ქეთო და კოტე (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
(Bot: 4 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q592464)
(clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB)
'''ქეთო და კოტე''' - [[ვიქტორ დოლიძე|ვიქტორ დოლიძის]] ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით პრემიერა შედგა [[თბილისი|თბილისში]] [[1919]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]].
 
ვიქტორ დოლიძის სახელთან დაკავშირებულია ქართული მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი ფრიად საინტერესო ფურცელი. ქართული მუსიკის ისტორიაში იგი შევიდა როგორც პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. სწორედ ამ ჟანრმა განსაზღვრა უმთავრესად კომპოზიტორის შემოქმედებითი სახე.
 
იგი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც იუმორის, კომიზმის და სატირის ელემენტები შეიტანა ქართულ მუსიკაში.
 
[[ვიქტორ დოლიძე]] შედარებით მცირე ხანს მოღვაწეობდა. მისი შემოქმედებითი გზა სულ 15 წლით განისაზღვრება, მაგრამ მისი ნიჭი უჩვეულოდ სწრაფად გაიფურჩქნა. ვიქტორ დოლიძე მიეკუთვნება იმ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც საერთო აღიარება შემოქმედებით სარბიელზე გამოსვლისთანავე ეწვევათ ხოლმე. 27 წლის ასაკში ვიქტორ დოლიძემ შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები – ოპერა “ქეთო და კოტე”, რომელმაც ერთბაშად მოუხვეჭა დიდი სახელი.
 
ოპერა “ქეთო და კოტე” [[1919]] წელს დაიდგა. შემდგომ წლებში ვიქტორ დოლიძემ კიდევ სამი ოპერა დაწერა - “ლეილა”, “ცისანა”, “ზამირა” (რომლის დასრულება კომპოზიტორმა ვეღარ მოასწრო). გარდა ოპერებისა კომპოზიტორმა შექმნა 20-ზე მეტი რომანსი, სიმფონიური ნაწარმოებები – “აზერბაიჯანი”, სიმფონიური ფანტაზია “ივერიადა”, საფორტეპიანო კონცერტი, საორკესტრო ცეკვები და სხვა.
 
და მაინც, ვიქტორ დოლიძის სახელთან უწინარესად გაიგივებულია ქართული საოეპერო კლასიკის ჩინებული ნიმუში “ქეთო და კოტე.”
 
 
==ისტორია==
ოპერა “ქეთო და კოტე” დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ [[ავქსენტი ცაგარელი]]ს ([[1857]]-[[1902]]) პიესის “ხანუმას”([[1882]]) მიხედვით.
 
ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას “ქართველი ოსტროვსკიც” კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც “ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან”. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.
 
[[1882]] წელს შექმნილმა პიესამ “ხანუმა” იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი “ხანუმა”. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი “ქეთო და კოტე”.
 
ავქსენტი ცაგარელის პიესის სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა ვიქტორ დოლიძეს კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაებადა. კომპოზიტორის ერთი წლის მუშაობის შემდეგ დასრულებული პირველი ოპერა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა, თუმცა, ის გარკვეულ კორექტირებას საჭიროებდა ლიტერატურული გამართულობის თვალსაზრისით, ლიბრეტოს რედაქტირება ითავა თბილისური ყოფის ბრწყინვალე მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა. მან დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.
 
აღსანიშნავია, რომ პიესასთან შედარებით კომპოზიტორმა საგრძნობლად ხაზგასმული გახადა კომიკური საწყისი: ერთის ნაცვლად გამოიყენა ორი კინტო, გააძლიერა ორი მაჭანკლის ქიშპობა. მეტი კომიკური ეფექტურობისთვის ყოველ მოქმედ პირს საპირისპირო პერსონაჟი ჰყავს – გაკოტრებულ თავადს უპირისპირდება მდიდარი ვაჭარი, მაჭანკლებისა და კინტოების ანტიპოდები არიან ახალგაზრდა ინტელიგენტები – ქეთო და კოტე. ამდენად პარტიტურა აღსავსეა სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით.
 
ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი გახლდათიყო სერგეი სტოლერმანი. ოპერის პრემიერა გაიმართა 1919 წლის 11 დეკემბერს. ოპერამ დადგმისთანავე მოუტანა პოპულარობა მანამდე უცნობ კომპოზიტორს - ვიქტორ დოლიძეს. “ქეთო და კოტეს” წარმატებული პრემიერის შემდეგ თეატრის სალარომ შეკვეთა მომდევნო ათი სპექტაკლის ბილეთებზე მიიღო.
 
“ქეთო და კოტე” ვიქტორ დოლიძის ყველაზე პოპულარულ და ამავე დროს მხატვრული თვალსაზრისით მეტად ფასეულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტის, მოხდენილი სცენური დრამატურგიის მეოხებით ქართული მუსიკის ისტორიაში მან სამართლიანად დაიმკვიდრა ეროვნული კომიკური ოპერის ჟანრის კლასიკური შედევრის ადგილი. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.
 
ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში]] ოპერის რამდენიმე დადგმა განხორციელდა.
 
პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას “ქეთო და კოტე” [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და ლენინგრადში ხვდა წილად [[1937]] წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.
 
სხვადასხვა დროს “ქეთო და კოტე” საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – [[პოლონეთი|პოლონეთში]] (ორჯერ), [[ჩეხეთი|ჩეხეთში]], [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[ბულგარეთი|ბულგარეთში]].
===მეორე მოქმედება===
მაკარი კმაყოფილია - თავადთან დამოყვრებით მას გზა ეხსნება მაღალი წრის საზოგადოებისაკენ, - რასაც ესოდენ ნატრობდა.
 
ქეთოსა და თავად ლევანის ნიშნობის დღეს საპატარძლო სასოწარკვეთილებას შეუპყრია, რადგან მას ლევანის ძმისწული კოტე უყვარს.
ბარბალეს რჩევით კოტე როიალის ამწყობის როლში ჩნდება მაკარის სახლში. ქეთოს ბიძაშვილები, მაკარის ნოქრები საქო და სიკო ქეთოს გაბედნიერებას ულოცავენ. ქეთო მათ თავის გასაჭირს უხსნის და დახმარებას თხოვს. ბარბალეც თავის გეგმას სთავაზობს მათ.
 
იკრიბებიან სტუმრები. მაკარს ყალბ უწყებას მიართმევენ, თითქოს მას სასწრაფოდ იბარებს გამომძიებელი. შეშფოთებული მაკარი ბოდიშს იხდის სტუმრებთან და მიდის.
 
ლევანი მოუთმენლად ელის მშვენიერი საცოლის გამოჩენას. და აი ისიც - ქეთოს ტანსაცმელში გამოპრანჭული ბარბალე მანჭვა-გრეხით გამოდის. “საცოლის” სიმახინჯით აღშფოთებული და შეურაცხყოფილი თავადი ხმალს იშიშვლებს. შეშინებული სტუმრები იფანტებიან.
მაკარი გაოცებულია, რომ თავადმა მისი ლამაზი ქეთო დაიწუნა. დახმარებისთვის ბარბალეს მიმართავს, რომელიც ვაჭარს პირდება, რომ ერთ საათში ქეთოსა და თავადს ჯვარს დაწერს. ბარბალე წერილობით პირობას ართმევს მაკარს, რომ იგი თანახმაა ჯვარი დაიწერონ ქეთომ და...- დაბნეულ მაკარს სასიძოს სახელი ავიწყდება... – კოტე, კარნახობს მოხერხებული ბარბალე.
 
ქეთო და ბარბალე ეკლესიისკენ მიიჩქარიან, სადაც მათ კოტე ელოდება.
 
შემორბის აღელვებული ბაბუსი... ყველაფერს ფარდა ეხდება, მაგრამ უკვე დაგვიანდა: ქეთომ და კოტემ ჯვარი დაიწერეს.
 
თავადი ლევანი აღარ ბრაზობს – მეტოქე მისივე ძმისწული აღმოჩნდა. თავადი მამულის ნახევარს ჩუქნის კოტეს. ყველაფერი საერთო მხიარულებით მთავრდება.
 
 
[[კატეგორია:ქართული ოპერები]]
49 737

რედაქტირება