სუფიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 84 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q9603
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 8:
სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, [[სპარსეთი|სპარსეთში]], [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] [[ინდოეთი|ინდოეთში]], სამხრეთ აზიაში, [[თურქეთი|თურქეთში]]) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას.
 
მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ [[VII საუკუნე|VII საუკუნიდან]], [[ომაიადები|ომაიადთა]] დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც ”ბოროტების ჭის” უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი გახლდათიყო - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა.
 
მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით [[ჰუმანიზმი]]ს იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ [[სუნა|სუნიტურ]] განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის.
 
სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთის მხრივ, [[ქრისტიანობა|ქრისტიანების]], ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, “უკულტურო” ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა.
ხაზი 20:
 
სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი [[ყურანი|ყურანსა]] და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ ”გამართლებას” ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას (“ზიარათ”) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება (“კარამათ”) – ”კარდიოგნოზია” (”გულისთქმის ცოდნა”), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ.
სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორე მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა.
 
ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან ”[[ვაჰაბიზმი|ვაჰაბიტების]]” სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუფიზმი“-დან