ექიმი ჰაუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 54 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q23558
ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ using AWB
ხაზი 17:
'''ექიმი ჰაუსი''', ცნობილია აგრეთვე როგორც უბრალოდ ჰაუსი, არის ამერიკული [[სატელევიზიო სამედიცინო დრამა]], რომლის დებიუტიც 2004 წლის 16 ნოემბერს შედგა [[ფოქსის სამაუწყებლო კომპანია|სამაუწყებლო კომპანია ფოქსის]] ეთერში. მისი შემქმნელები არიან [[დეივიდ შორი]] და [[პოლ ატანაზიო]]. შოუს მთავარი გმირია ექიმი [[გრეგორი ჰაუსი]] ([[ჰიუ ლორი]]), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, [[ნიუ-ჯერსი]]ში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.
 
ჰაუსს ხშირად აქვს კამათი თავის უფროსთან, საავამდყოფოს ადმინისტრატორ ლიზა კადისთან და დიაგნოსტიკთა გუნდთან, რადგანაც ხშირად მისი ჰიპოტეზები პაციენტების ავადმყოფობასთან დაკავშირებით დამყარებულია ბევრისთვის გაუგებარ და საკამათო დაკვირვებებზე. ჰაუსის ერთადერთი მეგობარია ექიმი ჯეიმსჯეიმზ უილსონი, იმავე საავადმყოფოში ონკოლოგიური განყოფილების უფროსი. პირველი სამი სეზონის განმავლობაში ჰაუსის დიაგნოსტიკურ გუნდში შედიოდნენ: რობერტ ჩეისი, ელისონ ქემერონი და ერიკ ფორმენი. მესამე სეზონის ბოლოს ფორმენმა და ქემერონმა განცხადებები დაწერეს სამსახურიდან წასვლის შეასხებ, ჩეისი კი ჰაუსმა თვითონ გააგდო. მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდებში ჰაუსმა კონკურსი მოაწყო დიაგნოსტიკური გუნდის ახალი წევრების შესარჩევად და საბოლოოდ კონკურსანტებიდან სამი - რემი „ცამეტი“ ჰედლი, კრის თაუბი და ლოურენს ქათნერი დატოვა. გუნდს მოგვიანებით ისევ შეუერთდა ფორმენი, ჩეისმა და ქემერონმა კი საავადმყოფოს სხვა განყოფილებეში განაგრძეს მუშაობა და შესაბამისად შოუდან არ გამქრალან.
 
სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს [[ოქროს გლობუსი]] და [[ემი (პრემია)|ემის]] ჯილდოები. აქამდე ეთერში გავიდა სერიალის 6 სეზონი. ამჟამად მიმდინარეობს მე–7–ს ჩვენება, რომლის ბოლო სერიის პრემიერა 2011 წლის 11 აპრილს შედგება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ექიმი_ჰაუსი“-დან