რიო-დე-ჟანეირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Rio_de_Janeiro_(RJ)_-_Brasao.svg შეიცვალა Brasão_da_cidade_do_Rio_de_Janeiro.svg-ით)
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 49:
'''რიო-დე-ჟანეირო''' ({{lang-pt|Rio de Janeiro}}; იანვრის მდინარე) ან '''რიო'''<ref>[http://www.v-brazil.com/world-cup/2014/rio-de-janeiro-travel-guide/ Rio de Janeiro Travel Guide]</ref> — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ბრაზილია]]ში, [[რიო-დე-ჟანეირო (შტატი)|რიო-დე-ჟანეიროს შტატი]]ს [[დედაქალაქი]] და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და [[აგლომერაცია]] [[სამხრეთ ამერიკა]]ში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ<ref>R.L. Forstall, R.P. Greene, and J.B. Pick, [http://www.uic.edu/cuppa/cityfutures/papers/webpapers/cityfuturespapers/session3_4/3_4whicharethe.pdf "Which are the largest? Why published populations for major world urban areas vary so greatly"], City Futures Conference, (University of Illinois at Chicago, July 2004)&nbsp;– Table 5 (p.34)</ref><ref>[http://www.citypopulation.de/world/Agglomerations.html City Population agglomeration list]. City Population. Retrieved July 30, 2009.</ref> იგი მე-6 უდიდესი ქალაქია [[ამერიკა]]ში და 26-ე მსოფლიოში.<ref>{{cite web|url=http://www.rio2016.org.br/en/Noticias/Noticia.aspx?idConteudo=1118 |title=Rio 2016 |publisher=Rio 2016 |date= |accessdate=2010-03-14}}</ref> ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს ''„კარიოკებს“'' ({{lang-pt|''cariocas''}}) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „''განსაცვიფრებელ ქალაქს''“ (''Cidade Maravilhosa'').
 
თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, ჯერ [[პორტუგალია|პორტუგალიიის]] [[კოლონია|კოლონიურ]] ხანაში, [[1763]]—[[1815]] წლებში, [[1815]]—[[1821]] წლებში [[პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო]]ს დედაქალაქი, [[1822]]—[[1960]] წლებში კი დამოუკიდებელი ბრაზილიის დედაქალაქი. [[1960]] წელს დედაქალაქის სტატუსი ახლად აშენებულ ქალაქ [[ბრაზილია (ქალაქი)|ბრაზილიას]] გადაეცა.
 
რიო-დე-ჟანეიროს [[მშპ]] მეორე უდიდესია ქვეყანაში,<ref name="IBGE_PIB_Ranking">{{cite web |url=http://www.ibge.gov.br/home/estatistica/economia/pibmunicipios/2006/tab02.pdf |publisher=Instituto Brasileiro de Geografia e Estatística (IBGE) |title=Posição ocupada pelos 100 maiores municípios em relação ao Produto Interno Bruto |date=December 16, 2008 |accessdate=December 16, 2008}}</ref> 30-ე მსოფლიოში (2008)<ref name="Richest_Cities">{{cite web |url=http://www.citymayors.com/statistics/richest-cities-2005.html |publisher=City Mayors Statistics |title=The 150 richest cities in the world by GDP in 2005 |date=March 11, 2007 |accessdate=September 8, 2008}}</ref> და დაახლოებით R$ 343 მლრდ-ს შეადგენს. ქალაქში განთავსებულია ბრაზილიის ორი უმსხვილესი კომპანიის Petrobras-სა და Vale-ს სათავო ოფისები, ისევე როგორც სხვა ბრაზილური ნავთობკომპანიებისა და სატელეფონო კომპანიების ოფისები. გარდა ამისა, რიოში ფუნქციონირებს [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] უმსხვილესი, მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კონგლომერატი — [[გლობო]]. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს; [[2005]] წლის მონაცემებით, ქვეყნის სამეცნიერო პროდუქციის 17% რიოში იწარმოება.<ref name="Unicamp_2005">{{cite web |url=http://www.unicamp.br/unicamp/canal_aberto/clipping/junho2005/clipping050617_correiopop.html |publisher=Universidade Estadual de Campinas (Unicamp) |title=Assessoria de Comunicação e Imprensa |date=June 17, 2005 |accessdate=September 8, 2008 |archiveurl=http://web.archive.org/web/20080617115727/http://www.unicamp.br/unicamp/canal_aberto/clipping/junho2005/clipping050617_correiopop.html |archivedate=June 17, 2008}}</ref>
 
