ლეონიდასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 56 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q44228
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი
[[ფაილი:Leonidas statue1b.jpg|thumb|250px|მეფე ლეონიდასის ქანდაკება]]
|ქვეყანა = [[სპარტა]] ([[ძველი საბერძნეთი]])
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = ლეონიდას I
|ორიგინალური სახელი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Leonidas statue1b.jpg
|წარწერა = 'ლეონიდასის ქანდაკება'
|მმართველობის დასაწყისი = ძვ.წ. 489
|მმართველობის დასასრული = 480
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[კლეომენეზ I]]
|მემკვიდრე = [[პლისტარქუსი]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = ძვ.წ 440
|დაბადების ადგილი = [[სპარტა]]
|გარდაცვალების თარიღი = ძვ.წ 480
|გარდაცვალების ადგილი = [[თერმოპილე]]
|ქორწინება =
|შვილები =
|სრული სახელი =
|დინასტია = [[აგიადები]]
|მამა = [[ანაქსანდრიდას II]]
|დედა = ცნობილი არაა
|რელიგია = [[ბერძნული პოლითეიზმი]]
|ხელმოწერა =
}}
 
'''ლეონიდასი''' (ძვ. წ. 508/507-480) - [[სპარტა|სპარტის]] მეფე (ძველი საბერძნეთი). [[ბერძენ-სპარსელთა ომები|ბერძენ-სპარსელთა ომები]]ს დროს, [[ძვ. წ. 480]] წელს სათავეში ჩაუდგა ბერძენთა გაერთიანებულ ჯარს საბერძნეთში შემოჭრილი სპარსეთის მეფის [[ქსერქსე]]ს წინააღმდეგ. ლეონიდასი 300 რჩეული სპარტელით იცავდა ბერძენთა ჯარის ძირითადი ნაწილის უკანდახევას და გმირულად დაეცა [[თერმოპილეს ბრძოლა|თერმოპილეს ბრძოლაში]]. მადლიერმა თანამემამულეებმა ძეგლი აღუმართეს და მისი სახელი [[პატრიოტიზმი]]ს სიმბოლოდ იქცა.
 
==ცხოვრება==
[[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ცნობით, ლეონიდასისი დედა, მისი მამის — [[ანაქსანდრიდას II]] ძმისწული იყო, მათ შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ [[ეფორი|ეფორები]] (სახელმწიფო მოხელეები, სპარტაში) ცდილობდნე მეფე დაერწმუნებინათ, რომ გაყროდა ცოლს, თუმცაღა ეს ვერ მოახერხეს, რადგანაც მეფე უარზე იყო. [[ეფორი|ეფორებმა]] მხოლოდ იმაზე დაითანხმეს მეფე, რომ შეერთო მეორე ცოლიც, მაგრამ არც პირველს გაყროდა. მისი მეორე ცოლია [[სპარტა|სპარტელი]] პოლიტიკოსის ჩილიონ ბრძენის ასული. მათ მალევე გაუჩნდათ ვაჟი — [[კლეომენეზ I|კლეომენეზი]]. მეფეს პირველი ცოლისგან სამი ვაჟი ეყოლა. პირველი, 1 წელიწადში გაჩნდა და მისი სახელია — [[დორეუსი]], ხოლო შემდეგ გაჩნდნენ ტყუპები — კლეომბროტუსი და 'ლეონიდასი'.<ref>Herodotus, [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Hdt.+5.39 5.39&ndash;41]; Jones, p. 48.</ref> ვინაიდან ლეონიდასი არ იყო ტახტის მემკვიდრე ისიც ისევე აღიზარდა, როგორც ყველა ჩვეულებრივი სპარტელი.<ref>For more information on the agoge see: Nigel M. Kennell, ''The Gymnasium of Virtue'', Chapel Hill, University of North Carolina Press, 1995.</ref> იგი ერთ-ერთი იშვიათ მეფეთაგანია, რომლებსაც მოუწიათ ასეთი მკაცრი სასწავლო რეჟიმის გადატანა.
 
