ალეგზანდერ ჰამილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (4) using AWB
(ჯეიმს - ჯეიმზ, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (4) using AWB)
[[ფაილი:Alexander Hamilton.jpg|thumb|200px|ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტი, ავტ. ჯონ თრამბალი, 1792]]
'''ალექსანდრ ჰამილტონი''' (''[[ინგლ.]] Alexander Hamilton'') (დ. [[11 იანვარი]], [[1755]] ან [[1757]] — გ. [[12 ივლისი]], [[1804]]) — ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და სამხედრო. ჰამილტონი „[[ფედერალისტთა დოკუმენტები|ფედერალისტთა წერილები]]“ ერთ–ერთი ავტორია (ინგლ. Federalist Papers). ამ დოკუმენტით დაიცვეს აშშ–ს ახალი კონსტიტუცია სკეპტიკოსი ნიუ–იორკელებისგან. ჰამილტონის დამსახურებაა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება, ის იყო [[აშშ-ის ხაზინის მდივანი|ფინანსთა მინისტრი]], მან ჩამოაყალიბა [[პირველი ამერიკული ბანკი]], სახალხო კრედიტი და [[საფონდო ბირჟა]]. საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების [[ჯეფერსონი, თომას|თომას ჯეფერსონისა]] და [[ჯეიმსჯეიმზ მედისონი|ჯეიმსჯეიმზ მედისონისაგან]] დასაცავად, ჰამილტონმა ჩამოაყალიბა პირველი პოლიტიკური პარტია, [[ფედერალისტთა პარტია]], რომლის ლიდერიც იყო ვიდრე [[ბური, აარონ|აარონ ბურთან]] დუელის დროს არ დაიღუპა.
 
== ადრეული წლები ==
[[ფაილი:Young_alexander_hamiltonYoung alexander hamilton.jpg|thumb|left|250px|ალექსანდრ ჰამილტონი ბავშვობაში]]
 
ალექსანდრ ჰამილტონი დაიბადა [[ნევისი|ნევისზე]], [[კარიბები]]ს ერთ–ერთ კუნძულზე. მამამისი იყო [[შოტლანდიელი]] ბიზნესმენი ჯეიმსჯეიმზ ჰამილტონი, ხოლო დედა [[ფრანგი]] [[ჰუგენოტი]]. ჰამილტონის დაბადების თარიღთან დაკავშირებით არის გაურკვევლობა, თვითონ ჰამილტონი ამბობდა რომ ეს იყო 1757 წელი, თუმცა სასამართლო ჩანაწერების მიხედვით მისი დაბადების წელია 1755. ისტორიკოსი [[ჩერნოუ, რონალდ|რონ ჩერნოუს]] მტკიცებით, ჰამილტონმა სპეციალურად გაიახალგაზრდავა თავი და მისი დაბადების თარიღი 1757 წლად გამოაცხადა, [[მეფის კოლეჯი|მეფის კოლეჯში]] (ამჟამად [[კოლუმბიის უნივერსიტეტი]]) ჩასარიცხად.
 
ჰამილტონი მამამ მიატოვა, ხოლო დედა გარდაიცვალა [[1768]] წელს. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კუნძულ [[კუნძული სენტ კრუა|სენტ კრუაზე]] დედის ნათესავებთან. იქ მან თავისი ბიძის საბუღალტრო ფირმაში დაიწყო მუშაობა კლერკად. როდესაც ბიძამისი ნიკოლას კრუგერი მიდიოდა საზღვარგარეთ ხელმძღვანელად ალექსანდრს ტოვებდა.
 
ჰამილტონმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო ქარიშხალის შესახებ, რომელმაც რამდენიმეჯერ შეუტია [[კარიბის კუნძულები|კარიბის კუნძულებს]]. სტატია იმდენად კარგად და დრამატულად იყო დაწერილი, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ჰამილტონის [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკაში]] გაგზავნა დაეფინანსებინათ. იგი 6 თქვე ცხოვრობდა [[ელიზაბეთი, ნიუ ჯერსი|ელიზაბეთში]] ([[ნიუ ჯერსი]]), ხოლო [[1772]] წელს იგი დასახლდა [[ნიუ იორკი|ნიუ იორკში]]. შემდგომში მან ჩააბარა მეფის კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა ანატომიას, რადგან სურდა გამოსულიყო ექიმი.
 