რიო-დე-ჟანეირო მთელი [[სამხრეთი ნახევარსფერო|სამხრეთ ნახევარსფერო]]ს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული [[ტურიზმი|ტურისტული]] სანაპიროებით, [[კოპაკაბანა|კოპაკაბანისა]] და [[იპანემა|იპანემის]] პლაჟებით, ასევე [[ქრისტეს ქანდაკება|იესოს გიგანტური ქანდაკებით]] (''Cristo Redentor'') [[კორკოვადო|კორკოვადოს მთაზე]], რომელიც [[2007]] წელს [[მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება|მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას]] შორის დაასახელეს, [[შაქრისთავა მთა|შაქრისთავა მთითა]] და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური [[მარდი-გრა|მარდი-გრას]] საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე [[მარაკანა|მარაკანას სტადიონი]] ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის [[ზაფხულის ოლიმპიადა|ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს]] უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ქალაქში ჩატარდება. <ref>{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/olympic_games/8282518.stm |title=BBC SPORT &#124; Olympics &#124; Rio to stage 2016 Olympic Games |publisher=BBC News |date= 2009-10-02|accessdate=2009-10-04}}</ref> ასევე, [[მარაკანას სტადიონი]] უმასპინძლებს [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის]] ფინალურ მატჩს.<ref>{{cite news|url=http://esportes.terra.com.br/futebol/brasil2014/interna/0,,OI4341565-EI10545,00.html |title=Rio de Janeiro quer sediar somente a final da Copa 2014|publisher=Terra Networks |date=March 26, 2010}}</ref>
 
== გეოგრაფია==
ხაზი 171:
[[File:Rugendas - Vue prise devant l'eglise de San-Bento.jpg|thumb|რიო-დე-ჟანეიროს ხედი სან-ბენეტოს მონასტრის ეკლესიიდან 1820-1825]]
[[File:Rugendas Praia dos Mineiros.jpg|thumb|მაღაროელთა პორტი რიოში]]
[[გუანაბარის უბე]]ს ევროპელები პირველად [[1502]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] მიადგნენ (აქედანაა Rio de Janeiro — „იანვრის მდინარე“). ეს გახლდათიყო [[პორტუგალია|პორტუგალიური]] ექსპედიცია, [[პედრუ ალვარეშ კაბრალი]]ს ფლოტი, რომლის კაპიტანიც იყო მკვლევარი გაშპარ დე ლემუში ან გონსალუ კოელიო.<ref>Jorge Couto, 1995, ''A Construção do Brasil'', Lisbon: Cosmos.</ref> სავარაუდოდ, ამავე ექსპედიციაში პორტუგალიის მეფე [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I]]-ის მოწვევით იმყოფებოდა [[ფლორენცია|ფლორენციელი]] მკვლევარი [[ამერიგო ვესპუჩი]]. ამ დროისათვის რიოს რეგიონი დასახლებული იყო [[ტუპის ხალხი|ტუპის]], პურის, ბოტოკუდოსა და მაშაკალის ხალხებით.<ref>{{cite web|url=http://www.bairrodocatete.com.br/tamoios.html |title=índios Rio |publisher=Bairrodocatete.com.br |accessdate=April 17, 2010}}</ref>
 
