ღირებულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
==ღირებულებითი ორიენტაციები==
[[ინგლეჰარტი|ინგლეჰარტმა]] დასავლეთის ინდუსტრიულ საზოგადოებებზე დაკვირვების საფუძველზე გამოთქვა აზრი, რომ მათი ღირებულებები თანდათან იცვლებოდა მატერიალურიდან პოსტმატერიალურის მიმართულებით. ის განიხილავს თორმეტ ღირებულებას, ამათგან პირველი ექვსი მატერიალურ ღირებულებას ხოლო ბოლო ექვსი კი პოსტმატერიალურ ღირებულებას წარმოადგენს. მატერიალურ ღირებულებებში გამოყოფს '''დაცულობის მოთხოვნილებას''', რომელშიც ერთიანდება :'''1'''.ქვეყნის თავდაცვითი რესურსების გაძლიერება, '''2'''. ქვეყანაში წესრიგის დაცვა, '''3'''.დანაშაულთან ბრძოლა და '''მატერიალური უზრუნველყოფის მოთხოვნილებას'''.აქაც სამი ღირებულება შედის: '''4'''.ეკონომიკური ზრდა. '''5'''.ფასების მატებასთან ბრძოლა, '''6'''.ეკონომიკური სტაბილურობა. პოსტმატერიალურ ღირებულებებში გამოყოფს '''ადამიანის უფლებების განმტკიცების ღირებულებას''' ერთიანდება; 7.ადამიანის ხმის უფლების გაძლიერება სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე, '''8'''.ხმის უფლების გაძლიერება ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, '''9'''.ცალკეული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი და ნაკლებად ფორმალური საზოგადოების განვითარება და '''იტელექტუალური და ესთეტიკური მოთხოვნილებები''' მოიცავს; '''10'''.ქალაქებისა და სოფლების კეთილმოწყობა,გალამაზება, '''11'''.აზრთა გაცვლის თავისუფლების დაცვა, '''12'''.საზოგადოება სადაც იდეებს მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე [[ფული|ფულს]]. ინგლეჰარტის მიხედვით საზოგადოების განვითარება სწორედ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და შესაბამისად მატერეიალურ ღირებულებათა განხორციელების შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად პოსტმატერიალური ღირებულებების აღმოცენებას და თავის შეხედულებას აკავშირებს [[აბრაჰამ მასლოუ|აბრაჰამ მასლოუს]] თეორიასთან.
 
 
== რესურსები ინტერენტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღირებულება“-დან