[[1777]] წელს იგი შეუერთდა [[ვაშინგტონი, ჯორჯ|ჯორჯ ვაშინგტონს]] და გახდა გენერალ პოლკოვნიკი. 4 წლის განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონის მდივანი და დამხმარე კონფიდენციალურ საკითხებში.
 
[[1780]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]] ალექსანდრ ჰამილტონი დაქორწინდა ელიზაბეთ შილერზე, გენერალ [[შილერი ფილიპ|ფილიპ შილერის]] ქალიშვილზე.
 
[[ფაილი:Hamilton-Alexander-LOC.jpg|thumb|150px|ალექსანდრ ჰამილტონი]]
== ფინანსთა მინისტრობა ==
 
[[მორისი, რობერტ|რობერტ მორისის]] რჩევით, ჯოჯრ ვაშინგტონმა, პირველ ფინანსთა მინისტრად დანიშნა ალექსანდრ ჰამილტონი. მან თავისი პოსტი დაიკავა [[1789]] წლის [[11 სექტემბერი|11 სექტემბერს]] და მუშაობდა ამ პოსტზე [[1795]] წლის [[31 იანვარი|31 იანვრამდე]].
 
ჰამილტონმა შემოიტანა ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მან დიდი წვლილი შეიტანა [[აშშ-ის საზღვაო ძალები|აშშ-ის საზღვაო ძალების]] შექმნაში. მან შექმნა პირველი ამერიკული ბანკი
== მინისტრობის შემდგომი პერიოდი ==
 
[[1794]] წელს ჰამილტონმა რომანი გააბა [[რეინოლდსი, მარია|მარია რეინოლდსთან]], ამან მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა და შემდგომ პოლიტიკურ წინსვლაში ხელი შეუშალა. რეინოლდსის ქმარმა გადაწყვიტა ჰამილტონის დაშანტაჟება, რისთვისაც ის დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ რეინოლდსი დაუკავშირდა [[ჯეფერსონის რესპუბლიკელები|ჯეფერსონის რესპუბლიკელებს]], კერძოდ [[ჯეიმზ მონრო]]ს. ჰამიტლონმა უარყო ყველა ბრალდება, თუმცა არ უარყოფდა მარია რეინოლდსთან ნაცნობობას.
 
მონრო შეპირდა ალექსანდრ ჰამილტონს, რომ ყველა დეტალს საიდუმლოდ შეინახავდა და საჯაროდ არ გამოაქვეყნებდა, თუმცა [[თომას ჯეფერსონი]] ასე არ ფიქრობდა. ჭორების გავრცელების შემდეგ ჰამილტონი იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა ეს ფაქტი, რამაც შოკში ჩააგდო მისი მომხრეები და ოჯახის წევრები. კონფიდენციალურობის დარღვევისათვის და სიტყვის გატეხვისათვის ჰამილტონა დუელში გამოიწვია [[ჯეიმსჯეიმზ მონრო]], თუმცა ეს დუელი მაშინდელი სენატორის [[აარონ ბური]]ს ძალისხმევის შედეგად გაუქმდა.
 
[[1795]] წელს ჰამილტონი გადადგა ფინანსთა მინისტრობიდან თუმცა საჯარო სამსახურს არ დამშვიდობებია. იგი რჩებოდა ვაშინგტონის მრჩევლად. სწორედ ჰამილტონის რჩევით დაწერა ჯოჯრ ვაშინგტონმა „[[ჯორჯ ვაშინგტონის „გამოსამშვიდობებელი მიმართვა“|გამოსამშვიდობებელი მიმართვა]]“ . მიუხედავად ვაშინგტონის და ჰამილტონის კარგი ურთიერთობისა, მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა [[ადამსი, ჯონ|ჯონ ადამსთან]]. ჰამიკლტონმა [[1800]] წელს გამოაქვეყნა ჯონ ადამსის კრიტიკით სავსე წერილი, რამაც ხელი შეუშალა ჯონ ადამსის გამარჯვებას [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1800)|1800 წლის არჩევნებში]].
 