[[1555]] წელს, [[გუანაბარის უბე|გუანაბარის უბის]] ერთ-ერთი კუნძული, რომელსაც დღეს ვილეგენონი ეწოდება, 500 [[ფრანგები|ფრანგმა]] კოლონისტმა დაიპყრო ადმირალ [[ნიკოლა დურან დე ვილეგენონი]]ს მეთაურობით. ამის შემდეგ, ვილეგენონმა კუნძულზე [[კოლინის ციხესიმაგრე]] ააგო, რითაც ის [[საფრანგეთის ანტარქტიკა|საფრანგეთის ანტარქტიკული]] კოლონიის დაარსებას ცდილობდა.
ხაზი 205:
კოპაკაბანის პლაჟის კვარტალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც საშობაო ღონისძიებას მასპინძლობს, რა დროსაც ფოიერვერკის სანახავად ქვიშიან პლაჟზე ორ მილიონ ადამიანზე მეტი იკრიბება. [[2001]] წელს, ღონისძიების უსაფრთხოების მიზნით, ფოიერვერკი ნავებიდან გაუშვეს. ლემეს ჩრდილოეთით, [[გუანაბარის უბე|გუანაბარის უბის]] შესასვლელში, მდებარეობს ურკის რაიონი და [[შაქრისთავა მთა]], რომელიც ზღვის თავზე აღმართულ ცნობილ მთას წარმოადგენს. მთაზე ასვლა შესაძლებელია ორ საფეხურიანი საბაგიროთი პრაია-ვერმელიიდან; საბაგირო შუალედურ გაჩერებას მორო-და-ურკაში ახდენს. მთიდან გადაშლილ ხედებს მხოლოდ [[კორკოვადო]]დან დანახული ხედები აღემატება.
 
პედრა-ბონიტაზე (''მშვენიერი კლდე'') პოპულარული საქმიანობაა [[დელტაპლანი]]. მოკლე ფრენის შემდეგ, პლანერები სან-კონრადოში, პრაია-დე-პეპინოზე ეშვებიან. [[1961]] წლიდან, [[ტიჟუკის ეროვნული პარკი|ტიჟუკას]], ქალაქით შემოსაზღვრულ უმსხვილეს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ურბანულ ტყეს, [[ეროვნული პარკი]]ს სტატუსი მიენიჭა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული ტყე — ფორესტა-და-პედრა-ბლანკა (''თეთრი კლდის ტყე'') ასევე რიო-დე-ჟანეიროში, დასავლეთ ზონაში მდებარეობს. ტყის კიდეზე, გავეის რაიონში მდებარეობს რიოს მოწინავე კერძო უმაღლესი სასწავლებელი — რიო-დე-ჟანეიროს საპაპო კათოლიკური უნივერსიტეტი (''Pontifícia Universidade Católica do Rio de Janeiro''). [[1984]] წელს, ტიჟუკის სიახლოვეს გადაიღეს ფილმი „ყველა ადანაშაულებს რიოს“ (''Blame It on Rio'').
 
[[2012]] წელს, [[CNN]]-მა [[იპანემა]] მსოფლიოს საუკეთესო საქალაქო პლაჟად დაასახელა.<ref>http://www.cnngo.com/explorations/life/best-city-beaches-209050?page=0,1</ref>
ხაზი 248:
[[2010]] წლის აღწერის მონაცემებით, რიო-დე-ჟანეიროში 5 940 224 ადამიანი სახლობდა.<ref>[http://www.censo2010.ibge.gov.br/dados_divulgados/index.php?uf=33 2010 IGBE Census {{pt icon}}]</ref> ამავე აღწერის თანახმად, 3 234 812 ადამიანი თეთრკანიანი იყო (51,2%), 2 307 104 ყავისფერი (36,5%), 724 197 შავკანიანი (11,5%), 46 484 აღმოსავლეთაზიელი (0,7%) და 6 320 ინდიელი (0,1%).<ref name=autogenerated3>[http://www.censo2010.ibge.gov.br/painel/?nivel=mn 2010 IGBE Census {{pt icon}}]</ref>
 
[[2010]] წელს, რიო-დე-ჟანეირო [[ბრაზილია|ბრაზილიის]] მეორე უდიდესი ქალაქი იყო [[მოსახლეობა|მოსახლეობის]] რაოდენობის მხრივ, [[სან-პაულუ]]ს შემდეგ.<ref>{{pt}}[http://noticias.uol.com.br/cotidiano/2010/11/04/maiores-cidades-do-brasil-crescem-menos-do-que-resto-do-pais-aponta-censo.jhtm The largest Brazilian cities - 2010 IBGE Census]</ref>
 