[[|ანაქსანდრიდას II|ანაქსანდრიდასი]] გარდაიცვალა ძვ.წ [[520]] წელს,<ref name="Morris 35">Morris, 35</ref> ხოლო მეფე გახდა მისი უფროსი ვაჟი [[კლეომენეზ I|კლეომენეზი]].<ref>W. G. Forrest, ''A History of Sparta 950–192 B.C., New York, W.W. Norton & Company, 1968, p. 85.</ref> [[დორეუსი]] იმდენად ამაყი აღმოჩნდა, რომ არ სურდა [[სპარტა|სპარტაში]] დარჩენა და თავის ნახევარ-ძმის მორჩილება და ამიტომ მან მოითხოვა ჯარის მიცემა, რათა დაეარსებინა კოლონია [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]]. მან ეს მოახერხა კიდეც, რაც ნამდვილად არ შედიოდა [[კართაგენი|კართაგენის]] ინტერესებში, ამიტომ მათ 3 წელიწადში განდევნეს [[დორეუსი]] [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკიდან]]. მან ამის შემდეგ კოლონიის დაარსება [[სიცილია|სიცილიაშიც]] სცადა, რაც ვერ მოახერხა და სწორედ ამ მცდელობას შეეწირა იგი.<ref>Herodotus, [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Hdt.+5.42 5.42&ndash;48]</ref> ლეონიდასისისა და [[კლეომენეზი|კლეომენეზის]] ურთიერთობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ ლეონიდასმა ცოლად შეირთო მის ასული — [[გორგო]] ძვ.წ[[490]] წლამდე, მანამდე, სანამ მეფე გახდებოდა.<ref>Paul Cartledge, ''The Spartans: The World of the Warrior-Heroes of Ancient Greece'', New York, Vintage Books, 2002, p. 126.</ref>
[[File:3420 - Milano - Ernesto Bazzaro (1859-1937) - Monumento a Felice Cavallotti (1906) - Foto Giovanni Dall'Orto 23-Jun-2007.jpg|thumb|ლეონიდას I-ის მონუმენტი [[მილანი|მილანში]]. ქანდაკება დამზადებულია [[ერნესტო ბაზარო|ერნესტო ბაზაროს]] მიერ [[1906]] წელს.]]
 
[[დორეუსი|დორეუსის]] სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრე 'ლეონიდასი' გახდა და ამავე დროს იგი სრულუფლებიანი მოქალაქეც იყო. [[აქემენიანთა იმპერია|სპარსეთის იმპერიამ]] [[სპარტა|სპარტას]] დაპყრობა განიზრახა და ძვ.წ [[492|492]]/[[491]] წლებში მათ მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს სპარტელებისგან. ამ დროს მეფე — [[კლეომენეზ I|კლეომენეზი]] უკვე გაქცეული იყო [[სპარტა|სპარტიდან]]. [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ცნობით იგი ჭკუიდან შეიშალა და ამიტომ გააძევეს სამშობლოდან. უმეფოდ დარჩენილი [[სპარტა]] კი დახმარებას ითხოვდა [[აქემენიანთა იმპერია|სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის]] წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
[[პლუტარქე]] ლეონიდასისი შესახებ წერს: "ერთხელ მას უთხრეს: 'შენ რომ მეფე არ იყო არაფრით ხარ ჩვენზე უკეთესი', ხოლო ლეონიდასმა უპასუხა: 'კი, მაგრამ მე რომ თქვენზე უკეთესი არ ვიყო, მეფე არ ვიქნებოდი'"<ref>Plutarch on Sparta, Sayings of Spartans, Leonidas son of Anaxandridas, #1</ref>
 
ძვ.წ [[481]] წელს შეიკრიბა საერთო ბერძნული კონგრესი. მას უნდა ემსჯელა [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიანთა]] წინააღმდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე კონგრესის დადგენილებით ბერზნული ქალაქ-სახელმწიფოების ყველა წევრს ევალებოდა სამშობლოს დაცვა, ხოლო ის ქალაქი, რომელიც სპარსელებს მიემხრობოდა სასტიკად უნდა დაესაჯათ. გაერთიანებული ჯარის წინამძღოლად კი აირჩიეს ლეონიდასი.
 
==თერმოპილეს ბრძოლა==
მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ სპარტელებიც სხვა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ერთად იბრძოლებდნენ [[აქემენიანთა იმპერია|სპარსელთა]] წინააღმდეგ, სპარტელები რჩევის საკითხად წავიდნენ [[პითია|პითიასთან]], [[დელფოს ორაკული|დელფოს ორაკულში]]. პითიამ სპარტელებს ნაწინასწარმეტყველება ლექსად მოახსენა:
 
:"სპარტას მაცხოვრებლებო,
:თქვენ დიად ქალაქს სპარსელი მამაკაცები გაანადგურებენ,
:თუ ასე არ მოხდა, [[სპარტა|ლაკედემონს]] [[ჰერაკლე|ჰერაკლეს]] შთამომავალი მეფის დატირება მაინც მოუწევს.
:ლომისა და ხარის ძალა ვერ დაიცავს მას ამისგან, ეს თვით ზევსის წინასწარმეტყველებაა."<ref name="7.220">Herodotus, [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Hdt.+7.220 7.220]</ref>
 
