ტამანის ნახევარკუნძული: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ნახევარკუნძული |სახელწოდება= ტამანის ნახევარკუნ...
(განსხვავება არ არის)

15:27, 6 აგვისტო 2013-ის ვერსია

ტამანის ნახევარკუნძული (რუს. Таманский полуостров) — ნახევარკუნძული რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კავკასიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ გაგრძელებაზე. აკრავს შავი ზღვა, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე. ფართობი 2 ათ. კმ². ნაპირები დაბალია, შეჭრილ-შემოჭრლი. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქ იყო კუნძულები, რომლებიც 5 საუკუნეში შეერთდა და წარმოიქმნა ნახევარკუნძული. ადრინდელი კუნძულები წარმოადგენს თიხოვანი ქანებით აგებულ გუმბათისებრ ამაღლებებს (სიმაღლე 164-მდე), რომლებზედაც 25 ტალახის ვულკანია, დადაბლებებში არის მლაშე ლიმანური ტბები. ხორბლისა და სიმინდის ნათესები. მევენახეობა, მებაღეობა.

{{{სახელი}}}