2010 წელს, ქალაქში 1 200 697 [[ჰეტეროსექსუალობა|ჰეტეროსექსუალი]] წყვილი იყო და 5 612 ერთსქესიანი. მოსახლეობის 53,2% ქალი იყო და 46,8% მამაკაცი.<ref name=autogenerated3/>
ხაზი 556:
[[2007]] წლის [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]], ბრაზილია ოფიციალურად დაასახელეს [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის]] მასპინძელ ქვეყნად. რიო-დე-ჟანეირო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იქნება და ყველაზე დიდი ალბათობით, ფინალური მატჩი სწორედ რიოში, [[მარაკანის სტადიონი|მარაკანის სტადიონზე]] გაიმართება.<ref>{{cite web|url=http://www.fifa.com/worldcup/brazil2014/news/newsid=625695.html |title=Brazil confirmed as 2014 hosts |publisher=FIFA.com |date=October 30, 2007 |accessdate=May 6, 2009}}</ref> 2011 წლის 15–24 ივლისს, რიომ ასევე უმასპინძლა მსოფლიო სამხედრო თამაშებს. ეს ღონისძიება უდიდესი იყო სამხედრო სპორტის სახეობებს შორის ბრაზილიის ისტორიაში და მასში დაახლოებით 4 900 ათლეტი მონაწილეობდა სპორტის 20 სახეობაში მსოფლიოს 108 ქვეყნიდან.<ref>[http://www.rio2011.com.br/index.php?option=com_content&view=article&id=242&Itemid=100&lang=en Rio 2011 Military Games Presentation] Rio 2011 Official Website. Retrieved on July 16, 2011.</ref>
 
რიო-დე-ჟანეიროში [[ფეხბურთი]] სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რიოს ხუთი ტრადიციული ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ჰყავს: [[ვასკო და გამა (საფეხბურთო კლუბი)|ვასკო და გამა]], [[ბოტაფოგო (საფეხბურთო კლუბი)|ბოტაფოგო ]], [[ფლუმინენსე]], [[ფლამენგო (საფეხბურთო კლუბი)|ფლამენგო]] და [[ამერიკა (საფეხბურთო კლუბი)|ამერიკა]].<ref>{{cite web|url=http://www.project2010.co.za/2010_World_Cup_safa.asp |title=FIFA numbers |publisher=Project2010.co.za |accessdate=April 17, 2010}}</ref>
 
ჟაკარეპაგუის ტრასებზე [[1978]]—[[1990]] წლებში იმართებოდა [[ფორმულა ერთი]]ს ბრაზილიის გრან-პრის შეჯიბრებები, [[1996]]—[[1999]] წლებში კი Champ Car-ის ღონისძიებები. [[1985]]—[[2001]] წლებში რიოს პლაჟებზე იმართებოდა პროფესიონალური [[სერფინგი]]ს ჩემპიონატები. გაზაფხულობით ტარდება რიოს თასი [[ჩოგბურთი|ჩოგბურთში]]. [[2007]] წლის [[პანამერიკული თამაშები]]სათვის, რიოში აშენდა ახალი, [[ჟოაო აველანჟას ოლიმპიური სტადიონი]], რომელიც 45 000 მაყურებელს იტევს. მას სახელი [[ფიფა]]ს ბრაზილიელი ყოფილი პრეზიდენტის — [[ჟოაო აველანჟა]]ს პატივსაცემად ეწოდა. იგი ქალაქის საკუთრებაშია, მაგრამ ოცწლიანი იჯარით სტადიონი საფეხბურთო კლუბ [[ბოტაფოგო]]ს გადაეცა.<ref name="rent">{{cite web |title=Botafogo vai administrar estádio olímpico do Engenhão |url=http://noticias.correioweb.com.br/materias.php?id=2715287&sub=Esporte |accessdate=August 28, 2007 |publisher=Correio Web}}</ref> რიო ასევე ფლობს მრავალფუქნციურ HSBC Arena-ს.
ხაზი 575:
რიოს ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი მოვლენაა [[კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში|კარნავალი]]. კარნავალის ტრადიციებს სავარაუდოდ ფრანგული და გერმანული გავლენა ეტყობა. ეს ჩვეულება პორტუგალიელებმა და ბრაზილიის სამეფო ოჯახებმა დაამკვიდრეს, რომელთაც [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონი]] და ავსტრიელი წინაპრები ჰყავდათ. თავდაპირველად, ეს სანახაობა მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის ეწყობოდა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] პირველ ნახევარში შესამჩნევი გავლენა იქონია აფრიკულ-ბრაზილიურმა დასარტყამმა ინსტრუმენტებმა და მუსიკამ. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის მრავალი არჩევანი აქვს. მათ შორისაა სამბას ცნობილი სკოლების აღლუმები სამბადრომზე და ქუჩის მსვლელობები, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იმართება. მათ შორის ყველაზე ცნობილია:
 
