედვით</ref> სულ მცირე 25 [[აკადემიის ჯილდო]]ს მფლობელი სულ 30 [[ოსკარი]]თ; 30-ზე მეტი [[ეროვნული სამეცნიერო მედალი|ეროვნული სამეცნიერო მედლის]] მფლობელი; და სულ მცირე 50 [[მაკარტურის გენიოსის პრემია|მაკარტურის გენიოსის პრემიის]] ლაურეატი. კოლუმბიაში ამჟამად ცხრა ნობელის პრემიის ლაურეატი რეზიდენტია, 30 მაკარტურის გენიოსის პერმიის მფლობელი, ოთხი ეროვნული სამეცნირო მედლის ლაურეატი, 143 ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიის წევრი, 38 ეროვნულ აკადემიათა მედიცინის ინსტიტუტის წევრი; 20 ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრი და 43 ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი.<ref>http://www.studentaffairs.columbia.edu/admissions/university/academic/faculty.php ინფორმაცია პროფესორ-მასწავლებლებზე</ref><ref>http://www.nsf.gov/od/nms/recipients.cfm</ref>
 
== კამპუსი ==
=== მორნინგსაიდ ჰაიტსი ===
[[ფაილი:116th Street Columbia University IRT 006.JPG|left|thumb|200px|მისასვლელი უნივერსიტეტთან გაადვილებულია პირდაპირი კავშირით მეტროს წითელი #1 ხაზის 116-ე ქუჩის სადგურთან. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მთავარი ინჟინერი კოლუმბიის კურსდამთავრებულია. ბუნებრივია, რომ მისი დაპროექტებულია სადგური კოლუმბიის მთავარი კამპუსის კარიბჭესთან.]]
[[ფაილი:Nyc_columbiaNyc columbia.jpg|thumb|200px|right|ბატლერის ბიბლიოთეკა (ივნისი 2003)]]
კოლუმბიის საბაკალავრო და სამაგისტრო სკოლათა უმრავლესობა განლაგებულია მის მორნინგსაიდ ჰეიტსის გვიანდელი მე-19 საუკუნის კამპუსზე. ამ კამპუსის დიზაინი ეკუთვნის გამოჩენილ არქიტექტორებს მაკკიმს, მიდსა და უაითს და მოიაზრება მათ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად.
 
კოლუმბიის მთავარ კამპუსს ქალაქის ექვს ბლოკზე მეტი ფართობი უჭირავს (132.000 კვ.მ.), მორნინგსაიდში, აკადემიური უბანი, რომელიც ზემო ვესტ-საიდსა და ჰარლემს შორის მდებარეობს მანჰეტენზე. უნივერსიტეტს საკუთარ მფლობელობაში აქვს 7300 საცხოვრებელი ბინა ამავე უბანში, სადაც განთავსებულია პროფესორ-მასწავლებლები, სამაგისტრო სტუდენტები და სხვა პერსონალი. კამპუსზე 20-მდე სტუდსაცხოვრებელი კორპუსია საბაკალვრო სკოლებისთვის.<ref> [http://www.studentaffairs.columbia.edu/admissions/university/campus/housing.php Columbia University Office of Undergraduate Admissions - Housing & Dining<!-- Bot generated title -->]</ref> უნივერსიტეტს ვრცელი მიწისქვეშა გვირაბების სისტემა აქვს, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. ზოგიერთი მათგანი სტუდენტებისთვის გახსნილია, ზოგი კი საზოგადოებისთვის დახურული.
 
[[ფაილი:Low Memorial Library Columbia University NYC.jpg|thumb|200px|left|[[ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა]]]]
კამპუსზე ახალი შენობები და ნაგებობები, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, ხანგრძლივი საზოგადოებრივი დებატების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით არის აგებული. საზოგადოება ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაკკიმ, მიდ ენდ უაიტის ორიგინალური გეგმისგან გადახვევის მცდელობებზე, რაც ხშირად მოქალაქეთა აქტიურ პროტესტში იზრდებოდა. ასე იყო 1960-იან წლებში იურის ჰოლისა და ყველაზე ბოლოს [[ალფრედ ლერნერ ჰოლი]]ს [[დეკონსტრუქტივიზმი|დეკონსტრუქტივისტული]] კონსტრუქციის მშენებლობისას, რომელიც [[1998]] წელს დასრულდა და იმ პერიოდის კოლუმბიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის, [[ბერნარდ ჩუმი]]ს დაპროექტებულია. მსგავსი წინააღმდეგობა შეხვდა კოლუმბიის [[მანჰატენვილი]]ს ექსპანსიის პროექტსაც.
 
