ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 101:
 
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთანავე ვესტ ჰემმა ყოფილ ფეხბურთელებს, [[ჯეიმს კოლინსი|ჯეიმს კოლინსსა]] და [[ჯორჯ მაკარტნი|ჯორჯ მაკარტნის]] კონტრაქტები გაუფორმა. ამასთან ერთად, გუნდში რეკორდული თანხის სანაცვლოდ მოვიდა მეთ ჯარვისი [[ვულვერჰემპტონ უონდერერსი|ვულვერჰემპტონ უონდერერსიდან]] და [[ენდი კეროლი]] იჯარით [[ლივერპული|ლივერპულიდან]]. სეზონის პირველი მატჩი 2012 წლის 18 აგვისტოს ვესტ ჰემმა [[კევინ ნოლანი|კევინ ნოლანის]] გოლის წყალობით [[ასტონ ვილა|ასტონ ვილასთან]] 1–0 მოიგო. სეზონის პირველი წრის მთავარი მოვლენა საკუთარ მოედანზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის, [[ჩელსი|ჩელსის]] 3–1 დამარცხება იყო, რითაც ელერდაისის შეგირდები მე–8 პოზიციაზე გადავიდნენ. 2013 წლის 22 მარტს ვესტ ჰემმა მიაღწია შეთანხმებას და 99–წლიანი იჯარის წესით მოიპოვა [[ლონდონის ოლიმპიური სტადიონი]], რომელიც მათი საშინაო არენა 2016–17 წლების სეზონიდან გახდება. ცხრა საშინაო და მხოლოდ სამი გასვლითი გამარჯვებით ვესტ ჰემმა 2012–13 წლების სეზონში მე–10 ადგილი დაიკავა, თუმცა გასვლით მატჩებში ლიგაში ყველაზე ცოტა, 11 გოლი გაიტანა. 2013 წლის ივნისში გუნდმა კიდევ ერთხელ დაამხო საკუთარი სატრანსფერო რეკორდი და 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ [[ლივერპული|ლივერპულისაგან]] [[ენდი კეროლი]] გამოისყიდა, რომელსაც 6–წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
 
 
== ლოგო ==
 
კლუბის ოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი. მოგეხსენებათ, ეს იარაღი მაშინდელი რკინისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებადი იყო. ლოგოს მოგვიანებით (დაახლოებით 1903–1904 წლებში) დაემატა სასახლე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, [[ანა ბოლეინი|ანა ბოლეინის]] სასახლეს წარმოადგენს. კიდევ ერთი ვერსიით, ლოგოზე სასახლე შესაძლოა კლუბის განვითარებაში ოლდ ქასლ სვიფთსის ფეხბურთელების მიერ შეტანილი წვლილის გამო გამოჩნდა.
 
ლოგოს ადაპტაცია 90–იანი წლების ბოლოს დიზაინერული კომპანია სპრინგეტ ასოსიეთსის მიერ მოხდა. ოდნავ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კლუბმა სტადიონის გარე ფასადის რეკონსტრუქცია დაასრულა, ლოგო კიდევ ერთხელ შეიცვალა და მასზე გამოსახული სასახლე [[აპტონ პარკი|აპტონ პარკის]] შესასვლელში მდებარე სასახლეს დაემსგავსა.