ასკიას საფლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 26 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q503823
clean up, replaced: გახლდათ → იყო using AWB
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი
|სახელი = ასკიას საფლავი
|სურათი = [[ფაილი:Askia.jpg|250px|]]
|სურათის წარწერა=
|რუკა=
ხაზი 21:
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|1139}}
 
'''ასკიას საფლავი''' [[მალი]]ს ქალაქ [[გაო]]ში — მიჩნეულია, რომ სწორედ აქ განისვენებს [[სონგჰაის იმპერია|სონგჰაის იმპერიის]] ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმპერატორი, [[ასკია მუჰამედ I]]. აშენებულია [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ბოლოს. [[2004]] წლიდან შესულია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძეგლთა სიაში.
 
იუნესკო საფლავს აღწერს, როგორც შესანიშნავ ნიმუშს ტალახის მონუმენტური ნაგებობისა, რომელიც [[დასავლეთ აფრიკა|დასავლეთ აფრიკის]] საჰელის ტრადიციებს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს პირამიდულ სამარხს, ორ [[მეჩეთი|მეჩეთს]], საფლავს და მიწაყრილების ანსამბლს. მისი სიმაღლე 17 მეტრია და წარმოადგენს კოლონიალიზმამდელ უდიდეს არქიტექტურულ მონუმენტს რეგიონში. იგი პირველი მაგალითია იმ [[ისლამური არქიტექტურა|ისლამური არქიტექტურული]] სტილისა, რომელიც შემდგომ მთელს რეგიონში გავრცელდა.
 
ძეგლის ბოლოდრეოინდელი სახეცვლილებები მოიცავს 1960-1970-იან წლებში მეჩეთის გაფართოებას და [[1999]] წელს არეალის ირგვლივ კედლის შემოვლებას. მისი ისტორიის განმავლობაში, ძეგლს რეგულარულად აბათქაშებდნენ, ეს გახლდათიყო აუცილებელი პროცედურა ტალახის სტრუქტურის შეკეთება-შენარჩუნებისთვის. [[2000]] წელს, მოხდა კომპლექსის ელექტრიფიკაცია - დაემატა ნათურები და წვერზე ხმის გამაძლიერებელი დინამიკი.
 
ქალაქ გაოს მოსახლეობის მიერ, ასკია რეგულარულად გამოიყენება როგორც მეჩეთი და საზოგადოებრივი საკუთრების კულტურული ცენტრი. მას ეროვნული კანონმდებლობა იცავს.
 
ასკია მოჰამედი სონგჰაის იმპერიის პირველი ასკია იმპერატორი იყო, მან იმპერია საგრძნობლად გააფართოვა. ვინაიდან ის სანიმუშო მუსლიმანი იყო, ის [[მექა]]ს მოსალოცად წავიდა, საიდანაც [[1495]] წელს დაბრუნდა, საიდაც მან თავის საფლავის ასაშენებელი მასალები ჩამოიტანა — მექას ტალახი და ხე-მასალა. როგორც ამბობენ, მეფის ქარავანი ათასობით აქლემისგან შედგებოდა. თავიდან სტრუქტურა დაპროექტებული იყო როგორც საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე ოთახითა და კორიდორებით, მაგრამ ასკია მუჰამედის სიკვდილისთანაე ის დაილუქა.
 
ასკია მუჰამედი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ სამარხში განისვენებს, რამდენიმე სხვა ასკია დასავლავებულია მის ეზოში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასკიას_საფლავი“-დან