[[ფაილი:Columbia_College_WalkColumbia College Walk.jpg|thumb|200px|"კოლეჯ უოლკი" შემაერთებელი ბილიკია [[ბროდვეი (ნიუ-იორკი)|ბროდვეისა]] და ამსტერდამ ავენიუს შორის.]]
კოლუმბიის ბიბლიოთეკების სისტემა 9,5 მილიონ კრებულს მოიცავს, რითაც ის სიდიდით მეხუთე საკოლეჯო და მერვე საბიბლიოთეკო სისტემაა ქვეყანაში.<ref>წყაროები ცვალებადია; მაგ. {{cite web | date = 14 სექტემბერი 2005 | url = http://www.columbia.edu/cu/opir/facts.html?libraries | title = FACTS 2005: Libraries | work = Planning and Institutional Research|publisher = Columbia University Office of the Provost|accessdate = 2006-08-10}}: "9.5 million printed volumes"; {{cite web|url=http://www.ala.org/Template.cfm?Section=libraryfactsheet&Template=/ContentManagement/ContentDisplay.cfm&ContentID=101295|title=The Nation's Largest Libraries: A Listing By Volumes Held, ALA Library Fact Sheet Number 22|publisher=American Library Association|accessdate=2007-04-30|date=დეკემბერი, 2006}}: 9,277,042 "volumes held."</ref>
 
ხაზი 49:
 
=== ბატლერის ბიბლიოთეკა ===
მთავარი ბიბლიოთეკა, რომელიც გაჭედილია შუალედური და საკურსო გამოცდების პერიოდში, სამ ნაწილად იყოფა: საცავი, სასწავლო ოთახები და კაფე. საფინალო გამოცდების პერიოდში, სტუდენტები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე მოვიდნენ ადგილის საშოვად. ბატლერში უნივერსიტეტის 9,2 მილიონი ბეჭდური გამოცემიდან 1,9 მილიონია განთავსებული,<ref> [http://www.columbia.edu/cu/lweb/news/libraries/2006/2006-09-01.bible.html Columbia's Rare Book & Manuscript Library Acquires Early Thirteenth-Century Manuscript Bible<!-- Bot generated title -->]</ref>, რომელთა უმრავლესობა ჰუმანიტარულ და ისტორიულ თემებს ეხება. სხვა ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით, ბატლერი ნაწილობრივ მაინც ღიაა 24 საათის განმავლობაში მათთვის, ვისაც გვიან ღამე სამეცადინოდ ადგილი სჭირდება. აქვეა განთავსებული იშვიათ წიგნთა და მანუსკრიპტთა ბიბლიოთეკა (მათ შორის უნივერსიტეტის არქივები), ფილიპ მილსტეინის საბაკალავრო ბიბლიოთეკა, ზეპირი ისტორიის კოლექცია და ბატლერის მედია კოლექცია. ბატლერი ერთ-ერთია კამპუსის 24 ბიბლიოთეკიდან, რომელთა უმრავლესობა გარკვეულ თემატიკაზე სპეციალიზდება.<ref>[http://www.columbia.edu/cu/lweb/indiv/libraries.html ''კოლუმბიის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები'']</ref>
 
=== ევერის არქიტექტურისა და ნატიფ ხელოვნებათა ბიბლიოთეკა ===
ხაზი 78:
1784 წელს სკოლა ხელახლა გაიხსნა როგორც "კოლუმბიის კოლეჯი" — რომანტიულად პატრიოტული სახელი, რომელიც ახალი რესპუბლიკისადმი ლოიალურობას უსვამდა ხაზს. თუმცა ეს გახსნა ისე განხორციელდა, რომ კოლუმბიის კოლეჯი განსხვავებული უნდა ყოფილიყო როგორც ხასიათით ისე სახელითაც. ახალ ქარტიაში კოლეჯის ყოფილი ინგლისის ეკლესიასთან ასოციაცია არ ფიგურირებდა. მისი მმართველობა რეგენტთა საბჭოს უნდა ჩაბარებოდა, რომლებიც ნიუ-იორკის შტატის ყველა საგრაფოს წარმოადგენდნენ, ხოლო გუბერნატორი კლინტონი კი კანცლერი იქნებოდა. როგორც შტატის ქონება შტატის კონტროლს ქვეშ, კოლუმბია უნდა გამხდარიყო მთელი შტატის საზოგადოებრივი განათლების სისტემის ბაზისი.
 