ჯეფერსონმა დაამარცხა ადამსი, მაგრამ მან და მისმა თანამებრძოლმა აარონ ბურმა მიიღეს 73–73 ხმა, პირველ ადგილზე გასული ადამიანი უნდა ყოფილიყო [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] ხოლო მეორე ადგილზე გასული [[ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი|ვიცე პრეზიდენტი]], რადგან კანდიდატებს თანაბარი ხმები ჰქონდათ, გადაწყვეტილება უნდა მიეღო [[წარმომადგენელთა პალატა (აშშ)|წარმომადგენელთა პალატას]], აქ კი დიდი როლი ითამაშა ჰამილტონმა და თავისი მომხრეების მობილიზებით ჯეფერსონს მისცა დიდი უპირატესობა, მიუხედავად იმისა რომ იგი ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა ჯეფერსონს, მან აარონ ბურის გაპრეზიდენტებას ისევ ჯეფერსონი არჩია. ჯეფერსონი გახდა პრეზიდენტი, ხოლო ბური შესაბამისად ვიცე პრეზიდენტი.
 
== დუელი აარონ ბურთან ==
[[ფაილი:Hamilton-burr-duel.jpg|thumb|left|200px|დუელი აარონ ბურთან]]
არჩევნებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, პრესაში გამოქვეყნდა სტატია სადაც თავმოყრილი იყო ჰამილტონის აზრები აარონ ბურის შესახებ, ფრაზები ჩაწერილი იყო პირადი საუბრების დროს. ჩათვალა რა, რომ პოლიტიკურ რეიტინგს დაიბრუნებდა, ბურმა ჰამილტონისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა, რაზეც უარი მიიღო.
 
საერთო მეგობრების მცდელობების მიუხედავად [[დუელი]] თავიდან ვერ აიცილეს და ის [[1804]] წლის [[11 ივლისი|11 ივლისს]] დაინიშნა [[ჰუდსონი (მდინარე)|მდინარე ჰუდსონის]] სანაპიროზე [[უიჰაუკენი, ნიუ ჯერსი|უიჰაუკენის]] ([[ნიუ ჯერსი]]) მახლობლად.
 
დუელი გამთენიისას დაიწყო, ვიცე პრეზიდენტმა ბურმა დაჭრა ჰამილტონი, ხოლო ჰამილტონის ნასროლი ტყვია ასცდა მის მოწინააღმდეგეს.
 
ჰამილტონი მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, რომელიც მდებარეობს მანჰეტენზე. [[გუვერნორი, მორის|გუვერნორ მორისმა]], ჰამილტონის პოლიტიკურმა თანამებრძოლმა, დასაფლავების შემდეგ საიდუმლოდ შექმნა ფონდი რათა დახმარებოდა ჰამილტონის ქვრივსა და შვილებს.
 
== ჰამილტონის დამსახურება ==
[[ფაილი:US10dollarbill-Series_2004ASeries 2004A.jpg|thumb|200px|ჰამილტონის პორტრეტი 10 დოლარიან ბანკნოტზე]]
 
დასაწყისიდანვე, ჰამილტონი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე და შექმნა პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი ქმნიდა პროექტებს და თვითონვე გაჰქონდა და იცავდა [[აშშ-ის კონგრესი|კონგრესის]] წინაშე.
 
ჰამილტონის დამსახურებაა ისიც რომ [[ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია|ამერიკის კონსტიტუცია]] არის მკვეთრად ფედერალისტური. თომას ჯეფერსონის წინააღმდეგობის მიუხედავად ჰამილტონმა დააარსა ქვეყნის პირველი ეროვნული ბანკი.
 
ჰამილტონის პორტრეტი [[ამერიკის სამოქალაქო ომი|ამერიკის სამოქალაქო ომის]] დროს გამოჩნდა 2, 5, 10 და 50 დოლარიან ბანკნოტებზე. მისი პორტრეტი დღემდე რჩება 10 დოლარიან ბანკნოტზე. [[რეიგანი, რონალდ|რონალდ რეიგანის]] სიკვდილის შემდეგ იყო საუბრები იმაზე რომ ჰამილტონის პორტრეტი ჩაენაცვლებინათ რეიგანის პორტრეტით თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.
 
{{DEFAULTSORT:ჰამილტონი, ალექსანდრე}}
 
[[კატეგორია:აშშ-ის ხაზინის მდივნები]]
[[კატეგორია:ამერიკელი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1804]]
 
{{Link FA|bg}}
{{Link GA|no}}
49,737

რედაქტირება