პითიას წინასწარმეტყველებას თან ერთვოდა ისიც, რომ ამ დროს ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები, ხოლო სპარტელ დიდებულთა აზრით ამ დროს ომი ღმერთებს განარისხებდა, ამიტომ მათ მხოლოდ 300 ჯარისკაცი გამოყვეს [[აქემენიანთა იმპერია|სპრსელებთან]] საბრძოლველად, რომელთაც მეფე — ლეონიდასი სარდლობდა, ისევე, როგორც ბერძენთა გაერთიანებულ ლაშქარს. ლეონიდასს შესთავაზეს მეომართა რაოდენობა 1000-მდე გაეზარდა, რაზეც ლეონიდასმა უპასუხა: "1000 გამარჯვებას არ ეყოფა, დასახოცად კი 300 საკმარისია". ამგვარად ძვ.წ [[480]] წლის აგვისტოს ლეონიდასი 300 სპარტელთან ერთად წავიდა სიკვდილთან შესაგებებლად. მას [[თერმოპილე|თერმოპილესთან]] ბერძენთა დანარჩენი ჯარის შეუერთდა. საბოლოოდ ბერძენთა ჯარმა 14,000-ს მიაღწია, როდესაც ქსერქსეს ჯარის რაოდენობა მათ ჯარს ბევრად ჭარბობდა. [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ინფორმაციით სპარსელთა მხედრობა 2 მილონამდე ჯარისკაცს ითვლიდა, თუმცაღა თანამედროვე მეცნიერებს ეს ინფორმაცია არაზუსტად მიაჩნიათ და თვლიან, რომ სპარსელთა არმიის რიცხობრიობა 50,000-დან 200,000-მდე მერყეობდა.<ref>{{cite book | last=De Souza | first=Philip | title=The Greek and Persian Wars 499–386 BC | publisher=Osprey Publishing | location=Oxford|year=2003 | page=41 | url=http://books.google.co.uk/books?id=V5BeCF82gwUC&lpg=PA3}}</ref>
 
[[ქსერქსე]] შეტევაზე გადასვლას არ ჩქარობდა, პირიქით მან 4 დღე დაიცადა იმ იმედით, რომ ბერძნები დანებდებოდნენ. მეხუთე დღეს კი [[აქემენიანთა იმპერია|სპარსელები]] შეტევაზე გადავიდნენ. ბერძნები 2 დღის მანძილზე იგერიებდნენ [[აქემენიანთა იმპერია|სპარსთა]] ფრონტალურ იერიშებს. [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ცნობით ბერძნებმა 20,000 სპარსელი დახოცეს, თვითონ კი 2,500 მებრძოლი დაკარგეს. თვით სპარსელთა რჩეული ჯარისკაცები — 'უკვდავებიც' კი უკუიქცნენ ბერძნებთან ბრძოლისას, ხოლო ამავე ბრძოლაში დაიღუპა [[ქსერქსე|ქსერქსეს]] ორი ძმა (აბროკომეზი და ჰიპერანთესი).<ref>{{cite book | last = Herodotus | coauthors = George Rawlinson, ed. | title = The History of Herodotus | publisher = D. Appleman and Company | year = 1885 | location = New York | pages = bk. 7 | url = http://www.shsu.edu/~his_ncp/Herother.html }}</ref> სპარსთა მეფემ დააწესა ჯილდო მისთვის ვინც მის ჯარს მტრის ზურგში მოაქცევდა. მას მალევე გამოეხმაურა [[ეფიალტი]] და მტრის ზუგში მისასვლელი გზა უჩვენა.<ref>{{cite book | last = Herodotus | coauthors = Henry Cary, ed. | title = The Histories of Herodotus | publisher = D. Appleton and Company | year = 1904 | location = New York | page = 438 | url = http://books.google.com/books?id=QsIcxGrq6QAC&printsec=frontcover&dq=History+of+Herodotus&ei=oN3zSbC6BaDCzQT5soXLDQ#PPA438,M1 }}</ref> ეს რომ ლეონიდასმა გაიგო ბერძენთა ბერძნული შენაერთები ბრძოლის ველიდან გაუშვა და ბრძოლის ველზე 300 [[სპარტა|სპარტელთან]], 900 [[ჰილოტები|ჰილოტთნ]] და 700 ფიაველთან ერთად. ზოგიერთი წაროს თნახმად ლეონიდასმა ფიაველები ძალდატანებით დატოვა ბრძოლის ველზე, რომ სპარსელებს არ შეერთებოდნენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, რომელიც [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ეკუთვნის ლეონიდასმა [[სპარტა|სპარტაში]] მაცნე გაგზავნა თავიანთი ამბის შესატყობინებლად.
 