ვინაიდან შტატმა ამ დაწესებულების დაფინანსებით დიდად თავი არ შეიწუხა, ამგვარი გარიგება ორივე მხარისთვის სწრაფად მიუღებელი ხდებოდა. რეგენტთა ექსპანსიამ 20 ახალი ნიუ-იორკის მოქალაქით ჰამილტონსა და ჯეის უპირატესობა მისცა და ისინი, ნიუ-იორკის მერ ჯეიმსჯეიმზ დუეინთან ერთად, კოლეჯის პრივატიზაციას აწვებოდნენ. [[1787]] წელს კოლეჯის ახალი ქარტია მიიღეს, რომელიც დღემდე ძალაშია, და რომელმაც კერძო რწმუნებულთა საბჭოს უფლებამოსილება მიანიჭა. სემუელ ჯონსონის ვაჟი, უილიამ სემუელ ჯონსონი მისი პრეზიდენტი გახდა.
 
1790-იან წლებში ნიუ-იორკის ფედერალური და შტატის დედაქალაქად გამოცხადების პერიოდში განახლებული კოლუმბია ყვაოდა ფედერალისტი ჰამილტონისა და ჯეის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1790 წელს სემესტრის გახსნას [[ჯორჯ ვაშინგტონი]] დაესწრო. იმავე წლიდან გაღვივდა ინტერესი იურიდიულ განათლებაში პროფესორ ჯეიმსჯეიმზ კენტის ხელმძღვანელობით. შტატისა და ქვეყნის ჯეფერსონის ერაში შესვლასთან ერთად კოლეჯის იღბალმა ნელ-ნელა უკუღმა შებრუნება დაიწყო. უმთავრესი სირთულე დაფინანსება იყო; კოლეჯი, რომელიც უკვე ნაკლებ ფულს იღებდა შტატიდან პრივატიზაციის გამო, სულ უფრო ღრმა ფინანსურ კრიზისში ვარდებოდა მოქიშპე პოლიტიკოსთან ძალაუფლებაში მოსვლის გამო და ასევე ახალი აპსტეიტის კოლეჯები ჰამილტონი და იუნიონი უფრო ეფექტურად ახერხებდნენ სუბსიდიების მიღებას. ის რაც კოლუმბიას შეხვდა იყო [[მანჰეტენი]]ს უძრავი ქონება, რაც მხოლოდ მოგვიანებით გახდა მომგებიანი.
 
კოლუმბიის რეპუტაცია ძირს ვარდებოდა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში. იურიდიული ფაკულტეტის წარუმატებლობის გამო [[1807]] წელს სამედიცინო ფაკულტეტი სკოლას გამოეყო და მედიკოსთა და ქირურგთა დამოუკიდებელ კოლეჯს შეუერთდა. წინააღმდეგობამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის პიკს მიაღწია [[1811]] წლის "ჯანყიანი გახსნისას", როდესაც სტუდენტებმა აურზაური მოაწყვეს მმართველობის გადაწყვეტილების გამო ხარისხი არ მიენიჭებინა ჯონ სტივენსონისთვის, რომელმაც მის სიტყვაში წინააღმდეგობრივი ფრაზები შეიტანა.
ხაზი 111:
 
=== ორგანიზაცია ===
უნივერსიტეტის საბაკალავრო სკოლებია: [[კოლუმბიის კოლეჯი]], ფუს ფონდის საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერების ფაკულტეტი, ზოგად საგანთა ფაკულტეტი. უნივერსიტეტს საფილიალო კავშირები აქვს [[ბარნარდის კოლეჯი|ბარნარდის კოლეჯთან]] (საბაკალავრო ლიბერალურ ხელოვნებათა კოლეჯი ქალთათვის), [[ტიჩერსის კოლეჯი|ტიჩერსის კოლეჯთან]], ებრაულ თეოლოგიურ სემინარიასთან და გაერთიანებულ თეოლოგიურ სემინარიასთან. შეთანხმებით ბარნარდისა და ტიჩერსის კოლეჯების კურსდამთავრებულებს დიპლომსა და ხარისხს კოლუმბიის უნივერსიტეტი ანიჭებს.
 
=== რეიტინგი ===