*''Cordão do Bola Preta:'' აღლუმები ქალაქის ცენტრში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კარნავალია. [[2008]] წელს, მხოლოდ ერთ დღეში, მას 500 000 ადამიანი ესწრებოდა.<ref>{{cite web|url=http://carnaval.uol.com.br/noticias/riodejaneiro/2008/02/02/ult5681u63.jhtm |title=Cordão do Bola Preta in Rio |publisher=Carnaval.uol.com.br |accessdate=April 17, 2010}}</ref> [[2011]] წელს კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანი.
 
*''Suvaco do Cristo:'' მოაღლუმეთა ჯგუფები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში, პირდაპირ [[ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში|ქრისტეს ქანდაკების]] მკლავებს ქვეშ ზეიმობენ. მისი სახელიც სწორედ ამ ფაქტიდან მომდინარეობს და ''Suvaco do Cristo'' „ქრისტეს იღლიას“ ნიშნავს.
 
*''Carmelitas:'' ზეიმობენ სანტა-ტერეზას კვარტალში, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება.
 
*''Simpatia é Quase Amor:'' ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღლუმი [[იპანემა]]ზე.
 
*''Banda de Ipanema:''ყველაზე დამახასიათებელია [[იპანემა|იპანემისათვის]]. იგი დროისმტარებელთა ფართო მასებს იზიდავს, მათ შორის ოჯახებსა და სექსუალურ უმცირესობებს.
 
[[1840]] წელს, პირველი ნიღბებიანი კარნავალი აღნიშნეს. წლების შემდეგ, კარნავალისთვის ტრადიციად იქცა მოკაზმული ტივები და კოსტიუმებში გამოწყობილი მოდღესასწაულეები. კარნავალს ბრაზილიური მუსიკის ისტორიულ ფესვებად მიიჩნევენ.<ref>{{cite web|url=http://www.maria-brazil.org/mpb3.htm |title=Brazilian Music: Roots 3 |publisher=Maria-brazil.org |accessdate=May 6, 2009}}</ref>
 
{{wide image|Sapucai Panoramic.jpg|800px|<center>[[სამბადრომი]] და [[კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში|კარნავალი]]</center>}}
ხაზი 616:
 
