ბაგრატიონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 24:
== ერთიანი საქართველოს დაშლა ==
 
[[1466]] წელს ერთიანი საქართველო ფაქტობრივად დაიშალა, თუმცა ოფიციალური დადგენილება მიიღეს [[1490]] წელს, როდესაც [[კონსტანტინე II|კონსტანტინე მეორემ]] თბილისში დარბაზი მოიწვია და რჩევა ჰკითხა. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] გვაუწყებს, რომ მეფეს ასეთი რჩევა მისცეს: „ვინაითგან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არა განვიზრათავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მრე ვექმნეთ ერთსა, არღარა მოგბცემს მეორე ნებასამ არამედ ვეცადოთ ჟამი, უკეთუ უალად აგოს ღმერთმან მეფობასალე შენსა“. ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი ([[ყვარყვარე ჯაყელი]]) დაზავდნენ და საკთარი სამფლობელოების საზღვრები დაადგინეს. საქართველოს დაშლა ოფიციალურად გამოფორმდა. იმ დროს, როცა [[საქართველო]]ს უდიდესი საგარეო საფრთხე დაემუქრა, ქვეყანა დაქუცმაცებული აღმოჩნდა: [[ქართლის სამეფო|ქართლის]], [[კახეთის სამეფო|კახეთის]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] სამეფოებად [[ბაგრატიონები]]თბაგრატიონებით სათავეში და [[სამცხე–საათაბაგო|სამცხის სამთავროდ]] [[ჯაყელები]]ს მეთაურობით.
 
== რუსეთის მიერ ქართული სამეფოების დაპყრობა და ანექსია ==
ხაზი 36:
== ბაგრატიონთა სამეფო სახლი ევროპაში ==
 
ბაგრატიონების მნიშვნელოვან ნაწილს მეორეჯერ მოუხდა აყრა და სამშობლოს დატოვება [[1921]] წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ([[1918]]-[[1921]]) ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ. ერთ-ერთი, ვინც ოჯახით დატოვა საქართველო და ევროპაში გაიხიზნა, იყო [[ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი (ხორხე)|გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი]]. ამ უკანასკნელის ძე, - [[ბაგრატიონ-მუხრანელი, ირაკლი|ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი]] ([[1909]]-[[1977]]) იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. [[1942]] წელს [[გერმანია]]ში სწორედ მისი თაოსნობით დაფუძნდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია „[[ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი]]“, რომლის უმთავრეს მიზანს შეადგენდა საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნება. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებლები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები [[რობაქიძე, გრიგოლ|გრიგოლ რობაქიძე]], [[კედია, სპირიდონ|სპირიდონ კედია]], [[ამირეჯიბი, შალვა|შალვა ამირეჯიბი]], [[გაბაშვილი, რევაზ|რევაზ გაბაშვილი]], [[წერეთელი, მიხეილ|მიხეილ (მიხაკო) წერეთელი]], [[ციციშვილი, სვიმონ|სვიმონ ციციშვილი]] და სხვანი. ირაკლი ბაგრატიონის პირველი მეუღლე იყო იტალიელი გრაფის ჰუგო პასკუინის ასული - მარია ანტუანეტა (გარდაიცვალა 1944 წელს), ხოლო მეორე, - ესპანელ [[ბურბონები|ბურბონთა]] სამეფო სახლის წარმომადგენელი, ინფანტა მარია-მერსედესი (გარდაიცვალა 1961 წელს). ირაკლი ბაგრატიონის და - [[ბაგრატიონი, ლეონიდა|ლეონიდა]] (დაიბადა 1914 წელს) კი გახლდათიყო რუსეთის ტახტის მემკვიდრის ვლადიმერ კირილეს ძე [[რომანოვები|რომანოვის]] (გარდაიცვალა 1992 წელს) მეუღლე. 1940-იანი წლების შუა ხანებში ევროპის მონარქიული სახლების მიერ (მათ შორის ვლ. რომანოვის მიერ) ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი აღიარეს ევროპაში ქართველ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად და ტახტის მემკვიდრედ. ამჟამად ტახტის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლება მისი უფროსი ვაჟი, - [[ბაგრატიონ-მუხრანელი, გიორგი (ხორხე)|გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი]] (დაბადებულია 1941 წელს, [[რომი|რომში]]. ცხოვრობს და მოღვაწეობს [[ესპანეთი|ესპანეთში]]). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი არის ევროპაში საკმაოდ ცნობილი რაინდული ორდენების: „საქართველოს არწივის ორდენისა“ და „ქრისტეს კვართის ორდენის“ (დააფუძნა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა [[1939]] წელს) დიდოსტატი ("Grand Master").
 
{{commonscat|Bagrationi|ბაგრატიონები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაგრატიონები“-დან