აზნაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 6 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2993301 (translate me)
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 1:
'''აზნაური''', ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი — [[სპარსული ენა|სპარსულ]] „ზანას“ (გვაროვნობათა კავშირი, ერი) უკავშირებს, ზოგი — სპარსულ „აზნას“ (წარჩინებული).
 
== ეტიმოლოგია ==
თავდაპირველად "აზნაური", ჩანს, "თავისუფალს" ნიშნავდა, უძველეს ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) ამ მნიშვნელობით არის ნახმარი. "აზნაურთა", "დიდ-დიდ აზნაურთა" და "უაზნოთა" არსებობა ქართლში უკვე V საუკუნის II ნახევრის ორიგინალურ ძეგლში "შუშანიკის მარტვილობაშია" დადასტურებული. იმდროინდელ საქართველოში არსებობდა წოდებრივი ჯგუფები, კერძოდ, მემკვიდრეობითი პრივილეგიებოთ აღჭურვილი მემამულეთა წოდება. სახელწოდება "აზნაური" მომდევნო პერიოდში ყველა წარჩინებულზე გავრცელდა და სწორედ ამ წოდებას აღნიშნავდა. ასე რომ ქართული "აზნაური" დაახლოებით იმასვე აღნიშნავდა, რასაც დასავლეთ ევროპაში [[ნობილიტეტი]] (წარჩინებული). აზნაურთა წოდების შინაგანი აღნაგობა სულ უფრო რთულდებოდა. რაც შეეხება "ტახტის აზნაურს", მას შეესაბამებოდა დასავლეთ ევროპული ტიტული "Count" (რუსული "Граф"). "სათავადო აზნაური"-ს (ისევე როგორც "ცალმოგვი აზნაური"-ს) შესატყვისი დასავლეთ ევროპული ტიტული კი გახლდათიყო "Chevalier".
 
== კლასიფიკაცია ==
ხაზი 10:
 
== ისტორია ==
აზნაურთა წოდების სხვადასხვა ფენის შინაკლასობრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი იყო, ე. წ. [[პატრონმყობა]], რომელსაც საფუძვლად აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობა ედო. პატრონყმობის ურთიერთობა ქმნიდა აზნაურის დამოკიდებულებას არა მარტო მეფისაგან არამედ აზნაურისაგანაც. სათანადო ფაქტებს უკვე ადრინდელი ფეოდალურ ხანაშივე ვხვდებით. აზნაურთა წოდების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა თავადთა ინსტიტუტის საკითხი. ძველ ხანაში თავადები, როგორც ჩანს, მხოლოდ აზნაურთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV-XV საუკუნებში ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ცალკე წოდებად, რომელიც ფეოდალურ იერარქიაში აზნაურებზე მაღლა მოექცა. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა და დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა.
 
XVI-XVII საუკუნეებიდან აზნაურობა თანდათან მოექცა მეტ-ნაკლებად მყარ დამოკიდებულებაში სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. ამ გზით აზნაურთა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. [[სამეფო აზნაური|სამეფო აზნაურები]] (იგივე "ტახტის აზნაურები") მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრე [[საეკლესიო აზნაური|საეკლესიო]] და [[სათავადო აზნაური|სათავადო აზნაურები]]. დამოკიდებულების საფუძველი ყველა შემთხვევაში ერთი იყო - აზნაურს ბატონის მამული ეჭირა. აზნაურს ბატონისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მას მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები აზნაურის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო აზნაური მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ აზნაურის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლესიო და სათავადო აზნაურების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. ამ დამოკიდებულების წარმოშობის მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა იყო აზნაურთა მცირემემამულიანობა ან უმამულობა, რა მათ აიძულებდა მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. უმთავრესად მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი შთამომავლობის მიხედვითაც, აზნაურები სამ ხარისხად განიყოფებოდნენ, კერძოდ, სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდს(ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმოგვ აზნაურს. პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას - 96, მესამისას - 48 თუმნად. აზნაურის საგვარეულოს გაყოფა მამულის დაქუცმაცებას მოასწავებდა და ამ იერარქიულ კიბეზე ჩამოქვეითების მიზეზი ხდებოდა.
 
რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველ აზნაურთა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრატიული მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართველ [[თავადაზნაურობა]] განეხილა ისეთივე სოციალურ მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 წლის ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოციალურ დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა.
 
