სარბიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 1:
'''სარბიელი''' – ქართული სპორტული გაზეთი, გამოდიოდა [[1990]]–[[2009]] წლებში. პირველმა ნომერმა დღის შუქი [[1990]] წლის [[28 დეკემბერი|28 დეკემბერს]] იხილა. ის საქართველოს მენეჯერთა კავშირმა გამოსცა. გაზეთი 40 [[კაპიკი]] ღირდა. პირველ გვერდზე მკითხველისადმი მისასალმებელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღინიშნა, რომ რედაქციის მუშაობაში მთავარი დასაყრდენი იყო ქართული სპორტი: „შეუდარებლად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა მკითხველისა და, ცხადია, ქართული სპორტის წინაშე, რომლის ერთ–ერთი თანამდგომი, იმედი გვაქვს, ჩვენც ვიქნებით. ამ დიდი პასუხისმგებლობის სრული შეგნებით ვთავაზობთ ქართველ მკითხველს ახალ გაზეთს და ვიმედოვნებთ, რომ „სარბიელი“ ინფორმაციისა და პერიოდული გამოცემის ამ სიმრავლეშიც იპოვის თავის ადგილს“<ref>სარბიელი, № 1, 1990 წ., გვ.1 </ref>. რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთმა 20 თვიანი იძულებითი ტაიმ–აუტი აიღო, ხელმეორედ გამოსვლა კი [[1993]] წლის [[3 აგვისტო]]ს განაახლა.
 
== სარბიელი 1990-იან წლებში ==
 
1993 წლიდან მოყოლებული „სარბიელი“ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ატარებდა გამოკითხვას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. საფეხბურთო პრიზის (ბრინჯაოში გამოძერწილი ფეხბურთელი) ლაურეატთა ჩამონათვალი ასეთია : [[გიორგი ქინქლაძე]] ([[1992]]–1993), [[აკაკი დევაძე]] (1993–[[1994]]), [[შოთა არველაძე]] (1994–[[1995]]) , გიორგი ქინქლაძე (1995–[[1996]]), [[თემურ ქეცბაია]] (1996–[[1997]]), [[შოთა არველაძე]] (1997–[[1998]]), [[ზაზა ჯანაშია]] (1998–[[1999]]), [[ლევან კობიაშვილი]] (1999–[[2000]]).
 
„სარბიელის“ გამოკითხვით სამჯერ გამოვლინდა საქართველოს საუკეთესო კალათბურთელიც. 1993–1994 სეზონის შედეგად ეს პატივი [[ნიკოლოზ დერიუგინი|ნიკოლოზ დერიუგინს]] ხვდა წილად, 1994–1995 წლებში [[ვახტანგ ნაცვლიშვილი|ვახტანგ ნაცვლიშვილს]], 1995–1996 წლებში კი [[გელა დარსაძე]]ს.
 
1995 წლიდან [[რაგბი]]ში თამაშდებოდა „სარბიელის“ სინი, ნებისმიერი მსურველი საქართველოს ჩემპიონატის მატჩში სთავაზობდა მფლობელს სინზე თამაშს და მოგების შემთხვევაში მას ეპატრონებოდა.
 
გაზეთი 1993–1994 წლებში გამართული საქართველოს ხელბურთელთა მეოთხე ჩემპიონატის გენერალური სპონსორი იყო, ბოლო წლებში კი უზრუნველყოფდა ევროტურნირებისა თუ სანაკრებო მატჩების საინფორმაციო მხარდაჭერას.
 
1996 წლის [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1996|ატლანტის]] და [[2000]] წლის [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2000|სიდნეის ოლიმპიური თამაშებისას]] თუ მათთვის მზადებისას „სარბიელი“ [[საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი]]ს ერთ–ერთი ოფიციალური პარტნიორი იყო. გაზეთი ასევე საერთაშორისო სპორტული ფედერაციების თუ გამოცემების ექსკლუზიური პარტნიორი გახლდათიყო. [[France Football|ფრანს ფუტბოლი]] „სარბიელს“ 1994 წლიდან ეკითხებოდა აზრს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე.<ref>სარბიელი, N251 (1273), 2000 წ., გვ. 7</ref>
 
1996 წლიდან „სარბიელი“ თანამშრომლობდა [[ევროპის ძიუდოს კავშირი|ევროპის ძიუდოს კავშირთან]] წლის საუკეთესო ძიუდოისტი ქალის და ვაჟის გამოსავლენ რეფერენდუმში. გაზეთი ასევე მონაწილეობდა [[მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია|მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის]] (იააფ) მიერ მოწყობილ გამოკითხვაში, რომელიც წლის საუკეთესო მძლეოსან ქალ–ვაჟს ავლენდა.
 
[[ფიბა|კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ]] „სარბიელი“ საქართველოს მოსახლეობასთან შუამავლად აირჩია. ფიბა აწყობდა ევროპის ვარსკვლავთა მატჩს, ევროსტარზს, რომლის მონაწილეებსაც საყოველთაო–სახალხო გამოკიხვის შედეგების მიხედვით ასახელებდა.
 
„სარბიელი“ იყო [[საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია|საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის]] პარტნიორი, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენების, გუნდების, მწვრთნელების და სპორტული მოღვაწეების გამოსავლენი რეფერენდუმი ჩაატარა<ref>სარბიელი, N251 (1273), 2000 წ., გვ.6</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სარბიელი“-დან