==== მეტროპოლიტენი ====
[[რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიტენი|რიო-დე-ჟანეიროს მეტროპოლიტენს]] ორი ხაზი აქვს, 42 და 32 კილომეტიანი. სამომავლოდ იგეგმება მესამე ხაზის აშენება [[ნიტეროი]]დან [[სან-გონსალუ]]სკენ, რა დროსაც გაიჭრება მიწისქვეშა გვირაბი გუანაბარის უბის ქვეშ, რაც შეავსებს ამჟამინდელ საბორნე მომსახურებას.<ref>{{cite web|url=http://odia.terra.com.br/rio/htm/linha_3_do_metro_vai_receber_r_35_milhoes_da_uniao_152725.asp |title=O DIA Online&nbsp;— Linha 3 do metrô vai receber R$ 35 milhões da União |publisher=odia.terra.com.br |date=February 21, 2008 |accessdate=May 6, 2009}}</ref> მეტრო რიოს ყველაზე უსაფრთხო და სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფორმაა.<ref>{{cite web|author=Do G1, no Rio, com informações da TV Globo |url=http://g1.globo.com/Noticias/Rio/0,,MUL1405729-5606,00.html |title=Metro Rio – Transport |publisher=G1.globo.com |accessdate=April 17, 2010}}</ref> ორივე ხაზი ქალაქს კვირის შვიდივე დღეს ემსახურება. პირველი ხაზი მიემართება [[იპანემა]]ში მდებარე გენერალ-ოსორიოდან [[ტიჟუკა]]ში მდებარე სეანს-პენიასკენ. მეორე ხაზს კი პირველ ხაზთან ათი სადგური აქვს საერთო და მიემართება [[ბოტაფოგო]]დან ჩრდილოეთ რიოსკენ, პავუნამდე. ორშაბათიდან შაბათამდე მეტრო დილის 05:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე მუშაობს, შაბათ კვირასა და დასვენების დღეებში კი დილის 07:00-დან ღამის 11:00-მდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სადგურებზე, თუმცა მგზავრობა ასევე შესაძლებელია სპეციალურ ბარათებზე თანხის ჩატვირთვით. ასევე, მგზავრებს მეტროს ბილეთების შეძენა ავტობუსებშიც შეუძლიათ. არსებობს მეტროსა და ავტობუსის ბილეთის გაერთიანების რამდენიმე შესაძლებლობა. მათ შორის, ასეთი მგზავრობაში მხოლოდ ერთხელ გამოყენებისათვის საჭიროა დამატებითი გადასახადი.<ref>{{cite web|url=http://www.metrorio.com.br/ |title=Metro Rio |publisher=Metro Rio |accessdate=April 17, 2010}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.metrorio.com.br/integracoes.htm |title=Metro Rio Integrações |publisher=Metro Rio |accessdate=August 10, 2011}}</ref>
 
მიწისზედა მატარებლის სერვისი SuperVia რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციის დანარჩენ ადგილებთან აკავშირებს.<ref>{{cite web|url=http://www.supervia.com.br/site/index.php |title=SuperVia |publisher=SuperVia |accessdate=October 16, 2010}}</ref>
ხაზი 622:
==== ავტობუსები ====
ავტობუსით მგზავრობის ფასი ზომიერია და 2,75 რეალი ღირს. არაკონდიცირებულ ავტობუსებში ფასი R$ 2,75-ია,<ref>{{cite web|url=http://g1.globo.com/rio-de-janeiro/noticia/2012/01/passagem-de-onibus-sobe-de-r-250-para-r-275-no-rio.html|title=Passagem de ônibus sobe de R$ 2,50 para R$ 2,75 no Rio
|publisher=G1|date=January 2, 2012|accessdate=May 9, 2012}}</ref> კონდიცირებულში კი R$ 2,85 – R$ 5,40.<ref>{{cite web|url=http://www.rio.rj.gov.br/web/smtr/exibeconteudo?article-id=2422761|title=Novas tarifas de ônibus com ar condicionado e da integração ônibus-metrô|publisher=SMTR - Secretaria Municipal de Transportes|date=January 2, 2012|accessdate=May 9, 2012}}</ref> სისტემა შედარებით უსაფრთხოა დღისით, ვიდრე ღამით.<ref>{{cite web|url=http://www.tripadvisor.com/Travel-g303506-s303/Rio-De-Janeiro:Brazil:Public.Transportation.html |title=Bus – Transportion in Rio |publisher=Tripadvisor.com |accessdate=April 17, 2010}}</ref> სისტემით სარგებლობისათვის აუცილებელია სპეციალური ელექტრონული ბარათი.
 