1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის პროექტის თანახმად, ქართლ-კახეთში დაარსდა თავადაზნაურობის წარმომადგენლობით ორგანოები - სამაზრო და საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოები. სათანადო "წესებში" რელიეფურად ჩანდა მოვლენის სოციალურ-ეკონომიკური ბუნება: საარჩევნო და წარმომადგენლობითი უფლება, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც სრ მისცეს იმ აზნაურებს, "რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი საკუთრება და არავითარი შემოსავალი". ცოტა გვიან დადგა საკითხი მსხვილ ფეოდალთაგან დამოკიდებულ აზნაურთა პირადი და სამამულო უფლებების შესახებ. საკითხი ეხებოდა საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურები მექანიკურად ჩაირიჩხნენ სახაზინო უწყებაში. 1811 წელს მთავრობამ [[საეკლესიო აზნაური|საეკლესიო აზნაურებიც]] მამულითა და ყმით სახაზინო უწყებაში გადარიცხა. ამასთან სახაზინო მიწებზე მათი გადასახლების განკარგულება გასცა.
 
ბევრად უფრო რთული იყო თავადთაგან დამოკიდებულ აზნაურთა საკითხი. მთავარმართებელ ნ. რტიშჩევია აზრით, სათავადო აზნაურები მდაბიოებად უნდა ჩათვლილიყვნენ და არ უნდა ესარგებლათ რუსეთის აზნაურთა პრივილეგიებით. 1816 რტიშჩევს უცდია კიდეც ამ შეხედულების განხორციელება. შემდეგ მთავრობამ კურსი შეცვალა. 1820 წელს მთავარმართებელ ა. ერმოლოვის წინადადებით, "საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ" განიხილა სათავადო აზნაურთა საკითხი და გამოიტანა დასკვნა - თავადთა ყმა აზნაურები სამეფო აზნაურთა ტოლნი არიანო. მწვავედ დადგა ამ აზნაურთა მამულების საკითხი. 1825 "საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ" ერმოლოს წარუდგინა მოსაზრებები ამის შესახებ, სახელდობრ:
 
* ა) თავადებს უცილობელი უფლება უნდა ჰქონოდათ იმ მამულზე, რომლითაც აზნაური თავადის ყმობაში შევიდა მეფეთა წყალობის სიგელით, აგრეთვე თვით თავადის მიერ აზნაურისთვის ნაბოძებ და აზნაურის მიერ ომავე თავადის სხვა აზნაურისგან ნასყიდ ან მზითევში მიღებულ მამულებზე.
 
* ბ) წასვლის შემთხვევაში აზნაური უტოვებდა თავადს ზემოხსენებული სახის მამულს მასზე მოსახლე გლეხებით;
 
* გ) აზნაურთა უცილობელ საკუთრებად რჩებოდა თავადის ყმობაში ყოფნისას მეფის მიერ პირადად მისთვის ან მისი წინაპრებისათვის ნაწყალობევი და აგრეთვე თავისი ბატონისაგან ან უცხო მფლობელისაგან ნაყიდი მამული.
 
ცენტრალური მთავრობის შეხედულება ამ საკითხზე გამომჟღავნდა მაშინ, როცა სენატმა თავად ორბელიანებისა და მათი ყმის აზნაურ ყაითმაზაშცილის საქმის გარჩევისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ყაითმაზაშვილების დამოკიდებულება ორბელიანებისაგან "ფეოდალური დამოკიდებულების სახე" იყო და არა "მიმაგრება". უფრო ზოგადი სახე ამ შეხედულებამ მიიღო 1833, როდესაც [[ნიკოლოზ I]]-მა დაამტკიცა სახელმწიფო საბჭოს აზრი, რომ "ხსენებული აზნაურები თავადების დამოკიდებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ და რომ ისინი უნდა მიჩნეულ იქნენ სამეფო აზნაურთა თანასწორად". ამ კანონმა სათავადო აზნაურები ყმობისაგან გაათავისუფლა და ქართველ თავადებთან ერთად რუსეთის "დვორიანსტვოს" გაუთანასწორა. საადგილმამულო მფლობელობის საკითხს იგივე დოკუმენტი შეწმდეგნაირად წყვეტდა: თავადებს მათთვის მეფის მიერ ნაწყალობევ აზნაურთა მამულზე უცილობელი უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდათ, თუ წყალობის სიგელში სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული, რომ აზნაური ნაბოძებია მამულიანად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზნაური“-დან