ჰარპერ ლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
ჰარპერ ლი ფრენსის ფინჩისა და ამასა ლის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მამამისი ადვოკატი და გაზეთის რედაქტორი იყო მონროვილში და [[1926]]-[[38]] წლებში შტატის სენატორად მსახურობდა. წიგნებზე შეყვარებული ცელქი და მოუსვენარი ჰარპერი მის და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად მუდამ თავგადასავლების იმპროვიზაციით იყო დაკავებული. მონროვილის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარპერი ჰანტინგტონის ქალთა კოლეჯში აბარებს მონტგომერიში, სადაც მხოლოდ ერთი წელი სწავლობს ალაბამას უნივერსიტეტში გადასვლამდე [[1945]] წელს. აქ ის რამდენიმე სტუდენტურ პუბლიკაციას წერს და კამპუსის იუმორისტულ ჟურნალში Rammer-Jammer რედაქტორად მუშაობს. იურისტის ხარისხის მისაღებად საკმარისი საგნები არ ჩაუბარებია, თუმცა ერთი წლით [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდში]], [[ინგლისი]], მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად, სანამ [[1950]] წელს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] გადავიდოდა.
 
ქართულად "ნუ მოკლავ ჯაფარას" პირველად 80-იანი წლების ბოლოს დაიბეჭდა. მთარგმნელი - ლელა დუმბაძე. ახალი გადამუშავებული თარგმანი 2013 წელს გამომცემლობა "არეტემ" გამოსცა სერიით "აუცილებელი საკითხავი".
 
== რესურსები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰარპერ_ლი“-დან