სპარსელებმა ალყა შემოარტყეს სპარტელებს და ლეონიდასს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს, ამიტომ ბრძოლის ველზე ყველა სპარტელი დახოცეს ლეონიდასის ჩათვლით. ბრძოლის შემდეგ სპარტელებმა დაიბრუნეს ლეონიდასის სხეული. [[ჰეროდოტე|ჰეროდოტეს]] ცნობით; [[ქსერქსე|ქსერქსემ]] ლეონიდასის სხეული მოაძებნინა და მისი თავის სარზე წამოაცვა.<ref>Herodotus, [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Hdt.+7.238 7.238]</ref>
 
== მემკვიდრეობა ==
=== სიძველეები ===
ლეონიდასის გმირობის კულტი [[სპარტა|სპარტაში]] პირველ საუკუნემდე შენარჩუნდა.<ref>Encyclopaedia of Religion and Ethics, Part 12 By James Hastings Page 655 ISBN 0-567-09489-8</ref>
 
=== ლეონიდასის მონუმენტი ===
[[ფაილიFile:Leonidas statue1bevlahos.jpg|thumb|250px|მეფე ლეონიდასის ქანდაკება თერმოპილესთან]]
[[1955]] წელს საბერძნეთის მეფემ — [[პაული|პაულმა]] აღმართა ლეონიდასის მონუმენტი თერმოპილეს გასასვლელში. თავად ქანდაკება ბრინჯაოსია, ხოლო მონიმენტს ქვემოთ აწერია: "ΜΟΛΩΝ ΛΑΒΕ" ( "მოდი და აიღე" ). სწორედ ეს სიტყვები უთხრეს სპარსელებს სპარტელებმა, როდესაც მათ იარაღის დაყრა მოსთხოვეს.
 
ასეთივე წარწერით აღუმართავთ ლეონიდასის კედევ ერთი ქანდაკება [[სპარტა (მუნიციპალიტეტი) |სპარტაში]] 1968 წელს.
 
სპარტელთა გარდაცვალების ადგილას აშენებულია ცარიელი სარკოფაგი, რომელსაც თავზე ლომის ქანდაკება ადგას (ლეონიდე ბერძნულად ლომს ნიშნავს), სარკოფაგს კი აწერია: "ცხოველებში - მე უძლიერესი ვარ, ადამიანებში, კი ყველაზე ძლიერი ისაა, ვისაც მე ამ კუბოში ვიცავ".
 
=== თანამედროვე ===
[[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] მეხუთე დივიზიონის, 73-ე კავალერისტთა პოლკის, 82-ე სადესანტო ქვედანაყოფს, რომელიც 300 ჯარისკაცისგან შედგება ეწოდება "300 სპარტელი". რაზმის მეთაურია ენდრიუ პოპასი, რომელიც წარმოშობით საბერძნეთიდანაა.<ref>http://usacac.army.mil/cac2/Repository/SelectedSpeeches/Caldwell5-73BallRemarksFinalAsDelivered.pdf</ref>
 
=== ლიტერატურა ===
ლეონიდასი ჰქვია რიჩარდ გლოვერის ეპიკურ პოემას, რომელიც 1737 წელს გამოიცა.
 
ლეონიდასი მთავარ გმირად გვევლინება [[ფრენკ მილერი|ფრენკ მილერის]] კომიკური ნაწარმოებების სერიაში — '300', რომელიც 1998 წელს გამოიცა. წიგნში ბელეტრისტული სტილითაა გადმოცემული თერმოპილეს ბრძოლა და ლეონიდასის პიროვნება. ამ წიგნის მიხედვითაა შექმნილი ფილმი — [[300 (ფილმი)|'300']].
 
===Film===
კინოფილმებში ლეონიდასს განასახიერებენ შემდეგი მსახიობები:
*[[რიჩარდ იგანი]] 1962 წელს გადაღებულ ფილმში '300 სპარტელი'
*[[ჯერად ბათლერი]] 2007 წელს გადაღებულ ფილმში [[300 (ფილმი) |''300'']]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია|2}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეონიდასი“-დან