ასევე არსებობს სხვა სახის ადგილობრივი ავტობუსები, რომელთაც „Frescão“-ს უწოდებენ. ეს ავტობუსები რამდენიმე გზაზე მოძრაობს, მათ შორის მთავარია ცენტრალური ზონიდან ბოტაფოგოსაკენ; კოპაკაბბანიდან და იპანემიდან ლებლონისკენ, ასევე საერთაშორისო აეროპორტიდან ბარასკენ, პლაჟის გზის გავლით. მათში დამონტაჟებულია კონდიცირება და ჰაერის ტემპერატურა 22 °C (72 °F)-ს შეადგენს, შესაბამისად, ამ უფრო კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა შედარებით ძვირი — R$ 6,00 - R$ 12,00 ღირს.<ref>{{cite web|url=http://www.realautoonibus.com.br/Site/NossasLinhas-Premium-00,undefined,REAL72219720120509134104-2.html|title=Nossas Linhas - Premium|publisher=Real Auto Ônibus|accessdate=May 9, 2012}}</ref> თუმცა, აღნიშნული ავტობუსები მხოლოდ შაბათ-კვირას მოძრაობს. ავტობუსები შედარებით ხშირი განრიგით დადიან დილისა და საღამოს პიკის საათებში.
ხაზი 630:
==== სხვა ====
[[File:Bonde.jpg|thumb|right|სანტა-ტერეზას ტრამვაი]]
რიოსათვის გეოგრაფიულად ყველაზე უახლოესი დობილი ქალაქია [[გუანაბარის უბე|გუანაბარის უბის]] მეორე მხარეს მდებარე [[ნიტეროი]]. ნიტეროისა და მის შემოგარენში — [[სან-გონსალუ]]სა და [[მარიკა (რიო-დე-ჟანეირო)|მარიკა]]ში მცხოვრები მრავალი ადამიანი ყოველდღიურად მოძრაობს რიო-დე-ჟანეიროში, სასწავლად თუ სამუშაოდ. რიოს ცენტრსა და ნიტეროის რამდენიმე საბორნე მომსახურება აკავშირებს ერთმანეთთან.
 
რიო-დე-ჟანეიროს მთელს [[ბრაზილია]]სა და [[სამხრეთ ამერიკა]]ში უძველესი ელექტრო-ტრამვაის სისტემა გააჩნია,<ref>[http://www.flickr.com/photos/soldon/sets/72157621419913875/ Bonde de Santa Teresa - a set on Flickr<!-- Bot generated title -->]</ref> რომელსაც დღეს უფრო მეტად [[ტურიზმი|ტურისტები]] იყენებენ, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლები. სანტა-ტერეზას ტრამვაის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალებაა ქალაქში გადასაადგილებლად. ტრამვაის სადგური მუნიციპალური თეატრის სიახლოვეს მდებარეობს. მატარებელი ყოველ ნახევარ საათში, დილის 6:00-დან საღამოს 11:00-მდე გადაადგილდება. ბილეთის ფასი მხოლოდ BR$0,60 (US$0,35)-ია და მგზავრი მას ასვლისთანავე, სპეციალური ბარიერის გავლისას იღებს. სანტა-ტერეზას ელექტრო-ტრამვაიმ რიოში ფუნქციონირება [[1891]] წელს დაიწყო და ცხენებით მოძრავი ტრამვაი ჩაანაცვლა. შესაბამისად, გაფართოვდა გზაც. ტრამვაის მატარებლები ბრაზილიაშია წარმოებული; ვაგონში, მოწყობილია გადაჯვარედინებული გრძელ სკამები და ხელის ჩასაჭიდი ფეხზე მდგომ მგზავრთათვის.<ref>[http://world.nycsubway.org/latinamerica/santateresa.html Santa Tereza Tram] הכטן7מריכטד7ג</ref> მას შემდეგ, რაც [[2011]] წლის [[28 აგვისტო]]ს, ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შვიდი ადამიანის სიცხოცხე იმსხვერპლა,<ref>[http://g1.globo.com/rio-de-janeiro/noticia/2011/08/bombeiros-confirmam-cinco-mortos-em-acidente-com-bonde-no-rio.html G1: Bombeiros confirmam cinco mortos em acidente com bonde no Rio]. Retrieved May 09, 2012.</ref> ტრამვაის მომსახურება გაუმჯობესების მიზნით შეწყდა და გაიხსნება [[2014]] წელს, [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი]]სათვის. მიუხედავად ამისა, მაინც ფუნქციონირებს ორი ხაზი — სანტა-ტერეზადან ცენტრალური ზონისკენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიო-დე-ჟანეირო“-დან