ტრუმენის დოქტრინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 47 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q171375
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Harry-truman.jpg|მინი|მარჯვნივ|200px|ჰარი ტრუმენი]]
'''ტრუმენის დოქტრინა''' - ზოგადი სახელწოდება [[ცივი ომი]]ს დროინდელი სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავდა [[საბჭოთა კავშირი]]სა და [[კომუნიზმი]]ს [[ექსპანსიონიზმი]]ს შეჩერებას. ეს დოქტრინა საჯაროდ იქნა გაცხადებული პრეზიდენტ [[ჰარი ტრუმენი]]ს მიერ [[აშშ]]-ის [[აშშ-ის კონგრესი|კონგრესისადმი]] მიმართვაში [[1947]] წლის 12 მარტს.
 
[[1946]] წელს ჯორჯ კენანმა დაწერა ე.წ. გრძელი დეპეშა, სადაც ის აცხადებდა, რომ საბჭოთა საფრთხესთან გამკლავება შესაძლებელი იყო მხოლოდ შეკავების გრძელვადიანი სტრატეგიით. ტრუმენი სირთულეებს წააწყდა [[სსრკ]]-ს მხრიდან [[პოტსდამის კონფერენცია]]ზე (სსრკ უარს ამბობდა დათქმულ ვადაში [[ირანი]]დან ჯარის გაყვანაზე) და ამან დააჩქარა აშშ-ს სტრატეგიის ტრანსფორმაცია. რამდენიმე დღის შემდეგ შედგა [[უინსტონ ჩერჩილი|ჩერჩილის]] სიტყვით გამოსვლა და უკვე ოფიციალურად გაჟღერდა ევროპის რკინის ფარდით გაყოფა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს დიპლომატიურ ზეწოლას სსრკ-ზე და ასევე ეხმარება ირანს, რათა შეამციროს სსრკ-ს გავლენა და აიძულოს ჯარების გაყვანა. თუმცა, მალე იგივე ვითარება შეიქმნება [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[საბერძნეთი|საბერძნეთში]].
 
[[1947]] წლის მარტში პრეზიდენტი ტრუმენი წარდგა კონგრესის წინაშე. კენანის გაფრთხილება, რომელიც "გრძელ დეპეშაში" იყო გამოთქმული, საფუძვლად დაუდო შემდგომში საყოველთაოდ ცნობილ ტრუმენის დოქტრინას. "გრძელ დეპეშაზე" დაყრდნობით 1947 წლის ივლისში გამოაქვეყნა სტატია ფსევდონიმით "X". სტატიამ ცხარე დებატები გამოიწვია. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აშშ-ს წამყვანმა ჟურნალისტმა ვოლტერ ლიპმანმა მკაცრად გააკრიტიკა "X" სტატია. პრეზიდენტმა ტრუმენმა, რომელსაც მხარს უჭერდა სენატორი არტურ ვანდერბერგი და კონგრესი, თავისი დოქტრინა საჯაროდ გამოაცხადა 1946 წლის დეკემბერში [[საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი]]ს ცალდარისის ვაშინგტონში სტუმრობის შემდეგ. საბერძნეთი დამატებთ დახმარებას ითხოვდა. აშშ-ს მთავრობა მზად იყო დახმარებოდა არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ თურქეთსაც. ეს იყო პირველი საპასუხო ქმედება, რომელიც განხორციელდა თურქეთ-საბერძნეთში წამოწყებული კომუნისტური მოძრაობების წინააღმდეგ. თუ აშშ საბერძნეთს დაკარგავდა, თურქეთი გახდებოდა თავდაცვისუუნარო კომუნიზმის წინაღმდეგ, ასევე თუ თურქეთი შეასრულებდა საბჭოთა მოთხოვნებს, საბერძნეთიც დიდი საფრთხის წინაშე დადგებოდა. ეს გახლდათიყო რეგიონული დომინოს ეფექტი, უფრო სწორედ კი საშიშროება, რომელიც წარმართავდა აშშ-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
 
დასავლეთის მარცხი საბერძნეთის კომუნისტებისგან დაცვის საკითხში, არამარტო საფრთხეს შეუქმნიდა თურქეთს, არამედ კიდე უფრო გააძლიერებდა საბჭოთა კავშირის შესაძლებლობას ახალი ომის შემთხვევაში და თავისათავად დაასუსტებდა დასავლეთს. ტრუმენის დოქტრინა იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც შეკავების პოლიტიკის კუთხით გადაიდგა, მას მოჰყვა ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ამოქმედება, რისი განხორციელებაც [[მარშალის გეგმა|მარშალის გეგმითა]] და [[ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია|ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის]] შექმნით გახდა შესაძლებელი. ტრუმენის სიტყვებით, ამერიკის პოლიტიკა მიმართული იყო იმ თავისუფალი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ შეიარაღებულ უმცირესობებს ან მათ მიერ გარედან განხორციელებულ ზეწოლას, რომელიც მათი დამორჩილებისკენ იყო მიმართული. ტრუმენი განმარტავდა, რომ ეს პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ თავისუფალ ხალხებზე, (რაც დღესაც გრძელდება) წარმოადგენდნენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
 
ტრუმენმა 1947 წლის 12 მარტს მიმართა კონგრესს, ამ დროს საბერძნეთში [[საბერძნეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომი]] მძვინვარებდა (1946-1949). ტრუმენი აცხადებდა, რომ თუ [[საბერძნეთი]] და [[თურქეთი]] არ მიიღებდნენ საკმარის დახმარებას, [[კომუნიზმი]] გაიმარჯვებდა და ეს მთელს რეგიონზე აისახებოდა.
 
[[1950]] წელს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა გასაიდუმლოებულ სამოქმედო გეგმას [[NSC-68]], რომელმაც საგარეო პოლიტიკა აქტიური შეკავებისკენ შეცვალა. ეს დოკუმნეტი უფრო მკაცრ ანტიკომუნისტურ რიტორიკას შეიცავდა ამით განსხავდებოდა კენანის შეკავების ცნებიდან, რომელიც "X" სტატიაში იყო გადმოცემული.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
* [http://www.trumanlibrary.org/whistlestop/study_collections/doctrine/large/doctrine.htm Truman Library website with papers related to the Truman Doctrine]
* [http://www.yale.edu/lawweb/avalon/trudoc.htm Full text of the speech]